• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, July 3, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სილამაზეს „ვაღმერთებ“ყველანაირ  გამოხატულებაში-თეა ცისკარაშვილი

7 years ago
კატეგორია: პერსონა
A A
სილამაზეს „ვაღმერთებ“ყველანაირ  გამოხატულებაში-თეა ცისკარაშვილი
5
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ისტორია ყველას საკუთარი აქვს. რა პროფესიისა და ინტერესებისაც უნდა იყოს ადამიანი, მის საქმიანობასა და სურვილებს ყოველთვის აქვს საწყისი. ბევრი ამბავი განსხვავებულია, ბევრი წააგავს ერთმანეთს. ყველას არ გამოსდის, ბოლომდე მიჰყვეს საკუთარ მიზნებს და ოცნებები რეალობად აქციოს. დღეს თეა ცისკარაშვილზე გიამბობთ, გოგონაზე რომელმაც ერთ მშვენიერ დღეს საკუთარი თავი აღმოაჩინა და მიზნისთვის ბრძოლაში თავს არ ზოგავს, მუდმივი შემოქმედებისა და ბრძოლის გზაზე წარმატებაც არ იგვიანებს.

მოგესალმებით, თავდაპირველად მოგვიყევით თქვენ შესახებ?

პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ დაინტერესებისთვის. მე ვარ, პროფესიით სამართალმცოდნე იურისტი. ვმუშაობ ერთ-ერთ ბანკში აუდიტორად.

რა არის თქვენი ინსპირაცია და რას გრძნობთ შემოქმედების პროცესში?

შთაგონების წყარო შეიძლება გახდეს ერთი სიტყვა, ერთი ფრაზა, ერთი კადრი… “ვიკვებები” ყველაფრისგან, რაც თვალს, გულს და გონებას ახარებს, რაც სულიერად მამსუბუქებს. სილამაზეს „ვაღმერთებ“ყველანაირ  გამოხატულებაში;  თუმცა მხოლოდ „ჰაერში მოფარფატე პეპლებიდან“ არ მოდის მუზა, შეიძლება ვიღაც, ან რაღაც ძალიან მეტკინოს და ეს გახდეს ჩემი ინსპირაცია. მაგალითად, სერიული ნახატები, სადაც თეთრ სამოსიანი ბავშვები არიან გამოსახულნი, ეხმიანება “გაუჩინარებული გოგონები”-ს თემას (გენდერციდი)… რას ვგრძნობ შემოქმედებით პროცესში? – ხან ვფიქრობ, როგორ ვცხოვრობდი მაშინ, როცა არ ვხატავდი. ეს პროცესი არასოდეს არ მინდა დასრულდეს. მადლიერი ვარ ღმერთმა ეს უნარი და მისი განვითარების შესაძლებლობა რომ მიბოძა.

თუ გაქვთ ამ კუთხით პროფესიული განათლება?

 თვითნასწავლი ვარ, ხატვის კუთხით პროფესიული განათლება არ მაქვს. თუმცა წარმოსახვა, ფანტაზია და შემოქმედებითი პროცესი ყოველთვის არსებობდა ჩემს ცხოვრებაში, რაც მუდმივად სხვადასხვა სახით იყო გამოხატული. ტექნიკურ მხარეს რაც შეეხება, დღეს ბევრი საშუალებაა ინტერნეტით მოიძიო ინფორმაცია;  გამოსახულების შექმნა კი (ჩემს შემთხვევაში) შინაგანი, სულიერი მდგომარეობიდან წამოსული პროცესია; რაც მეტად ეცნობი უფრო გიზიდავს და არ გინდა გაჩერება.

რა დაპრკოლებები შეგხვდათ წარმატების გზაზე და რამდნად კარგად გაართვით მათ თავი?

 დაბრკოლებებს ვერ ვიხსენებ, ალბათ არც შემხვედრია, ან თუ შემხვდა იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ მასზე ფოკუსირება არ მომიხდენია. ჩემთვის შემოქმედებითი  პროცესი ყველაზე დადებითი, მშვენიერი და სასიამოვნო მოვლენაა. არ არსებობს ალბათ დაბრკოლება, რასაც ადამიანი ვერ გადალახავს. მთავარი მოვლენების მიმართ მიდგომა და მათი აღქმაა. როგორც ხედავ ისე განიცდი, ისე გრძნობ და ისე იღებ მათ. შესაბამისად გზებიც ამის მიხედვით ჩნდება. ვცდილობ ყველა ეტაპი, რაც ჩემს ცხოვრებაში დგება, ჩემსავე სასიკეთოდ და განსავითარებლად გამოვიყენო.

