• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, May 19, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მიხეილ ბატიაშვილი: დედა-ენის დაბრუნება სკოლებში ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა  და ბედნიერი ვარ, რომ მრავალ ადამიანთან ერთად, შესაძლებლობა მომეცა მცირედი წვლილი შევიტანო ამ საქმეში

7 years ago
in საზოგადოება
A A
მიხეილ ბატიაშვილი: დედა-ენის დაბრუნება სკოლებში ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა  და ბედნიერი ვარ, რომ მრავალ ადამიანთან ერთად, შესაძლებლობა მომეცა მცირედი წვლილი შევიტანო ამ საქმეში
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის ადაპტირებული „დედა ენის“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა საზოგადოებას სკოლებში „დედა ენის“  დაბრუნების მნიშვნელობაზე ესაუბრა და პოზიტიურად შეაფასა ის გარემოება, რომ ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია სწორედ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის მშობლიურ სოფელში მოხდა, იქ სადაც მწერალმა 1875 წლის ზაფხულში დედაენის პირველ გამოცემაზე ხანგრძლივი მუშაობა დაასრულა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საყოველთაოდაა ცნობილი, რომ მნიშვნელოვანწილად გოგებაშვილის დამსახურებაა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობის შედეგად ქართული ენის აღორძინება, ახალ თაობებში სამშობლოსა და განათლებისადმი სიყვარულის გაღვივება და ქართველი ხალხის კონსოლიდაცია:

„1925 წელს, საბჭოთა პერიოდში,  გოგებაშვილისეული დედაენა ბოლოჯერ გამოიცა. მას შემდეგ დედაენის ახალი რედაქციები, შესრულებული თავად გოგებაშვილის მეთოდისა და პრინციპების უგულვებელყოფით, ავტორიტარულმა ხელისუფლებამ ინდოქტრინაციის მანქანის ნაწილად აქცია და რეჟიმის სამსახურში ჩააყენა. სამწუხაროდ, მრავალ მიზეზთა გამო, ამ ფასდაუდებელი მემკვიდრეობის გაგრძელება დიდხანს ვერც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ მოხერხდა.

მხოლოდ 2013 წელს ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს ძეგლი მნიშვნელოვანი ნაწილია იუნესკოს მიერ კაცობრიობის არამატერიალურ მემკვიდრეობად აღიარებული ნომინაციისა „ქართული ანბანის სამი ცოცხალი კულტურა“. ეს სტატუსი ქართულ სახელმწიფოს განსაკუთრებულ ზრუნვას ავალებს ცოცხალი ტრადიციის დაცვასა და განვითარებაზე. დედაენის სკოლებში დაბრუნება, მისი ქცევა იმ ფუნდამენტად, რომელსაც ჩვენი მომავალი თაობების ცნობიერება უნდა დაეფუძნოს, სწორედ ამ პროცესის აუცილებელი ნაწილია.

იმიტომ, რომ დედაენა არ არის უბრალოდ სახელმძღვანელო. ესაა წიგნი, რომლის მსგავსიც კაცობრიობის ისტორიაშიც კი ცოტა თუ მოიძებნება იმ წვლილით, რაც მან ქვეყნის განვითარებაში შეიტანა.

მაგრამ, რაც მთავარია, დედაენა თვისი არსით არაა მხოლოდ ერთი რომელიმე ისტორიული ეპოქის კუთვნილება. რასაკვირველია, ჩვენს დროში მშობლიური ენის სახელმძღვანელო ახალი მოთხოვნებსა და გამოწვევებს უნდა პასუხობდეს. თავად გოგებაშვილი ბრძანებდა – „დედა-ენა მაშინ მოკვდება, როცა გაუკეთესებას მოაკლდებაო“. ამ გაუკეთესების, ახალ დროის შესაბამისად განახლების პრინციპები და მეთოდიც თავად გადმოგვცა ანდერძსა თუ სხვადასხვა პუბლიკაციებში და დღეს, პირველად ბოლო თითქმის საუკუნის განმავლობაში, ამ პრინციპთა სრული დაცვით, ჩვენ ხელთ გვაქვს წიგნი, რომლიც ღირსეულად აგრძელებს იაკობის დაწყებულ გზას.

ახალ სასწავლო წელს, ადაპტირებული დედა-ენა დამხმარე სახელმძღვანელოდ დაბრუნდება ჩვენს სკოლებში.

გენიალური „აი ია“-ს, გოგებაშვილს სხვა მიგნებათა უდიდესი ძალის წყალობით  ჩვენი ბავშვები კვლავ იოლად, ხალისითა და შემეცნების სიხარულით დაეუფლებიან წერა-კითხვას, პირველ ნაბიჯებს გადადგამენ გარემომცველი სამყაროს შემეცნებაში, ისწავლიან სამშობლოს სიყვარულს და საფუძველს ჩაუყრიან  კარგ მოქალაქეობას. სწორედ ამიტომ მჯერა, რომ დედა-ენის დაბრუნება სკოლებში ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა  და ბედნიერი ვარ, რომ მრავალ ადამიანთან ერთად, შესაძლებლობა მომეცა მცირედი წვლილი შევიტანო ამ საქმეში“ – განაცხადა მინისტრმა, რომელმაც ახალი „დედა ენის“ შემუშავება განსაკუთრებით მიულოცა მომავალ თაობებს და მადლობა გადაუხადა სამუშაო პროცესში ჩართულ პარლამენტისა და მთავრობის წევრებს, სახელმწიფო უწყებათა თანამშრომლებს, იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების წევრებს, ლიტერატურის მცოდნეებს, მხატვრებს, ტექნიკურ პერსონალს და რაც  მთავარია – სახელოვან მეცნიერებს, დედაენის სარედაქციო სამუშაო ჯგუფის წევრებს, მათ ვინც, მთელი შეგნებული ცხოვრება და სამეცნიერო მოღვაწეობა მიუძღვნეს ამ დიდ საქმეს.

ShareTweet

ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025

საინტერესო

“მოარული ხმები, რომ სახელმწიფო მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგო რამეს გეგმავს, არის სიცრუე”

10 years ago
22 წლის ალექსი რეანიმაციულში გადაიყვანეს!! კომაშია!! – ნანუკა ჟორჟოლიანი

22 წლის ალექსი რეანიმაციულში გადაიყვანეს!! კომაშია!! – ნანუკა ჟორჟოლიანი

1 year ago
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ყაზახეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ყაზახეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო

8 years ago

ამერიკელი ღვინის პრფესიონალების ჯგუფი საქართველოში იმყოფება

8 years ago

ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა
ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა

05/16/2026

2 დღის წინ მეტრო „სამგორში“ ტრაგედია დატრიალდა. ახალგაზრდა გოგო მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა. გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძეა. ის თსუ-ს...

Read moreDetails
როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა 05/16/2026
  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by