• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, July 10, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გიორგი ჭინჭარაული-შატილში დაბრუნებული 25 წლის ბიჭი და გადაუჭრელი მთის პრობლემები

7 years ago
კატეგორია: პერსონა
A A
გიორგი ჭინჭარაული-შატილში დაბრუნებული 25 წლის ბიჭი და გადაუჭრელი მთის პრობლემები
9
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

გიორგი ჭინჭარაული 25 წლის ხევსური ბიჭია, რომელიც დაახლოებით ოთხი წელია, მშობლიურ შატილს დაუბრუნდა. რთული პირობების მიუხედავად, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი წინაპრების სახლში დარჩენა  და  ყველაფერს აკეთებს, რომ მთა გაძლიერდეს, მყარად დადგეს ფეხზე და ტურისტებისთვისაც უფრო მიმზიდველი გახდეს. “თბილისი თაიმსს” ხევსურეთში დაბრუნების, მთაში არსებული პრობლემებისა და სამომავლო გეგმების შესახებ  ესაუბრა.

როგორ და რატომ გადაწყვიტეთ მთაში დაბრუნება?

„შატილში გადასვლამდე სოფელ გამარჯვებაში ვცხოვრობდი. სკოლა იქ დავამთავრე, მე11 კლასის გამოკლებით, ერთი წელი შატილის სკოლა პანსიონში ვისწავლე და ბოლო წელი ისევ მომიწია გამარჯვებაში დაბრუნება, რადგან შატილში არ იყო რამდენიმე საგნის მასწავლებელი. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავირიცხე აგრარულ უნივერსიტეტში, მშენებლობის ინჟინერიაზე. სამი კურსის გავლის შემდეგ ავიღე აკადემიური და შემოდგომას,2015 წელს წავედი შატილში. თავდაპირველად დარწმუნებული არ ვიყავი ვიცხოვრებდი თუ არა იქ ერთ წელზე მეტს, მაგრამ პირველი ზამთრის შემდეგ  დავრწმუნდი, რომ უკან აღარ დავბრუნდებოდი”.

ჩემი გადაწყვეტილების მოტივი, ძირითადად, ტურიზმი იყო. შატილს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ტურიზმის მხრივ. ჩემი ანგარიშებით  შატილი ბევრად უფრო პროდუქტიული იქნებოდა ჩემი მომავლისთვის ვიდრე ჩემი სპეციალობა და ბარში ცხოვრება.

ფოტო: ბექა ბელქანიაა

როგორც ცნობილია, საკმაოდ აქტიურად ხარ ჩართული მთაში სხვადასხვა პროექტის განსახორციელებელ საკითხებში, მოგვიყევით ამის შესახებ

ამ ეტაპზე ჩემი საგვარეულო კოშკის რესტავრაციას ვაკეთებ, რომელიც ახლო მომავალში ვიზიტორებს უმასპინძლებს.

კოშკის მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე და მისი დიდი ნაწილი დღესაც სრულებით აღსადგენია. აღდგენაში ვგულისხმობ მის შიდა ინტერიერს, სახურავს.  ამ წლის თებერვლიდან ვარ ასევე ძეგლთა დაცვის თანამშრომელი. ვარ ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია “მთის სათემო ქსელის” წევრი,  მისი დამაარსებელი, გელა მთივლიშვილის დიდი  მონდომებითა და ძალისხმევით, ორგანიზაციამ მიიღო გრანტი გუდამაყარი, ფშავ- ხევსურეთის ინტერნეტიზაციისთვის. სამუშაოები გასულ კვირას უკვე დაიწყო და ამ წლის ბოლომდე ამ რეგიონებს პირველად ინტერნეტი დაფარავს.

რამდენად რთულია ახალგაზრდისათვის მთაში ცხოვრება და გარემო-პირობებთან გამკლავება?

