• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

 „გული ყოველთვის გამომიწევს აქეთ, რადგან მტკვრის წყალი ვიგემე”

7 years ago
კატეგორია: თბილისური ამბები
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ქალაქ თბილისის ისტორიული შენობები ინახავს უამრავ გაუხმაურებელ ამბავს, ისტორიასა თუ სტუმარს. განსაკუთრებით საინტერესოა სასტუმროები, სადაც გამოჩენილი პირები სახლდებოდნენ და იწყებდნენ ქალაქის იერსახის, მასპინძლობისა თუ მისი ისტორიის აღწერას. XIX საუკუნის თბილისში, დიდ ყურადღებას იქცევდა სასტუმრო „ ლონდონი „სადაც მოგზაურების უმეტესობა ჩერდებოდა. სასტუმროში სხვადასხვა დროს სახლობდნენ კომპოზიტორი პეტრე ჩაიკოვსკი,  ინდოეთის ვიცე-მეფე – ჯორჯ ნათალიენ კერზონი, ნობელის პრემიის ლაურეატი – კნუტ ჰამსუნი. ამერიკელ მეცნიერ უილიამ ჯეკსონს ჩანაწერიც კი  გაუკეთებია სადაც წერს, „ ლონდონი – ერთ-ერთი ბოლო ადგილი დასავლურ კომფორტთან დასამშვიდობებლად, სპარსეთში შესვლამდე“ .

„ლონდონი“ 1875 წელს მადათოვის #21 სახლში  (ახლანდელი ათონელის #31) გაიხსნა. ის ეკუთვნოდა ალექსანდრე ზუბალაშვილს, შემდეგ მის ძმა – კონსტანტინეს და მისი  გარდაცვალების შემდეგ  (1901 ) მის ვაჟს – პეტრეს მემკვიდრეობით.

შენობა იქცევდა დიდ ყურადღებას მისი ადგილმდებარეობისა და ინტერიერის გამო.
საბჭოთა კავშირის დროს, სახლის მარჯვენა ნაწილი დაინგრა.„ლონდონის“ შენობის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა მისი სადარბაზო და კიბე. ისინი უცვლელად არის წარმოდგენილი, თუმცა  უდიერი მოპყრობისგან ბევრგან დაზიანებულია.

ბრიტანელი ფოტოგრაფის- ჯეიმს კერვინის ფოტო

   ეზო, ახლო – მახლოს დეკორატიულ ბაღი, თბილისურ აივნები სასტუმროს სართულებზე. „ლონდონი“ სწრაფად ითვისებდა სიახლეებს. ეს  იყო თბილისის ერთ-ერთი პირველი შენობა, რომელშიც არსებობდა ელექტროგანათება, ავტოსადგომი, სხვადასხა ენებზე მოსაუბრე პერსონალი. იმ პერიოდითვის, სასტუმრო კავკასიაში მოწინავე პოზიციას იკავებდა. ინგლისელი მოგზაური ჰარი დე ვინდტი წერს, რომ სასტუმრო ქალაქის ევროპული ელიტის შეხვედრების საყვარელი ადგილია ყოფილა.

პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, 1914 წლის დეკემბერში პეტრე ზუბალაშვილმა მისი შენობა ხელისუფლებას დაუთმო და აღჭურვილობისათვის 20 000 მანეთიც მისცა. ხოლო, ომის დასრულების შემდეგ, სასტუმროს აღდგენა გეგმაში აღარ შედიოდა.1925 წელს სასტუმრო გლეხთა ცენტრალურ სახლად, 1950 წელს კი მილიციის სამმართველოს შენობად იქცა. 10 წლის შემდეგ, შენობა საცხოვრებელ სახლად გადაკეთდა.

ჟურნალისტი ბესიკ ფიფია მის წიგნში „ დიდი ადამიანები საქართველოში“ გვიყვება ნორვეგიელი მწერლის, კნუტ ჰამსუნისა და მისი მეუღლის, ბერგლიოტ ბეხის მოგზაურობაზე საქართველოში. ისინი სხვისი საბუთებითა და სახელებით მოგზაურობდნენ, სწორედ ამ მიზეზით, ცნობილ მწერალს საქართველოში განსაკუთრებულად არ დახვდნენ. მათ მოგზაურობაში სამი კვირა დაჰყეს.

ჰამსუნი თავის წიგნში „ მოგზაურობა ზღაპრულ მხარეში“, რომელიც 1903 წელს გამოიცა, წერს, რომ ქვეყნის მრავალფეროვნებით განცვიფრებულია.  „ტფილისს ვუახლოვდებით. გზა მიუყვება დიდებულ და საუცხოო მდინარე მტკვარს… აი ისიც — ტფილისი, ქალაქი, რომელიც ბევრმა რუსმა პოეტმა და მწერალმა მოიხსენია ლექსებსა თუ რომანებში. უეცრად ვახალგაზრდავდები, აქეთ–იქით ვიყურები და მესმის, როგორ მიძგერს გული. რაღაც ამდაგვარი ერთხელ უკვე გამოვცადე, როდესაც პირველად უნდა მომესმინა გეორგ ბრანდესის ლექცია კოპენჰაგენის უნივერსიტეტში. თავსხმა წვიმაში ქუჩაში უზომოდ დიდხანს ვიდექით დაკეტილი კარის წინ. და აი, ისიც გაიღო…და უეცრად დუმილი ჩამოწვა, მკვდრული სიჩუმე გამეფდა, საკუთარი გულისცემა მესმოდა. როგორც იქნა, ბრანდესი კათედრაზე ავიდა…

