• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, May 9, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ეკონომიკური გუნდის მუშაობას ვერ შევაფასებ დადებითად შემდეგი ფაქტორების გამო“ – აკაკი ცომაია

12 years ago
in ექსკლუზივი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

2005 წლიდან მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი თავის ანალიზს აფუძნებს გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსზე (Global Competitiveness Index, GCI), რომელმაც ეროვნული კონკურენტუნარიანობა მოიცვა მიკრო და მაკრო ეკონომიკური მაჩვენებლებით. კონკურენტუნარიანობა ინსტიტუტების, პოლიტიკისა და ფაქტორების ერთობლიობაა, რომელიც განსაზღვრავს ამა თუ იმ ქვეყნის პროდუქტიულობის დონეს. ექსპერტების აზრით კი, უფრო კონკურენტუნარიან ეკონომიკურ სისტემას შესწევს ძალა მიაღწიოს,უფრო მაღალი შემოსავლიანობის დონეს –  თავისი მოქალაქეებისათვის.

საქართველოს გლობალური კონკურენტიანობა კი, წინა წლის მონაცემებთან შედარებით – 3 პოზიციით გაუმჯობესდა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის უახლესი, 2014-2015 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო 144 ქვეყანას შორის 69-ე ადგილზეა, 2013-2014 წლის ინდექსის მიხედვით კი რეიტინგში 72-ე ადგილს იკავებდა. ინდექსის მაჩვენებლის მიხედვით, საქართველოს ყველაზე პრობლემატურ საკითხად მიიჩნევა განათლებული მუშა ხელის შეუსაბამობა, ფინანსებთან ხელმისაწვდომობა და ინფრასტრუქტურის არასაკმარისი მიწოდება.  რა კონკრეტულმა ფაქტორებმა განაპირობა ქვეყნის სამი პოზიციით გაუმჯობესება, რა შედეგს მოუტანს ქვეყანას ყოვლისმომცველი ხელშეკრულება და როგორ მუშაობს დღეს ეკონომიკური გუნდი, ამ საკითხებზე „თბილისი თაიმსს“ ეკონომიკის საკითხებში ექსპერტები  –   აკაკი ცომაია და რომან გოცირიძე ესაუბრნენ.

როგორ შეაფასებთ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის უახლესი, 2014-2015 წლის „გლობალურიკონკურენტუნარიანობის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო წინა მონაცემებთან შედარებით, 3 პოზიციით გაუმჯობესებას და თქვენი აზრით, რა კონკრეტულმა ფაქტორებმა განაპირობა ეს მაჩვენებელი? აქვე, როგორ შეაფასებთ ამ მაჩვენებლებიდან გამომდინარე საქართველოში ეკონომიკური გუნდის მუშაობას და როგორ ფიქრობთ, რა დადებითი და უარყოფითი შედეგები შეიძლება მოგვიტანოს  ყოვლისმომცველმა ხელშეკრულებამ?

აკაკი ცომაია:

10707826_843654398999171_780817482_o

„ეს მაჩვენებელი განაპირობა საქართველოს ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულების ფაქტმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. თავისთავად, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონკურენტუნარიანობა მართლაც გაიზარდა. გაჩნდა საქართველოში წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების ევროპის ქვეყნებში გატანის დამატებითი შესაძლებლობები. ექსპორტირება სავაჭრო შეზღუდვების გარეშე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ აქამდე არსებული ბარიერები თუ ქვოტები არ ქმნიდა დიდ დაბრკოლებებს. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ქვეყანაში არსებულმა კომპანიებმა უნდა შეძლონ იმ ტიპის პროდუქციისა და მომსახურების შექმნა, რომელიც დააინტერესებს ევროპელ მომხმარებელს. ეს ხელშეკრულება თავისთავად სტიმულია, მაგრამ იგი თავისთავად ვერ აამაღლებს საქართველოს კომპანიების კონკურენტუნარიანობას და ვერც საინვესტიციო გარემოს შეცვლის, რადგან ამ უკანასკნელის ფორმირებაზე სხვა უამრავი ფაქტორი მოქმედებს, სადაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივის ხვედრითი წილი ძალზე უმნიშვნელოა.“

„ეკონომიკური გუნდის მუშაობას ვერ შევაფასებ დადებითად შემდეგი ფაქტორების გამო:

1) უკვე მერამდენედ კეთდება მცდარი ეკონომიკური პროგნოზები; 2) საგარეო და საშინაო ვალის სიდიდე გაიზარდა, რაც ძირითადად გაზრდილი სოციალური ვალდებულებების დაფარვას ხმარდება, ხოლო ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი არ არის ისეთი ოპტიმისტური, რომ ასეთი გადაწყვეტილების საფუძველს იძლეოდეს; 3) ბიუჯეტის გარღვევა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა; 4) ვერ ხერხდება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ხარჯების ათვისება; 5) საინვესტიციო გარემო გაუარესდა, რადგან რეგულაციების მოცულობა თანდათანობით იზრდება; 6) ადგილი აქვს ფისკალური და მონეტარული ინსტრუმენტების გამოყენებით მოკლევადიანი ეკონომიკური შოკების შექმნას, რისი მაგალითიც არის ლარის ბოლოდროინდელი მკვეთრი ვარდნა და სავალუტო რეზერვების სწრაფი შემცირება.