მთაში ცხოვრება ნამდვილად არაა მარტივი მით უმეტეს ახალგაზრდისთვის. ძალიან ძნელია ამ ცივილიზაციაზე, გამოწვევებზე უარი თქვა და იცხოვრო იქ სადაც ჯერ კიდევ ბნელი 90-იანებია:)) წარმოიდგინეთ, მოწყვეტილი ხარ სამყაროს მთელი შვიდი თვე, ელექტროენერგია გაუმართავი, ინტერნეტკომუნიკაცია თითქმის შეუძლებელი და ხშირად სატელეფონოც, რადგან დენის გარეშე ტელეფონსაც ვერ ვამუშავებთ. ეს შატილში და პირიქითა ხევსურეთის სხვა სოფლებში ეს მინიმუმიც არაა, რასაც ჰქვია კვირაში ერთხელ ინტერნეტ კავშირი (რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 21-ე საუკუნეში), ტელეფონი, ელექტროენერგია წელიწადის არცერთ დროს და რაც ყველაზე მთავარია სამანქანე გზა კი არა, საფეხმავლო ბილიკებიც არაა სოფლებში სადაც ჯერ კიდევ ცხოვრობს ხალხი.

დიდია ზამთარი და ძალიან ცივი, ფაქტიურად მკვდარია იქაურობა თოვლი რომ გადაფარავს მთებსა და სახლებს. რაც არ უნდა გიჟურად მოგეჩვენოთ მე ეს ყველაფერი მომწონს, ვგულისხმობ იმას, რომ არ მაშინებს და სიამოვნებით ვცხოვრობ და ვატარებ ყველა დღეს ჩემს კოშკში და ჩემს სოფელში.

ფოტო: TeteshKa Photography

რა ძირითადი პრობლემები აწუხებს მთის მოსახლეობას?

მთის მოსახლეობის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა გზა და კომუნიკაციაა.  გზა მხოლოდ ზაფხულში არაა საკმარისი, ამაში ყველა დამეთანხმება. რეალობა მძიმეა იმ მხრივ რომ სამანქანე მიმოსვლა ბართან ძალიან დიდხანს არ ექნება პირიქითა ხევსურეთს ზამთარში. მაგრამ სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს, რომ აქ დარჩენილი სოფლები  კარგავს კავშირს  არა მხოლოდ ბართან, არამედ ერთმანეთთანაც. მაგალითად, შატილიდან მუცო არდოტში გადაადგილება ძალიან ხშირად შეუძლებელია. ლაპარაკი არ მაქვს დანარჩენ სოფლებზე, იქ საერთოდ წარმოუდგენელია მიღწევა თუ, რა თქმა უნდა, ფეხით არ ახვალ, რაც ძალიან დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. კარგი იქნებოდა ამ მეზობელ სოფლებში ხალხმა მიმოსვლა უსაფრთხოდ შეძლოს. უფრო მეტი ხალისი ექნებათ, მეტად უსაფრთხოდ იქნებიან როცა ეცოდინებათ, რომ მათ გვერდზე რამდენიმე კილომეტრში ხალხია და რომ რამე დასჭირდეთ ნახავენ, დაეხმარებიან ერთმანეთს, შეიკრიბებიან დაილაპატაკებენ და ა.შ . ყველა პრობლემის სიმძიმის ახსნას აღარ მოვყვები რადგან ზემოთ ნათქვამი საკმარისია რომ თავად წარმოიდგინოთ  რაც ხდება.

რამდენად ეხმარება სახელმწიფო იქ მცხოვრებ ან ჩასულ მოსახლეობას?

ჩემი აქ ყოფნის პერიოდში არ მახსენდება ფაქტი, სადაც სახელმწიფო დაეხმარა რომელიმე ადგილობრივს რაიმეში. 5 წლის წინ  მახსოვს ერთ კაცი ხონეში თავისი ცხვარ – საქონით მიწამ დამარხა. მასიური მთის ნაწილი მოწყდა მთიდან და მთლიანი სახლ-კარი მეურნეობით გაანადგურა. მისი ოჯახი ყველანაირი სახსრების გარეშე დარჩა. არანაირი დახმარება ოჯახს, არანაირი თანაგრძნობა. ვინ წავა იქ საცხოვრებლად როცა შენი სიცოცხლე რისკის ქვეშაა და ეს რისკი დაზღვეული არაფრითაა.

