• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, August 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რა იგეგმება თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში

7 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
რა იგეგმება თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

2019 წლის 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება/ ფესტივალს ორგანიზებას საქართველოს წიგნის გამომცემელთა და დამავრცელებელთა ასოციაცია გაუწევს.

აღსანიშნია, რომ, ფესტივალის ისტორიაში პირველად, ამ წელს მსოფლიო საგამომცემლო სივრცის უმაღლესი რანგის პირი, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამომცემელი, გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი,  ჰიუგო ზეტცერი გახსნის. გარდა ამისა, თბილისს ეწვევა ეწვევა გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის (IPA) უმაღლესი რანგის დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით: ხოსე ბორგინო – გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ვილმარ დიპგრონდი – სახელმძღვანელოების გამომცემელთა მსოფლიო ფორუმის თავმჯდომარე, ჯაუმე ვიცენსი – სახელმძღვანელოების გამომცემელთა მსოფლიო ფორუმის თავმჯდომარის მოადგილე.

ფესტივალის ფარგლებში იგეგმება ქართველ საგამომცემლო პროფესიონალებთან ერთად იგეგმება ერთდღიანი კონფერენცია.

როგორც „თბილისი თაიმსს“ აცნობეს: „თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალი წელს პირველად გამოდის ინიციატივით, ფესტივალის პავილიონში შეიქმნას „თავისუფალი სიტყვის სექტორი“, სადაც განთავსდება არასამთავრობო ორგანიზაციების სტენდები, ვისთვისაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უმაღლესი ღირებულებაა. ახალი ინიციატივის ფარგლებში, საგანგებოდ ფესტივალის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის შეიქმნება ახალი პლატფორმა – „თავისუფალი სიტყვის 1 საათი“, რომლის ფარგლებშიც, 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, ყოველ დღე, მათ დაეთმობათ ერთი საათი ფესტივალის მთავარ სცენაზე ყველაზე აქტუალურ და მწვავე თემებზე სასაუბროდ, გაიმართება პანელ დისკუსიები ქართველი მწერლების ჩართულობითაც. 4 დღის განმავლობაში, არასამთვრობო ორგანიზაციებს ასევე მიეცემათ საშუალება, ფესტივალის მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყონ მათი საქმიანობის ამსახველი საინფორმაციო მასალის გავრცელება, დაგეგმონ შეხვედრები და დისკუსიები თავიანთ სტენდებზე და ფესტივალის დამთვალიერებლებს მიაწოდონ ინფორმაცია მათი საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ“.

გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, 2019 წლის თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალის ფოკუს ქვეყანა ფინეთი იქნება. ფოკუს ქვეყნის პროგრამა განხორციელდება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ლიტერატურული ორგანიზაციის, ფინური ლიტერატურის განვითარების ფონდ „ფილის“ (FILI-Finnish Literature Exchange) ორგანიზებით.

„აქვე, გაცნობებთ, რომ უკვე ცნობილია 2020 წლის, თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალის ფოკუს ქვეყანაც – ამ სტატუსს თურქეთი 2 ივნისს, წლევანდელი ფესტივალის დასკვნით დღეს, ფინეთისგან საზეიმოდ ჩაიბარებს. თურქეთს, როგორც ფოკუს ქვეყანას 2020 წელს თურქეთის ეროვნული წიგნის კომიტეტი წარადგენს“ – აცნობეს „თბილისი თაიმსს“ ფესტივალის ორგანიზატორებმა.

„შეგახსენებთ,  რომ 2019 წლის 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და ქალაქ თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართება საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“.

გიორგი ასანიძე, 22  წლის: „წიგნის საერთაშორისო ფესტივალი წელიწადის ის პერიოდი, რომელსაც, როგორ ბანალურადაც უნდა ჟღერდეს, განსაკუთრებული ინტერესით ველოდები. აი, „დახვავებულ“ წიგნებს რომ მივიტან ხოლმე სახლში, იმაზე დიდი ემოციაა, ვიდრე – გარკვეული პერიოდის მანძილზე ნაყიდი წიგნები. გარდა ამისა, მთელი ჩვენი ქვეყნისთვის არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ის ფაქტი, რომ შეგვიძლია, შეხება გვქონდეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ კომპეტენტურ ადამიანებთან“.

ნათია ტატიაშვილი, 29 წლის: „რაც უნდა იყოს, არ დავმალავ და ვიტყვი, რომ წელს პირველად ვაპირებ წიგნის საერთაშორიო ფესტივალში მონაწილეობის მიღებას. თუმცა, მე იმ იდეის მომხრე ვარ, რომ გვიანი არასდროს არაფერია.  ჩემი ბევრი მეგობარი ელოდება ხოლმე ამ დღეებს, ჰოდა, ამ წელს, მეც მათთან ერთად დაველოდები“.

მარიამ ადამია, 19 წლის: „თუკი შეიძლება, დღეს ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვანი თარიღებიდან კიდევ უფრო გამორჩეულობის სია შევადგინოთ, თამამად ვიტყვი, რომ ერთ-ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი თარიღი სწორედ წიგნის ფესტივალის დღეებია. როგორც აშკარაა, ამ დღეებში ახალგაზრდები განსაკუთრებულად აქტიურობენ. იმხელა ინტერესს იჩენენ, იმხელა შემარტება აქვთ და იმდენად მობილიზებულები არიან, რომ უკეთესს მოცემულობას ბევრს ვერ ნახავთ. ვისურვებდი, ამ ფესტივალზე აქტიურობის საშუალება ქართველებს კიდევ მრავალ წელს ჰქონდეთ“.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Share1Tweet1

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

კახეთის გზატკეცილზე ავარია მოხდა – სავარაუდოდ, არის მსხვერპლი

კახეთის გზატკეცილზე ავარია მოხდა – სავარაუდოდ, არის მსხვერპლი

3 years ago
მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა

12 years ago
20 მარტს საქართველოს მკლავჭიდისა და პარა-მკლავჭიდის ჩემპიონატი იწყება

20 მარტს საქართველოს მკლავჭიდისა და პარა-მკლავჭიდის ჩემპიონატი იწყება

7 years ago

ირაკლი ღარიბაშვილი: „ქართველ ჩოგბურთელებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კორტები ექნებათ”

11 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by