• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“დედობა ჩემთვის არაა მოვალეობა, დედობა ჩემი ბუნებრივი მდგომარეობაა”-მარტოხელა დედის ნაამბობი

7 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
“დედობა ჩემთვის არაა მოვალეობა, დედობა ჩემი ბუნებრივი მდგომარეობაა”-მარტოხელა დედის ნაამბობი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სერვისების განვითარების სააგენტოს  გასული წლის ინფორმაციის 1539 დედას მიენიჭა მარტოხელა მშობლის სტატუსი, რაც ჩვენს ქვეყანაში დიდ შეღავათებსა და დახმარებას სულაც არ ითვალისწინებს. თუმცა რეალურად ბევრად მეტია იმ დედებისა და მამების რაოდენობა, რომლებიც შვილებს მარტო ზრდიან და ყოველგვარი სირთულის მიუხედავად არ ამბობენ მათზე უარს.

„ქალი სუსტია, მაგრამ დედა ძლიერიო „- ამ უბრალო ფრაზის ჭეშმარიტებაში კიდევ უფრო მეტად დარწმუნდებით, როდესაც მას გაიცნობთ. 26 წლის ბელა შანავა ქალაქ ბათუმში ცხოვრობს თავის ოთხი წლის ქალიშვილთან ერთად. ემას გაჩენამ მის ცხოვრებას საოცარი ემოციები შესძინა და ახლა მან, ყველაზე ძლიერმა ქალმა მსოფლიოში, ზუსტად იცის რის გამო ღირს ცხოვრება და საერთოდაც, რომ ცხოვრება ღირს.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი ცოტა ხნის წინ დაასრულა, პროფესიით ბიოლოგია, ასევე პედაგოგი.  ამჟამად  სათემო ორგანიზაცია ,,იდენტობაში“ რამდენიმე პოზიციაზე მუშაობს და მიუხედავად რთული სამუშაო გრაფიკისა შვილთან დროის გატარებას და მის აქტიურად აღზრდას მაინც ახერხებს.   მიუხედავად ბევრი სირთულისა, რომლის გადალახვაც ქალებს საქართველოში უწევს, ბელამ ზუსტად იცის, რომ ყველაფერს შეძლებს და შვილს ნათელ მომავალს შეუქმნის.

საიდან იცის ?

ის ხომ დედაა, სტატუსებს და კლიშეებს მიღმა, ის არის დედა, ყველაზე ძლიერი ქალი მსოფლიოში და მან ყველაფერი ზუსტად და დარწმუნებით იცის უკვე მეოთხე წელია.

როგორი იყო შვილის გაჩენით გამოწვეული ემოციები და რამ გადაატანინა რთული პერიოდები ცხოვრებაში, ამაზე ფერადი გოგონა ბელა „თბილისი თაიმსს „ესაუბრა.

„გამარჯობა, მე ვარ ბელა და დიახ, მე ვარ მარტოხელა დედა.

ზოგჯერ ვცდილობ, გავიხსენო როგორი ვიყავი 4 წლის წინ და შევხედო ახლანდელ ბელას. იმდენად დიდი განსხვავებაა რომ გულიანად მეცინება. სულ აღვნიშნავ,დედობა ნახტომისებურად გზრდის (თუმცა შესაძლოა ყველა შემთხვევაში ასე არ იყოს). უფრო მეტად მოტივირებული და გაბედული გავხდი. სხვა გზა უბრალოდ არ იყო. რა ვიგრძენი როცა პირველად დავინახე? _ საოცრად ეგზალტირებული ვიყავი, ვტიროდი, უსაზღვროდ დიდ ენერგიას ვგრძნობდი. ვიცოდი ყველაფერს გავუმკლავდებოდი. მქონდა საკმარისი მიზეზი უკეთ ცხოვრებისთვის. ემა დღემდე ჩემი ცხოვრების საზრისია, რომელიც ქვესაზრისებს მაძლევს. დედობა ჩემთვის არ არის მოვალეობა. მოვალეობა მძიმე სიტყვაა და უფრო ნეგატიურთან ასოცირდება. დედობა ჩემი ბუნებრივი მდგომარეობაა.