ამასთან, ეკონომიკური გუნდი აშკარად არაკოორდინირებულად მოქმედებს. ვერ ვხედავ შეთანხმებულ და გააზრებულ მოქმედებას სოციალური პოლიტიკის ნაწილშიც. რაც შეეხება ხელშეკრულებას ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, როგორც წინა შეკითხვის პასუხში აღვნიშნე, ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს არის ახალი შესაძლებლობები, რომლის გამოყენებასაც იმედი მაქვს, რომ ოდესღაც შევძლებთ. ხელშეკრულებას ამჟამად, უფრო პოლიტიკური დატვირთვა აქვს, ვიდრე ეკონომიკური. ცალსახად, ეს არის განაცხადი იმის შესახებ, რომ საქართველო მომავალში უნდა შეუერთდეს ევროპულ ოჯახს. ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი და ევროკავშირის გზაზე გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სრულ წევრობამდე, საქართველოს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი.“

რომან გოცირიძე:

10488820_771213112901184_1173105282_n

„ნებისმიერი სახის ინდექსში წინწაწევა ქვეყნის რეპუტაციას აუმჯობესებს. თუმცა ყველა ინდექსს არა აქვს ერთნაირი წონა და „აღიარება“. ზოგი ინდექსის საიმედოობა ჰოროსკოპს არც თუ ბევრად აღემატება. რაც შეეხება ამ ინდექსს, იგი შედარებით ახალია, 2005 წლიდან გაიანგარიშება და ნელ-ნელა იმკვიდრებს ადგილს. ამ მხრივ პირველ რიგში საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ დადგენილი რეიტინგი ფასობს და მთავარი ორიენტირი სწორედ ესაა ინვესტორებისათვის. რაც შეეხება გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში დაწინაურებას, 72 ადგილიდა 69 ადგილზე გადასვლას ( 4, 22 ქულით), იგი განპირობებულია რამდენიმე ფაქტორის გაუმჯობესებით: ე.წ. ძირითადი მოთხოვნების, მაკროეკონომიკური გარემოს,  ეფექტიანობის მასტიმულირებელი ფაქტორების, ბაზრის ეფექტიანობის  გაუმჯობესებით. წინსვლა შეიძლება მეტი ყოფილიყო, რომ არა უკუსვლა საფინანსო ბაზრის განვითარების კუთხით და ტრადიციულად ძალიან ცუდი პოზიცია ინფრასტრუქტურის, მუშახელის განათლებულობის, ფინანსური ხელმისაწვდომობის კუთხით. ზოგადად, აღნიშნული მოხსენება იკვლევს იმ ფაქტორებს, რომლებიც ეროვნული ეკონომოკის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს, ამიტომ წინსვლა თავისთავად დადებითია.

„ეს ინდექსი არაა პირდაპირ დამოკიდებული არც მთავრობის ეკონომიკური გუნდის მუშაობაზე ცალკე აღებული და არც მთლიანად მთავრობისაზე. ეს წინა წლებში დაგროვილი პოზიტიური ცვლილებების შედეგიცაა და არა მხოლოდ 2013 წლის.

მითუმეტეს, ეკონომიკური გუნდის მუშაობას ვერ შევაფასებთ რომელიღაც მეორეხარისხოვანი ან თუნდაც პირველხარისხოვანი ინდექსების ცვლილებით. აქ უკვე სულ სხვა კრიტერიუმებია გასათვალისწინებელი.“

25.09.14

ნათია კეკენაძე

ShareTweet

ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

02/16/2022
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

01/28/2022
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

01/19/2022
„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება

01/14/2022
მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი
ახალი ამბები

მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი

12/11/2021
ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია
ახალი ამბები

ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია

11/16/2021

საინტერესო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს კიდევ ერთმა ბიზნესმენმა მიმართა

13 years ago
ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

9 years ago
დედამიწის ხმა კოსმოსში – “ჩაკრულოს” მომღერალი ბოთლების ნაკრები

დედამიწის ხმა კოსმოსში – “ჩაკრულოს” მომღერალი ბოთლების ნაკრები

4 years ago
„პატარა სიცოცხლე, რომელიც მხოლოდ სითბოსა და სიწმინდეს ასხივებდა, ანგელოზად იქცა…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

„პატარა სიცოცხლე, რომელიც მხოლოდ სითბოსა და სიწმინდეს ასხივებდა, ანგელოზად იქცა…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

2 weeks ago

ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026

შალვა პაპუაშვილი პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან მონტენეგროში ისაუბრა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პაპუაშვილმა...

Read moreDetails
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

05/07/2026
გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026
  • “პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი 05/07/2026
  • „სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა 05/07/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by