თქვენი წარმატებების შესახებ მოგვიყევით?

ერთი ადამიანის დადებითი ემოციაც კი, რომელსაც ჩემი შემოქმედების მიმართ განიცდის, ჩემთვის უკვე დიდი ბედნიერება და წარმატებაა. დღეისთვის 57 ნახატის ავტორი ვარ, აქედან ნახევარზე მეტი კერძო კოლექციებშია, ახალ მფლობელებთან. ეს არის ჩემთვის წარმატება. ერთ–ერთ უცხოურ საიტზე იყიდება ჩემი ნახატების პრინტით გაფორმებული სხვადასხვა ნივთები; ზაფხულში, მაგალითად, ავსტრალიაში გაიყიდა „ბროწეული“ -ს ნახატით გაფორმებული მისალოცი ბარათები, სულ ცოტა ხნის წინ კი ჩანთების შეკვეთა გაფორმდა. ვფიქრობ ეს წარმატებაა, როცა შორეულ კონტინენტზე (და არა მხოლოდ) შენი სახელი იციან.  ნახატები (ორიგინალები) იყიდება ასევე ერთ უცხოურ არტ საიტზე, საიდანაც 2-ჯერ მივიღე შემოთავაზება მაშტაბურ გამოფენაში მონაწილეობის მიღების თაობაზე (აშშ, ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია). სამწუხაროდ ვერ გავემგზავრე, თუმცა საქართველოში მექნება 18-21 ივლისს პერსონალური გამოფენა და ყველაფერი ჯერ მხოლოდ ახლა იწყება.

გარდა ამ საქმიანობისა სხვა რითი ხართ დაინტერესებული?

გატაცებული ვარ სამხრეთ კორეით, დაინტერესებული ვარ მათი კულტურით, ტრადიციებით და საერთოდ ერით. ვსწავლობ კორეულ ენას და ნელ-ნელა ვიძენ კორეელ მეგობრებსაც. მაინტერესებს ასევე ფიზიკა და ფსიქოლოგია.

რამდენად მიაღწიეთ თქვენს დასახულ მიზანს და რას გეგმავთ მომავალში?

ერთ მიზანს რომ მიაღწევ, მეორე ჩნდება და ასე უსასრულოდ. ჩემთვის რაღაცის მიღწევა უბრალოდ წინ სვლისთვის მოტივაცია და ახალი ენერგიებით, ახალი იდეებით დამუხტვაა. მომავალი არ და ვერ წარმომიდგენია ხატვის გარეშე. მინდა ჩემს თავს და ადამიანებს მივანიჭო ესთეტიური სიამოვნება და მშვენიერი განწყობა. მე მაშინ ვარ ბედნიერი, როცა ვინმესთვის სიხარული მომაქვს. მინდა  მადლობა გადავუხადო ყველას მხარდაჭერისთვის, იმ დიდი სითბოსა და სიყვარულისთვის, რასაც გამოხატავენ და განიცდიან ჩემი შემოქმედების მიმართ.

Share2Tweet1

ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს

11/08/2025
მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე
ახალი ამბები

“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე

09/12/2025
“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?
ახალი ამბები

“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?

05/31/2025
გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა

03/19/2025
“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია
ახალი ამბები

“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია

12/08/2024

საინტერესო

1-ელი ივლისიდან თბილისის მეტრო 06:00 საათიდან 23:00 საათამდე იმუშავებს

1-ელი ივლისიდან თბილისის მეტრო 06:00 საათიდან 23:00 საათამდე იმუშავებს

7 years ago
საქართველოში დამზადებული პირბადეები გარკვეულ პირებს უფასოდ დაურიგდება

საქართველოში დამზადებული პირბადეები გარკვეულ პირებს უფასოდ დაურიგდება

6 years ago
15 სექტემბერი დგება, მე კი მინდა, ფანჯრები გავაღო და ხმამაღლა ვიყვირო, მშიშრებო ამ კაცის შეგეშინდათ? – იზა ომაძის ემოციური პოსტი

15 სექტემბერი დგება, მე კი მინდა, ფანჯრები გავაღო და ხმამაღლა ვიყვირო, მშიშრებო ამ კაცის შეგეშინდათ? – იზა ომაძის ემოციური პოსტი

3 years ago

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით მეტროპოლიტენი 23:00 – 04:00 საათამდე მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება

12 years ago

ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026

ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დუშეთის პოლიციამ 1 პირი დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა დუშეთში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღის...

მეტის ნახვაDetails
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026
არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

07/01/2026
საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026
  • გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად 07/01/2026
  • არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს 07/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by