• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ერთად ქართული ტურიზმის გადასარჩენად -შესანიშნავი ხუთეულის შესანიშნავი წამოწყება

7 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
ერთად ქართული ტურიზმის გადასარჩენად -შესანიშნავი ხუთეულის შესანიშნავი წამოწყება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ქვეყნის შიგნით და გარეთ მიმდინარე დაძაბულმა მოვლენებმა მძიმე დარტყმა მიაყენა ქართულ ეკონომიკას. რუსული სანქციებისა და ტურისტული ნაკადის შემცირების ფონზე ბევრი კითხვის ნიშანი და კიდევ უფრო მეტი პროგნოზი გაკეთდა, თუმცა საქმე რომ ლაპარაკს სჯობია და მოლოდინების რეალობას ქცევას მისი უკეთესობისკენ შეცვლა -ეს ფაქტია. ისევ ქართული ძალებით, სურვილითა და ერთი უბრალო წამოწყებით ხუთმა ახალგაზრდა გოგონამ მასშტაბურ ტურისტულ კამპანიას ჩაუყარა საფუძველი.

#spendyoursummeringeorgia- #გაატარეზაფხულისაქართველოში- ეს ის ჰეშთეგია, რომელიც ბოლო პერიოდში სოციალური ქსელების დათვალიერების დროს ყველაზე ხშირად შეგხვდებათ . ფრაზა, რომელმაც ქართველი და უცხოელი მოქალაქეები ჩვენი ქვეყნის და მისი კულტურის სიყვარულით გააერთიანა, მოულოდნელად იქცა მასშტაბურ პროექტად, რომლის შემქნელებიც მეგობრები, კურსელები და ფერადი გოგონები : – ნინი მჭედლიშვილი, მარიამ გუჯაბიძე, ნინი ნოღაშვილი, მარი ჯობავა და ქეთა გოლეთიანი არიან. მათ ერთმანეთი თსუ-სა და შპაიერის უნივერსიტეტის საჯარო ადმინისტრირების საერთო სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დროს გაიცნეს და დამეგობრნენ. 22 ივნისს ფეისბუქზე შექმნილმა ჯგუფმა მალევე მოიპოვა საერთო მოწონება და პატივისცემა, მოწოდება საქართველოში ზაფხულის გატარების შესახებ კი საერთო ეროვნულ იდეად იქცა.

ეს ახალგაზრდული წამოწყება, რომელმაც ბევრი ქვეყნის კიდევ უფრო მეტ ტურისტს საქართველოსა და მისი საოცარი ბუნების, კულტურის ნახვისა და გაცნობის სურვილი გაუძლიერა, არის მტკიცებულება და კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია მონდომებას და სურვილს ყველა დაბრკოლების გადალახვა და აკრძალვებზე თავისუფლებით პასუხის გაცემა.

ამ მასშტაბური და საინტერესო სოციალური კამპანიის სამომავლო გეგმებისა და მისი დეტალების შესახებ „თბილისი თაიმსს „ესაუბრა  #SPENDYOURSUMMERINGEORGIA-ს ერთერთი ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი ნინი მჭედლიშვილი.  ის 25 წლისაა, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ბაკალავრი, ხოლო ცოტა ხნის წინ გახდა თსუ-სა და შპაიერის გერმანული ადმინისტრაციული მეცნიერებების  უნივერსიტეტების საერთო სამაგისტრო პროგრამას საჯარო მმართველობის მიმართულების მაგისტრი. წლების განმავლობაში დააგროვა,როგორც საერთაშორისო ასევე სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება. სამომავლოდ უცხოეთში სწავლის გაგრძელებას გეგმავს.

„ყველაფერი 22 ივნისს, მარი ჯობავას სტატუსით დაიწყო. მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე მან თავის პირად ფეისბუქის გვერდზე მოუწოდა მეგობრებს, გაეტარებინათ ზაფხული საქართველოში და ამ ფორმით დაეჭირათ მხარი ქართული ტურიზმისთვის. ამის შემდეგ ამ საკითხზე მსჯელობა ჩვენ ხუთმა გავაგრძელეთ და გადავწყვიტეთ ერთგვარი გამოწვევა მოგვეწყო ჩვენი უცხოელი მეგობრებისათვის, ჰეშთეგით #spendyoursummeringeorgia. ფეისბუქ ჯგუფის შექმნიდან რამდენიმე საათში უკვე 10000 წევრი გვყავდა, ორ სრულ დღეში 100,000, ამ ეტაპზე კი 270,000-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს ჩვენი ჯგუფი, რომელთა 40%-ზე მეტი უცხოელია.

