
91 წლის ქართველ მოხუც ბებოს, ოჯახმა მთელი ცხოვრების ოცნება აუსრულა და დაბადების დღეზე პარიზში წაიყვანა.
როგორც ოჯახის წევრები წერენ, ნათელა ფარემუზაშვილი, 52 წლის გამავლობაში სკოლაში ფრანგულ ენას ასწავლიდა და პარიზის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა, თუმცა შორიდან…
ეიფელის კოშკთან მისულმა 91 წლის ქალმა ოჯახს ამ ოცნების ასრულებისთვის, მადლობა გადაუხადა.
„გვიან, მაგრამ მაინც ამიხდინეთ ოცნება. არ ვიცი როგორ გამოვხატო მადლიერება,“ – ამბობს ვიდეოში ნათელა ფარემუზაშვილი ქართულად და ფრანგულად.
https://www.facebook.com/maria.papashvili/videos/2669432559753782/
![91 წლის ქართველ ბებოს ოცნება აუხდა- ოჯახმა პარიზული მოგზაურობა მოუწყო[ფოტო/ვიდეო]](https://www.ttimes.ge/wp-content/uploads/2019/09/16.jpg)





