• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, February 1, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ვინ იყო კაცი, რომელიც ტფილისში პირველ ავარიას ემსხვერპლა

7 years ago
კატეგორია: თბილისური ამბები
A A
ვინ იყო კაცი, რომელიც ტფილისში პირველ ავარიას ემსხვერპლა
18
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ვინ იყო კაცი, რომელიც თბილისის ცარიელ ქუჩებში მოძრავ ერთადერთ სატვირთო ავტომობილს ემსხვერპლა? ეს იყო კამო, ცნობილი ბოლშევიკი და ხალხთა დიდი ბელადის, სტალინის უახლოესი თანამებრძოლი.

კამო (1882–1922)– ნამდვილი სახელია სიმონ არშაკის ძე ტერ-პეტროსიანი. დაიბადა ვაჭრის ოჯახში. 1901 წლიდან  აქტიურად მონაწილეობს რევოლუციურ მოძრაობაში.ავრცელებდა არალეგალურ ლიტერატურას. იყო არალეგალური სტამბების ერთ-ერთი ორგანიზატორი.  1905 წლის დეკემბერში თბილისში სამხედრო ნაწილებთან შეიარაღებული შეტაკების დროს მეთაურობდა მუშათა მებრძოლ რაზმს. კამოს სახელს უკავშირდება 1907 წლის 26 ივნისს, თბილისში, ერევნის მოედანზე მომხდარ საუკუნის ძარცვას,რა დროსაც კამომ და მისმა თანამოაზრეებმა ტფილისის ფოსტიდან 341 ათასი რუბლი, დღევანდელი კურსით, 3,4 მილიონი დოლარი გაიტაცეს.

როგორც ამბობენ, სიმონ ტერ-პეტროსიანს მეტსახელი კამო თავად სტალინმა შეარქვა. კამო რუსულთან  ცოტა მწყრალად ყოფილა, სიტყვა კამუს მაგივრად კამოს იძახდა და ამის გამო სტალინს კამო შეურქმევია.
როგორც უკვე ავღნიშნეთ, კამომ ბევრი განსაცდელი გამოიარა, თუმცა როგორც მისი ახლობლები ამბობდნენ, ეს იყო კაცი,  რომელიც ზღვას გადაურჩა და წვეთმა დაახრჩო.

1922 წლის 14 ივლისი. კამომ მთელი დღე ველოსიპედით სეირნობაში გაატარა. ჯერ რუსთაველის პროსპექტზე გაიარა, საიდანაც ორჯონიკიძის ქუჩაზე, რკინიგზის სამმართველოს ამიერკავკასიის საბაჟო ოლქში დაბრუნდა და თანამშრომლებს სხვადასხვა საკითხებზე ესაუბრა.

საღამოს 11 საათამდე კამო ფრონტელ მეგობართან, ცნობილ ჩეკისტ – გიორგი ათარბეგოვთან იყო. აქედან უზნაძის ქუჩაზე, მამიდის ოჯახში უნდა დაბრუნებულიყო.

ბარეულში დაბადებული კოლა (ნიკოლოზ) დავითის ძე დვალი კარგი, გამოცდილი შოფერი იყო.14 ივლისს რაღაც ბედად სახკომსაბჭოს გარაჟში თავისუფალი მანქანა არ აღმოჩნდა და კოლა იძულებული გახდა გვიან ღამემდე ევლო აღმა-დაღმა თბილისის ქუჩებში.

12-ის ნახევრისათვის, დვალმა ვერის ხიდი უკან მოიტოვა, ვერის დაღმართის ბოლოს, მკვეთრ მოსახვევში მესამე სიჩქარე ჩართო და სიგნალი მისცა – რამდენიმე წამში „ლოკომობილის“ მძლავრი ფარების შუქი დიდი სიჩქარით მომავალი, უფარნო ველოსიპედისტის ფიგურას მიებჯინა. ველოსიპედისტმაც ინსტინქტურად საჭე მარცხნივ აიღო, მანქანის მარცხენა ფრთამ ველოსიპედის წინა ბორბალი ჩაითრია და მისი მძღოლი ქვაფენილზე, ტრამვაის რელსებში მოისროლა.

