• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, May 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რომელი თბილისელები არიან ქართველებისთვის განსაკუთრებულად საინტერესოები

7 years ago
in საზოგადოება
A A
რომელი თბილისელები არიან ქართველებისთვის განსაკუთრებულად საინტერესოები
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ასეა თუ ისე, საკუთარი ფავორიტი ადამიანი ყველა ჩვენგანს ჰყავს. ამ ადამიანებს, შეიძლება, ჩვენთვის მისაბაძები ვუწოდოთ, ჩვენთვის გამორჩეულები, ან, თუნდაც, ჩვენთვის საინტერესოები.

ქართველები დიდად ამაყობენ იმ პიროვნებებით, ვინც ჩვენს ქვეყანას შორეულ წარსულში, თუ უახლოეს წარსულში ჰყავდა. დღეს ბევრი ჩივის, რომ წარსულში უფრო მეტი გამორჩეული ადამიანი გვყავდა, დღეს კი – ნაკლებად. თბილისის მოქალაქეებს ვთხოვეთ,  დაესახელებინათ ის ასევე თბილისელი ადამიანები, რომლებიც მათთვის განსაკუთრებუალდ საინტერესოები არიან. როგორც აღმოჩნდა, ეს საკითხი საკმაოდ რთული ყოფილა. არაერთს გაუჭირდა პასუხის გაცემა მხოლოდ თბილისის მასშტაბით და პასუხებმა მთლიანი საქართველოს კი მოიცვა.

ვინ არის თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესო თბილისელი?

ს.გ – „საინტერესო თბილისელად ნათია ფანჯიკიძეს მივიჩნევ – რაციონალურობისა და გაწონასწორებული დამოკიდებულებისთვის თბილისის საზოგადოებრივი ცხოვრებიდან მნიშვნელოვანი მოვლენების მიმართ“.

როგორც აღვნიშნეთ, რამდენიმე გამოკითხულმა კითხვას საქართველოს მასშტაბით უპასუხა. გიორგი ბუცხრიკიძის თქმით, თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულად საინტერესო ადამიანად ის გიორგი კეკელიძეს მიიჩნევს. გურული მწერალი მისთვის იმიტომ არის განსაკუთრებული, რომ, გარდა მისი საინტერესო შემოქმედებისა, კეკელიძე პიროვნული ნიშნებითაც გამოირჩევა. „სამწუხაროდ, მე მას პირადად არ ვიცნობ, თუმცა, მგონია, რომ ძალიან თავმდაბალია და, განსხვავებით ბევრი თანამედროვე ქართველისა, საქმეს რეალურად აკეთებს. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ თანამედროვე ქართველ მწერლებში ის განსაკუთრებულად ნიჭიერია“.

დღესაც კი ბევრი ქართველი საქართველოს უახლოესი წარსულის ფურცლებიდან ვერ გამოდის. ეს კარგიცაა. დღევანდელი თაობის წარმომადგენელია ანი მჭედლიშვილი. როგორც ის ამბობს, მისთვის გამორჩეული ქართველები ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა არიან: „როგორ ბანალურადაც უნდა ჟღერდეს, ისინიც საამაყოდ გამორჩეულები იყვნენ. ძალიან ცოტა, მაგრამ მაინც არსებობენ ადამიანები, რომლებიც ზვიადს სუსტ მმართველად აღიქვამენ. ზვიადიც და მერაბიც განსაკუთრებულად იყვნენ საქართველოს სიყვარულით შეპყრობილები. ასე რომ, არ მგონია, დღეს მათ ვინმე ამის გამო უნდა აკრიტიკებდეს“.

ნოდარ ლაფანაშვილისთვის განსაკუთრებულად საინტერესო თბილისელები დავით სარაჯიშვილი და  ლევან აბაშიძე არიან. სარაჯიშვილი მას საკუთარი საქმიანობის გამო მოსწონს და აქ კონიაკის წარმოებას გულისხმობს. ლევან აბაშიძეს რაც შეეხება, მიიჩნევს, რომ ის კარგი პერსპექტივების მქონე ახალგაზრდა მსახიობი იყო, რომელიც აფხაზეთის ომმა შეიწირა. ამ ორ ადამიანს ის ჰამლეტ გონაშვილს საკუთარი უნიკალური ხმის გამო ამატებს. „და ზაზა ფაჩულია, ქართველი ბიჭის რთული გზა „NBA“-მდე. და ხმის მიცემის დასამახსოვრებელი ამბების გამო“ – აღნიშნავს ის.

