• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

25 წლის ნათია ჩახუნაშვილი – მეწარმე ქალი საქართველოდან

7 years ago
კატეგორია: პერსონა
A A
25 წლის ნათია ჩახუნაშვილი – მეწარმე ქალი საქართველოდან
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

პროფესიას რომ სქესი არ აქვს, ამაზე დღეს ბევრო საუბრობს, მაგრამ, ხშირად, ისე აღმოჩნდება ხოლმე, თითქოს, პროფესიას მართლაც აქვს სქესი. ბოლო პერიოდის განმავლობაში, საქართველოში იმატა იმ ქალების რიცხვმა, ვინც მრეწველობითა და საკუთარი ბიზნესის წარმოებით არის დაინტერესებული. გარდა იმისა, რომ ამ რიცხვმა იმატა, ეს ქალები საზოგადოების დიდი ნაწილისთვის გახდნენ ცნობილები და მისაბაძები. საკუთარი ბიზნესის, წინა პერიოდისა და ამჟამინდელი პერიოდის შესახებ ნათია ჩახუნაშვილი თავად მოგვიყვება.

“მე ვარ ნათია ჩახუნაშვილი, 25 წლის, ქუთაისიდან და მე ვარ მეწარმე – შპს “თეთრი სახლის” დირექტორი და დამფუძნებელი . ჩემი ბიზნესი კვებითი მრეწველობის დარგს მიეკუთნება და ჩვენი ძირითადი გასაყიდი პროდუქტი ბურგერია,რომელიც, ფასებისა და ასორტიმენტის შესაბამისად, თითქმის ყველა სოციალური სტატუსის მქონე სეგმენტზეა გათვლილი. თუმცა, დასაწყისში, ეს ყველაფერი უფრო მარტივად და სოლიდურად ჟღერდა, ვიდრე გამოიყურებოდა. მოგეხსენებათ, ბაზარზე ამ მიმართულებით კონკურენცია დიდია. გარდა ამისა, როგორც ყველა დამწყებს, მეც მომიწია რიგი სირთულეების გადალახვა და ეს სირთულეები ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა, რეალურად, არც „თეთრი სახლი“ არსებობდა და არც მისი ბურგერი. ეს იყო შიშის ფაქტორი საკუთარ თავთან, რაც, ძირითადად, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებით იყო გამოწვეული – “25 წლის გოგომ როგორ უნდა შეძლოს ბიზნესის მართვა, საბანკო და სხვა დაკისრებული ვალდებულებების შესრულება”.

რას საქმიანობდი, სანამ საკუთარი ბიზნესი გექნებოდა?

ჩემი პირადი გამოცდილება front office საკითხებს მოიცავს, კერძოდ: 4 წლის ინტერვალში დასაქმებუილი ვიყავი 2 ბრენდირებულ სასტუმროში , “Rooms Hotel“- სა და “Best Western”-ში, სადაც მებარა მართვა და ადმინისტრაციული საკითხები. რაც შეეხება თანადამფუძნებელს, მას Back office-ში მუშაობის გამოცდილება აქვს. თბილისსა და ქუთაისში რამდენიმე წამყვანი სასტუმროსა და რესტორნის სამზარეულოს შეფმზარეული იყო.

მიღებული კვალიფიკაციებისა და გამოცდილების მიხედით, დიფერენცირებაც შესაბამისი მოვახდინეთ – მე ადმინისტრაციულ საკითხებს ვაგვარებ, ხოლო ჩემი თანადამფუძნებელი სამზარეულოს ხელმძღვანელობს.

დასაწყისში, რა წინააღმდეგობებს წააწყდი?

ბევრი ფიქრის შემდეგ, გავაანალიზე, რომ ეს შიშები მხოლოდ მაფერხებდა, რადგან საკმარისი პოტენციალი, ძალისხმევა და მონდომება მქონდა, ვყოფილიყავი ქალი მეწარმე და თანაც წარმატებული. დროსა და თანხებთან ერთად, ყველა საჭირო რესურსის მობილიზება მომიხდა და ეს ყველაფერი ხდებოდა გადასწორებული დღე-ღამის ხარჯზე. თუმცა, არცერთი წუთით მიფიქრია დანებება, რადგან უფრო მეტ სტიმულს მაძლევდა იმის ყურება, როგორ ესხმებოდა ჩემს იდეებს ხორცი. პროცესის დროს, ბევრ უსამართლობასაც შევხვდი. ბიზნესმოლაპარაკებების დროს სქესით ლავირება, ქალის “უცოდინარობის” ხარჯზე გადაწყვეტილების თავიანთ სასარგებლოდ მიღების სურვილი და ა.შ; ასევე, არ ვიცოდი სამზარეულო, ბუღალტერია, საბუთების აკინძვა და ა.შ. მაგრამ მქონდა საკმარისად კარგი მენეჯერული უნარები, ამიტომ, ყველა ისეთი საქმის კეთება, რაც სხვებისთვის თვალსაჩინო არ არის, საკუთარ თავზე ავიღე. ეს იყო, ძირითადად, გარე ფრონტებზე ბრძოლა – ბრძოლა იმისთვის, რომ მოლაპარაკება მეწარმოებინა საუკეთესო მომმარაგებელებთან.