დვალის ყვირილზე გამვლელებმა, გასისხლიანებული უცნობი მანქანაში ჩააწვინეს და მიხეილის სავადმყოფოში მიყვანეს.

დვალი მხოლოდ მაშინ მიხვდა, რამხელა შარში გაება, როდესაც მილიციონერმა უკვე მომაკვდავი უცნობის პირადი ნივთების გასინჯვა დაიწყო – #205156 ნომერ პარტბილეთში არაფრისმთქმელი სახელის – სიმონ ივანეს ძე პეტროვის გასწვრივ ყველასთვის ცნობილი სახელი -კამო იყო მიწერილი.

გამოძიებამ მალევე დაადგინა, რომ მომხდარი უბედური შემთხვევა იყო და დვალი გაანთავისუფლეს.
კამოს ცხედარი მუშათა სასახლეში გადაასვენეს. 18 ივლისს საღამოს მისი ნეშტი პუშკინის სკვერში, შადრევნის სიახლოვეს გაჭრილ სამარხში ჩაუშვეს.

ალბათ ბედის ირონია იყო ის, რომ  „დიდი რევოლუციონერი“ კამო, მაშინდელ ტიფლისში მოძრავი  თითქმის ერთადერთი ავტომობილის მსხვერპლი გახადა.
ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიის თანახმად, კამოს სიკვდილი შემთხვევითი არ ყოფილა და ის სტალინის ბრძანებით მოკლეს.

fb-share-icon
Tweet
Share7Tweet5

ახალი ამბები

ცნობილია, ნუცუბიძის ქუჩაზე, ავარიის შედეგად დაღუპული ქალის ვინაობა – როგორია ბავშვის მდგომარეობა
ახალი ამბები

ცნობილია, ნუცუბიძის ქუჩაზე, ავარიის შედეგად დაღუპული ქალის ვინაობა – როგორია ბავშვის მდგომარეობა

12/18/2025
„ყურადღება, მშობლებო!“ – პედიატრი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

„ყურადღება, მშობლებო!“ – პედიატრი მიმართვას ავრცელებს

12/02/2025
სასწრაფოს ექიმებმა გადაარჩინეს ტაქსის მძღოლი, რომელსაც ინფარქტი დაემართა
ახალი ამბები

სასწრაფოს ექიმებმა გადაარჩინეს ტაქსის მძღოლი, რომელსაც ინფარქტი დაემართა

12/02/2025
“არაფერი გიჟი მე არ ვარ, შვილის სიკვდილის შემდეგ, წმინდანების ხილვა დავიწყე… მითხრეს ღვთის მადლია შენზეო – ნარკოტიკებს მოვიხმარ 30 წელია“, – მანანა გიორგობიანი
ახალი ამბები

“არაფერი გიჟი მე არ ვარ, შვილის სიკვდილის შემდეგ, წმინდანების ხილვა დავიწყე… მითხრეს ღვთის მადლია შენზეო – ნარკოტიკებს მოვიხმარ 30 წელია“, – მანანა გიორგობიანი

11/08/2025
“უსულო საგნების გადმოყრას ჰგავდა… ჯერ მამაკაცი გადმოვარდა, შემდეგ – ქალი, შემდეგ – პარკი ჩამოაგდეს და ბოლოს ბავშვის ვარდნა დავინახე, მათი ბინა გარედან იყო დაკეტილი” – ახალი დეტალები
ახალი ამბები

“უსულო საგნების გადმოყრას ჰგავდა… ჯერ მამაკაცი გადმოვარდა, შემდეგ – ქალი, შემდეგ – პარკი ჩამოაგდეს და ბოლოს ბავშვის ვარდნა დავინახე, მათი ბინა გარედან იყო დაკეტილი” – ახალი დეტალები

10/08/2025
ხანძარი თბილისში – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

ხანძარი თბილისში – არის მსხვერპლი

09/20/2025

კალენდარი

February 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« Jan    

სიახლეები

  • იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება 01/30/2026
  • „19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა 01/30/2026
  • ორი დაღუპული და ერთი დაშავებული – უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე 01/30/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In