ეკა კალანდაძე: „ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესო გელა ჩარკვიანია. ის ღირებულებები, რომლებიც მან ჩამოაყალიბა თავისი მოღვაწეობის ყველა სფეროში, უკვალოდ არ ჩაივლის და სწორედ ეს არის მთავარი, რომ ადამიანმა თავისი ცხოვრების მანძილზე შექმნა, ფაქტობრივად, ეპოქა – ეპოქა,რომელიც თაობებისთვის საინტერესო და მისაღები იქნება“.

ანა მიქაბერიძემ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად არჩევანი ვერც თბილისის მასშტაბით გააკეთა და ვერც – საქართველოს მასშტაბით: „ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესო და მისაბაძიც კი არის ყველა ქართველი მწერალი, როემლიც მე-19 და მე-20 საუკუნეში მოღვაწეობდა. უმიზეზოდ არ ვამბობ. ნამდვილად ჰქონდა ყველას საკუთარი ხაზი თავისივე შემოქმედებაში და ყველამ შეძლო, რაღაცით ყოფილიყო დასამახსოვრებელი საკუთარი სამშობლოს წარმომადგენლებისთვის. ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებმაც საქართველოს სახელსა და სახეს განსაკუთრებული სტატუსი შესძინეს“.

ბ.ზ: „ცალსახად უნდა გამოვყო გურამ დოჩანაშვილი, რომელიც მაგარი თბილისელია. ვფიქრობ, რომ ის არის ქვეყნის შენაძენი, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ და ახლავე დავაფასოთ როგორც მისი შემოქმედება, ისე თავად დოჩანაშვილი. მეტი გურამ დოჩანაშვილი აღარ დაიბადება“.

გიორგი დემეტრაძე: „რადგან სპორტით განსაკუთრებით ვარ დაინტერესებული, ვიტყვი, რომ, ზოგადად, საქართველოს სახელით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, არაერთმა სპორტსმენმა მიაღწია ძალიან დიდ წარმატებებს. საამაყოა ყველა ეს ქართველი, მიუხედავად იმის, ქვეყნის რომელი რეგიონების წარმომადგენლები არიან. ქალი სპორტსმენებიც ძალიან გააქტიურდნენ. მინდა, განსაკუთრებულად გამოვყო თბილისელი ნონა გაფრინდაშვილი, რომელმაც საქართველოს სახელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანა“.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Tags: რომელი თბილისელები არიან ქართველებისთვის განსაკუთრებულად საინტერესოები
Share1Tweet1

ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025

საინტერესო

„აფეთქება გვეგონა, ისეთი ხმა იყო…“ – სოფელ ნოსირთან მატარებელი ავტომობილს შეეჯახა

ქვემო ქართლში, ქმარმა ცოლი მოკლა

9 months ago
თეა წულუკიანი ნიდერლანდის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა

თეა წულუკიანი ნიდერლანდის სენატის თავმჯდომარეს შეხვდა

11 years ago
უნდა მოიხადოს თუ არა კორონავირუსი ყველამ

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 4-ით გაიზარდა

6 years ago
“ძალიან მიყვარს კითხვა და პირველი სანიშნეც სწორედ ჩემთვის დავამზადე” – ანასტასია ღონღაძე

“ძალიან მიყვარს კითხვა და პირველი სანიშნეც სწორედ ჩემთვის დავამზადე” – ანასტასია ღონღაძე

4 years ago

ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა

05/13/2026

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა ნუკრი ქოქუაშვილია. ახლობლების ინფორმაციით, 25 წლის ბიჭის ცხედარი პოლიციამ იპოვა. ნუკრი ქოქუაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან იყო და...

Read moreDetails
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

05/13/2026
სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

05/13/2026
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა 05/13/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 05/13/2026
  • სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა 05/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by