როგორია პირობები და რამდენად მიმზიდველია ხევსურეთი ტურისტებისთვის?

როგორც ქართველ, ასევე უცხოელ  სტუმრებს  ძალიან მოსწონთ ხევსურეთი, მისი ბუნება და კულტურული ძეგლები. ზაფხულობით უამრავი ვიზიტორი ჩამოდის  მთაში, მაგრამ მათ სათანადო პირობები არ აქვთ  დასვენებისა და ხანგრძლივი გაჩერებისთვის. მათი ვიზიტები ერთ დღეზე მეტხანს არ გრძელდება ცუდი გზებისა და კავშირის გამო.

სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა გაიაზროს ტურიზმის პოტენციალი მთებში. ადგილობრივებს შეუქმნან პირობები, რომ  მათ სათანადო მომსახურება  შესთავაზონ სტუმრებს, გაიღოს სუბსიდიები, გაუფორმოს მიწები. მისცეს გრძელვადიანი  და  დაბალ პროცენტიანი სესხები, დაეხმაროს ბიზნეს გეგმის დაწერაში, ჩაუტარონ ტრენინგები ტურიზმის მიმართულებით. მთას ძალიან სერიოზული კოორდინირებული მუშაობა ესაჭიროება დ მე ვერ ვხედავ ვინმე იყოს ისეთი, ვინც ამ ყველაფერს მოაგვარებს.

რას გეგმავთ მომავალში?

მომავალი გეგმებიც თავისთავად ტურიზმს უკავშირდება. პირველ რიგში, საგვარეულო კოშკის   ბიო სასტუმროდ გადაკეთებას ვგეგმავ. ეკოტურიზმი საქართველოში ძალიან მოთხოვნადია და ჩემი მიზანიც მომავალში ეკოტურისტები იქნებიან. ეს პირველ რიგში  გადავწყვიტე იმიტომ, რომ თავად ძალიან მგრძნობიარე ვარ ეკოლოგიისა და ბიო პროდუქტის მიმართ. ეს ის საქმეა, რომელსაც მომავალში სიამოვნებით გავუძღვები და ის  იქნება ბიზნესი,  რომელსაც  სიყვარულით გავაკეთებ.

Share4Tweet2

ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს

11/08/2025
მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე
ახალი ამბები

“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე

09/12/2025
“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?
ახალი ამბები

“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?

05/31/2025
გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა

03/19/2025
“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია
ახალი ამბები

“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია

12/08/2024

საინტერესო

ახალგორის მიმართულებით ყველა ტიპის სატრანსპორტო მოძრაობა აკრძალულია

12 years ago
თბილისის მერია მშენებლებს მწვანე ნერგების გადარგვასა და მოვლა-პატრონობას მოსთხოვს

კახა კალაძე- ბექა ოდიშარია ჩემი მეგობარია, მაგრამ თაბორის N1-ის განაშენიანება მისაღები არ არის

7 years ago
„საქართველო, სადაც ყველაფერი დაიწყო…“ – ქართული ღვინო კრაკოვში წარადგინეს

„საქართველო, სადაც ყველაფერი დაიწყო…“ – ქართული ღვინო კრაკოვში წარადგინეს

7 years ago
მაშველებმა თელავში დაკარგული მოზარდები 25 მეტრის სიღრმის ხევიდან უვნებლად ამოიყვანეს

მაშველებმა თელავში დაკარგული მოზარდები 25 მეტრის სიღრმის ხევიდან უვნებლად ამოიყვანეს

2 years ago

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა. შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები...

მეტის ნახვაDetails
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 07/09/2026
  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by