ჩვენმა ბურგერებმა მალევე დაიმკვიდრა ადგილი ბაზარზე. მინდოდა, ჩვენი სტუმრებისთვის მომსახურეობის ხარისხი დონე, მათ შორის – ინტერიერიც გამეუმჯობესებინა. ამისათვის არ მქონდა საკმარისი თანხები, თუმცა, გადავწყვიტე მაინც შეიძლებოდა რაღაც რესურსების მოძიება. მთავარი იყო, არ გავჩერებულიყავი. დონორების მოსაძიებლად ჩავები არასამთავრობო სექტორის რამდენიმე პროექტში, სადაც გამუდმებით საკუთარ ბიზნესს წარმოვაჩენდი, ვიკვლევდი, ხშირ შემთხვევაში ვარეკლამებდი კიდეც. ამავე პროექტების ფარგლებში ვტრენინგდებოდი და ვასრულებდი სხვადასხვა აქტივობას, რაც, რეალურად, საკუთარი საქმიანობის უკეთ შეცნობაში მეხმარებოდა, მიღრმავებდა ანალიტიკურ უნარს სხვადასხვა მიმართულებით. ეს ყველაფერი, რეალურად, არამატერიალური თვალსაზრისითაც საკუთარ ბიზნეს მოვახმარე. შევიძინე უამრავი კონტაქტი, გავზარდე ცნობადობა და შედეგმაც არ დააყოვნა. ფერმერთა ასოციაციის მიერ წარმოებულ პროექტში, რომლის მიზანიც ქალთა ეკონომიკური გაძლიერება არის, მოვიპოვე გრანტი, რამაც ხელი შემიწყო, მომსახურების სერვისის გასაუმჯობესებლად არსებული ინვენტარი შემეძინა.

ამ ეტაპზე, კონკრეტულად, რას საქმიანობ?

მე ვაწარმოებ ბურგერს, თუმცა, რეალურად, არც ის ვიცი, როგორ მზადდება პროფესიონალურ დონეზე და არც მის გურმანულ შესაძლებლობებზე ვარ პასუხისმგებელი. ის, რაც კლიენტამდე მიდის, შეფმზარეულ ლევან დადიანის ხელშია, რომელიც, ამავე დროს ,ჩემი მეუღლეც გახლავთ; ხოლო ის, რაც ჩემს ინტერესებშია და რასაც ქვია, რეალურად, ბიზნესის კეთება, ჩემს დაქვემდებარებაში. მე აღმოვჩნდი 25 წლის ქალი, რომელმაც სამზარეულოში ქმარი შეუშვა, თავად კი ბიზნესსფეროში დამკვიდრდა. ამჟამად, ჩემი ბიზნესი კიდევ უფრო ფართოვდება და იმ სახეს იძენს, რაც დასაწყისში ჩავიფიქრე და კაპიტალის არქონის გამო უფრო დაბალი საფეხურიდან დავიწყე.

მინდა, ყველა ქალს ვუთხრა – სქესით სპეკულირება მხოლოდ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპია. მთავარია საკუთარ თავში იპოვო სურვილი, მოტივაცია დაა ძალისხმევა , რათა საკუთარ იდეებს ხორცი შეასხა, ზოგ შემთხვევაში, ფულადაც აქციო.

ჩემი ბიზნესი განეკუთვნება კვებითი მრეწველობის დარგს ქალაქ ქუთაისში. 2018 წლის გაზაფხულიდან, დავიწყეთ ფიქრი იმის შესახებ, თუ რა სიახლე შეგვეთავაზებინა, ამ მხრივ, თანაქალაქელებისთვის. კვებითი მრეწველობის ბაზარს მთლიანად აკონტროლებს ის მსხვილი კომპანიები, რომლებიც ბურგერის კომერციულ გემოს სთავაზობენ მომხმარებლებს. ამის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ნამდვილი გემო და მომხმარებლებისთვის შეგვეთავაზებინა ის ფასეულობები, რაც აქვს ჯანსაღ ბურგერს. ასე შეიქმნა „თეთრი სახლის ბურგერი“.

საკუთარ საქმიანობაში, გვერდში ვინ გიდგას?

ამ ბიზნესის გამართვასა და სწორი მიმართულებით განვითარებაში მეხმარება ჩემი მეუღლე, ლევან დადიანი, რომელიც პროფესიონალი შეფმზარეულია. მას ზურგს უმაგრებს დიდი გამოცდილება ამ სფეროში. ამის გათვალისწინებით, სამზარეულოს ის ხელმძღვანელობს, ხოლო მე დაკავებული ვარ ადმინისტრაციული საქმეების მოგვარებით. ლევანის მონდომებით შეიქმნა ბურგერების ახალი გემო, რომელიც ხალხს აღფრთოვანებულს ტოვებს. ჩვენ გავიხსენით ნაკლებად მომგებიან სეზონზე, ზაფხულში. რადგან „თეთრი სახლის ბურგერი“ გათვლილი იყო ადგილობრივ მოსახლეობაზე, ზაფხულის სეზონი მთლიანად დავუთმეთ იმის გაგებას, თუ რა სურდათ ჩვენს მომხმარებლებს. ზაფხულის ტესტური რეჟიმით მუშაობა დაგვეხმარა, ფასები და გემო მოგვერგო როგორც ადგილობრივ, ასევე – უცხოელ სტუმრებზე, დაგვეჭირა ხარისხი და კვებით მრეწველობაში დაგვემკვიდრებინა ჩვენი ადგილი.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1

ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს

11/08/2025
მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე
ახალი ამბები

“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე

09/12/2025
“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?
ახალი ამბები

“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?

05/31/2025
გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა

03/19/2025
“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია
ახალი ამბები

“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია

12/08/2024

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In