მწერალი მეტაფორულად იმასაც კი ამბობს, რომ შეცდომა იყო მტკვრის წყლის დალევა, რადგან ვინც ეს გააკეთა, შემდეგ მუდამ კავკასიაზე ფიქრობდა. წიგნიდანვე ვიგებთ, რომ ის და მისი მეუღლე  სასტუმრო „ლონდონში“ დაბინავდნენ.“ ჩემი სასტუმრო „ლონდონი“ ვარსკვლავით არის აღნიშნული. „- წერდა ის.

კნუტ ჰამსუნის მოგზაურობიდან ასი წლის შემდეგ, ნორვეგიელმა ჟურნალისტებმა – ბერნ რიუდბორმა და ულე პეტერ ფერლანდმა მიზნად დაისახეს ეპოვათ ის „ზღაპრული სამყარო“ , რომელზეც ჰამსუნი ასე რუდუნებით წერდა  საკუთარ წიგნში. ასეც მოხდა, მათ გააკეთეს ჩანაწერები და შემდეგ გამოაქვეყნეს – „ზღაპრულ სამყაროში – ასი წლის შემდეგ“. ერთგან ისინი პარალელს ავლებენ ჰამსუნთან – „ ჩვენ თერგის , არაგვისა და მტკვრის წყლები დავლიეთ და ამიერიდან ყოველთვის გვენდომება უკან დაბრუნება“.

1915 წელს გ.მოსკვიჩის გზამკვლევი „ლონდონს“ კვლავ საუკეთესო სასტუმროთა შორის იხსენიებდა, თუმცა იმ დროს, როცა ეს გზამკვლევი გამოვიდა, სასტუმრო უკვე აღარ არსებობდა.
მისი არსებობის მანძილზე, „ლონდონის“ შესახებ წერდნენ მრავალგან. სასტუმრომ უმასპინძლა უამრავ ცნობილ მწერალს, კომპოზიტორსა თუ მაღალჩინოსანს.

ავტორი: მარიკო ნაცარიშვილი

Share1Tweet1

ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”
ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
ცნობილია, ნუცუბიძის ქუჩაზე, ავარიის შედეგად დაღუპული ქალის ვინაობა – როგორია ბავშვის მდგომარეობა
ახალი ამბები

ცნობილია, ნუცუბიძის ქუჩაზე, ავარიის შედეგად დაღუპული ქალის ვინაობა – როგორია ბავშვის მდგომარეობა

12/18/2025
„ყურადღება, მშობლებო!“ – პედიატრი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

„ყურადღება, მშობლებო!“ – პედიატრი მიმართვას ავრცელებს

12/02/2025
სასწრაფოს ექიმებმა გადაარჩინეს ტაქსის მძღოლი, რომელსაც ინფარქტი დაემართა
ახალი ამბები

სასწრაფოს ექიმებმა გადაარჩინეს ტაქსის მძღოლი, რომელსაც ინფარქტი დაემართა

12/02/2025
“არაფერი გიჟი მე არ ვარ, შვილის სიკვდილის შემდეგ, წმინდანების ხილვა დავიწყე… მითხრეს ღვთის მადლია შენზეო – ნარკოტიკებს მოვიხმარ 30 წელია“, – მანანა გიორგობიანი
ახალი ამბები

“არაფერი გიჟი მე არ ვარ, შვილის სიკვდილის შემდეგ, წმინდანების ხილვა დავიწყე… მითხრეს ღვთის მადლია შენზეო – ნარკოტიკებს მოვიხმარ 30 წელია“, – მანანა გიორგობიანი

11/08/2025

საინტერესო

მსოფლიო ვარსკვლავების საახალწლო ფოტოები

მსოფლიო ვარსკვლავების საახალწლო ფოტოები

6 years ago
„იქნებ ბავშვებით ვაჭრობასთან გვაქვს საქმე… საეჭვოდ მომეჩვენა, თვალი არ მომიშორებია, ფოტოც კი გადავუღე… “ – რას წერს სოც-ქსელის მომხმარებელი?

„იქნებ ბავშვებით ვაჭრობასთან გვაქვს საქმე… საეჭვოდ მომეჩვენა, თვალი არ მომიშორებია, ფოტოც კი გადავუღე… “ – რას წერს სოც-ქსელის მომხმარებელი?

3 years ago
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

7 years ago
ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ “ოცნება” ამ სპორტსმენს მორიგ ყაველაშვილად ამზადებს – რომან გოცირიძე გიორგი გველესიანზე

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ “ოცნება” ამ სპორტსმენს მორიგ ყაველაშვილად ამზადებს – რომან გოცირიძე გიორგი გველესიანზე

2 years ago

ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „თბილისის სასწრაფო დახმარების მე-2 ფილიალის 0232 ბრიგადამ გამოძახება მიიღო....

მეტის ნახვაDetails
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს 08/17/2026
  • „როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია 08/17/2026
  • ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 08/16/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by