კამპანიის დაწყების პირველი დღიდანვე გვქონდა ორი მთავარი მიზანი: მაქსიმალურად პოზიტიურად წარმოგვეჩინა საქართველოს ტურისტული პოტენციალი და შეგვექმნა ერთგვარი სარეკომენდაციო-საინფორმაციო ჰაბი უცხოელებისთვის. ამ ეტაპზე, გვსურს, ჩვენი ჯგუფის წევრობა იყოს იმაზე ბევრად მეტი მნიშვნელობის მქონე, ვიდრე უბრალოდ კამპანიის მხარდამჭერობაა. უშუალო შედეგებს რაც შეეხება, ერთი მხრივ, უცხოელებმა უკვე აქტიურად დაიწყეს პლატფორმის მიზნობრივად გამოყენება ინფორმაციისა და რეკომენდაციების მიღების მიზნით, მეორე მხრივ, კი საქართველოში არსებული მსხვილი კომპანიები შემოგვიერთდნენ, რამაც საინფორმაციო არეალი ბევრად უფრო გაზარდა.

უმნიშვნელოვანესია, თითოეულმა ჩვენგანმა კარგად გაითავისოს თავისი წილი პასუხისმგებლობა, რადგან მიგვაჩნია, რომ როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურად შეგვწევს ძალა შევცვალოთ. ჩვენი კამპანია კი სწორედ პოზიტიური ცვლილებებისკენაა მიმართული. Spend Your Summer in Georgia პლატფორმაა, რომელიც საქართველოზე შეყვარებულ ძალიან ბევრ ადამიანს აერთიანებს და საშუალებას აძლევს პირადი პერსპექტივით დანახული ჩვენი სამშობლო წარმოაჩინონ. ფაქტობრივად, ამ სივრცეში, ყველას შეგვიძლია ვიყოთ ჩვენი ქვეყნის ელჩები და ავამაღლოთ ცნობიერება ჩვენი პატარა სამშობლოს შესახებ. მიგვაჩნია, რომ ამ კამპანიამ ქვეყნის განვითარების პროცესში საზოგადოების როლი წამოწია წინ, რაც გვახარებს და ვგეგმავთ, რომ კიდევ უფრო მეტად ცნობადი გავხადოთ საქართველო.

მიგვაჩნია, რომ მაქსიმალური ყურადღება საერთაშორისო მედიასთან ურთიერთობას უნდა დაეთმოს, რადგან სწორედ ამ პლატფორმის მეშვეობით შეუძლია სახელმწიფოს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩენა. ტურიზმის ეროვნული ადამინიტრაციის აქტიური მუშაობის შედეგად, როგორც ცნობილია, ქვეყანას 200-მდე ჟურნალისტი და ბლოგერი ეწვევა, რომელთა მიერ შექმნილი სტატიები საერთაშორისო არეალზე საქართველოს, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის როლს   წინ წამოწევს.

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია თითოეული დღე, რადგან, მიუხედავად თითოეული ჩვენგანის განსხვავებული საქმიანობისა, ბოლომდე გავაანალიზეთ ეს პასუხისმგებლობა და, გვსურს, მაქსიმალურად ხარისხზე ორიენტირებით მივაწოდოთ ინფორმაცია და სერვისი ჩვენი ჯგუფის წევრებს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ვაპირებთ თანამშრომლობის გაგრძელებას სხვადასხვა სფეროში მოღვაწე კომპანიებთან, რათა უნიკალური, განსხვავებული და ტურისტზე მორგებული კონტენტი მივაწოდოთ დაინტერესებულ პირებს.

კამპანიის ფარგლებში, გადანაწილებული გვაქვს მედიასთან და კომპანიებთან ურთიერთობის საკითხები, ვიზუალური მასალების კოორდინაციისა და სოციალური პლატფორმების მართვის საკითხები, რაც კამპანიის ხარისხიანი ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანესია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არის საკითხები, რომელთა დაგეგმვაშიც უშუალო მონაწილეობას ვიღებთ ყველა, მათ შორის არის კონტენტის შერჩევა და პრიორიტეტიზაცია. გვაქვს რეგულარული შეხვედრები და ყოველდღიური კომუნიკაცია, რაც საქმის გადანაწილებასა და მართვაში ძალიან გვეხმარება.”

ავტორი: ანა ურუშაძე

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

ევროკავშირთან თანამშრომლობა კონკრეტულ მიზნებსა და შედეგებზე ორიენტირებული ხდება – მიხეილ ჯანელიძე

ევროკავშირთან თანამშრომლობა კონკრეტულ მიზნებსა და შედეგებზე ორიენტირებული ხდება – მიხეილ ჯანელიძე

9 years ago
სააგენტომ რამდენიმე ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სააგენტომ რამდენიმე ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა

12 years ago
გორში, სოფელ რეხაში, ძაღლი სანადირო თოფით დაჭრეს | დაწყებულია გამოძიება

ოზურგეთში ავარიას 70 წლამდე პედაგოგი ემსხვერპლა

3 years ago

ლაშა ტალახაძემ რიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა

10 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by