რამდენიმე ეტაპი გამოვიარე. ორსულობა და ემას გაჩენიდან პირველი 8 თვე თავშესაფარში გავატარე,  ამის შემდეგ მე და ბავშვის მამა ერთად ცხოვრებაზე შევთანმხდით, მაგრამ არ გამოგვივიდა და რამდენიმე თვეში ერთმანეთს დავშორდით. მე და ემა ისევ თავშესაფარს დავუბრუნდით. გარკვეული პერიოდი იქ გავატარეთ. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ჰუმანურ გარემოში ვცხოვრობდით ვიცოდი იყო საჭირო იმის განცდა, რომ ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, მე და ემა. მგონია რომ დედების უმრავლესობა არაოფიციალურად მარტოხელა დედაა. ორივე შემთხვევაში ბავშვზე ზრუნვა დედის მოვალეობად ითვლება.

ის რომ ბავშვის გაზრდა მარტო მომიწევდა გავაცნობიერე მაშინ როცა ემას გაჩენა_ არგაჩენის საკითხის განხილვა დაიწყო მამის მხრიდან. უბრალოდ ვთქვი, რომ შევძლებ ამას. მახსოვს მთელი იმედგაცრუების და ტკივილის კომპენსაცია მხოლოდ მუცელზე ხელის დადება და წაღიღინებული იავნანა იყო.     განვიხილავდი ყველა ალტერნატივას რაც კი შეიძლებოდა გამეკეთებია. რა თქმა უნდა, მეშინოდა იმის, რომ ვერ მივცემდი შვილს იმას, რასაც ყველა ბავშვი იმსახურებს, გემრიელ საჭმელს, ლამაზ ტანსაცმელს, ჯანსაღ გარემოს. მეშინოდა იმის, რომ შეიძლებოდა ქრონიკულად ღარიბები დავრჩენილიოყავით. მერე ყველაფერი იმაზე მეტად გამარტივდა ვიდრე მეგონა რომ შესაძლებელი იყო. ემა ის ბავშვია, რომლის ყველა საბაზისო მოთხოვნილება დაკმაყოფილდა და იყო ყოველთვის, რომელსაც საიმედო მიჯაჭულობა აქვს დედასთან, რომელიც შაბათ-კვირას სასიამოვნოდ ატარებს დროს მამასთან და ბებოსთან.

ჩვენს ქვეყანაში მარტოხელა დედებისთვის საკმაოდ რთული გარემოა. პარადოქსია, მაგრამ თუ მაღალი სოციალური კლასის წარმომადგენელი ხარ და ნებაყოფლობით მარტოხელა მშობელი, ამის გამო გმირსაც კი გიწოდებენ. მაგრამ თუ პირიქითაა საქმე მაშინ ამას ის მოყვება, რაც მოჰყვა ჩემს შემთხვევაში: უამრავი არაეთიკური, უხერხულობის გამომწვევი შეკითხვა ნათესავებისგან. თვალთვალის და შიშის განცდა, ,,ვითომ ვერ გამჩნევ’’ ახლობლები, მსუბუქი ყოფაქცევის და ადვილად მოსაპოვებელი ქალის სტატუსი. ეს ის სტიგმენია, რომელთა მსხვერპლიც შეიძლება გახდე.

მეორე საკითხია თუ რით ეხმარება მარტოხელა დედებს სახელმწიფო-თითქმის არაფრით!_ძალიან რთულია ერთდროულად იყო მარტოხელა დედა თან იმუშაო, ისწავლო და გაზარდო შვილი სრულფასოვნად. წარმოუდგენელია თუ არავინ არ გეხმარება.

ემა განსაკუთრებული ბავშვი არაა. თავისი ასაკის შესაბამისად განვითარებული, მხიარული და კომუნიკაბელურია. ემასთან მუშაობის პროცესში, რაც საკუთარ თავში მომწონს ისაა, რომ ზედმეტს არაფერს ვითხოვ. ვაძლევ საშუალებას იყოს ბედნიერი და არ დაკარგოს ბავშვობა. სხვადასხვა როლს ვირგებ და თანატოლივით ვეთამაშები. ამ დროს მართლა ყურადღებით ისმენს ჩემს ნათქვამს. ზოგჯერ სახლის საქმეებში მეხმარება (ამ დროს დიდი მოთმინებაა საჭირო), ვსეირნობთ პარკში, ბულვარში, ზღვას ვსტუმრობთ. ჩვენი საყვარელი საქმიანობა ავტობუსში ხმამაღლა ლაპარაკი და სიმღერაა. საერთოდ ხმამაღლა ვლაპარაკობთ. ძილის წინ ზღაპრებს ვკითხულობთ, დაძინებამდე აუცილებლად უნდა ვახსენოთ ხრაშუნა ნესკვიკის ბურთები რძით. ცხოველები ორივეს გვიყვარს და ძაღლის აყვანას ვგეგმავთ, ვეტექიმთან ვიზიტებიც სახალისოდ გვეჩვენება.

ამჟამად ვმუშაობ არასამთავრობო ორგანიზაციაში. ვარ ვიზიტის კონსულტანტი და დიასახლისი. საკმაოდ მოსახერხებელი გრაფიკი მაქვს. დილით ემა ბაღში მიმყავს, რამდენიმე საათი თავისუფალი მაქვს და ძირითადად იაპონურ ბაღში, საყვარელი ხის ძირას ვკითხულობ. იქვეა სამსახურიც. სამუშაო საათების მოახლებისთანავე ვალაგებ ნივთებს და გავრბივარ. დაახლოებით ექვსზე ემას ვაკითხავ ბაღში, ისევ ვსეირნობთ და შემდეგ შინ ვბრუნდებით. შაბათ -კვირა სრულიად თავისუფალი მაქვს.

ვცდილობ წონასწორობა შვინარჩუნო. დავრჩე ვინც ვარ. არ (ვერ) ვოცნებობ მდიდრულ ბინაზე, ბევრ ფულზე, მანქანაზე. ვცდილობ ემა დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის მოვამზადო, რომ მე მშვიდად შევძლო შუახნის ასაკში სოფლად გადასახლება. მინდა მიწასთან ვიმუშაო და ცხოველებზე ვიზრუნო, რომლებსაც არასდროს შევჭამ. ჩემი მოკრძალებული ქოხიც წარმომიდგენია და წითელი ძაღლებიც. ინსპირაციისთვის კარგი გზაა. მინდა წერას აქტიურად მივყო ხელი”.

ავტორი: ანა ურუშაძე

Share1Tweet1

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

ხაშურში, ქვეითს მანქანა შეეჯახა | 27 წლის ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა

ხაშურში, ქვეითს მანქანა შეეჯახა | 27 წლის ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა

3 years ago
საგანი „მე და საზოგადოება“  სავალდებულო იქნება და  2017-2018  სასწავლო წლიდან შევა სკოლებში

საგანი „მე და საზოგადოება“ სავალდებულო იქნება და 2017-2018 სასწავლო წლიდან შევა სკოლებში

11 years ago

ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

12 years ago
მასწავლებლები გამოცდის გარეშე სტატუსს ვეღარ მოიპოვებენ – მინისტრის გადაწყვეტილება

მასწავლებლები გამოცდის გარეშე სტატუსს ვეღარ მოიპოვებენ – მინისტრის გადაწყვეტილება

3 years ago

ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს
ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026

სპეციალური პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს ბრალდებულ გ.გ.-ს გარდაცვალების გამო და მის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს. მომხდართან დაკავშირებით კი უწყება განმარტავს,...

მეტის ნახვაDetails
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • “ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს 10/15/2026
  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026
  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by