• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, August 22, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“მომხმარებლების სურვილის მიხედვითაც ვქმით ნამუშევრებს” – ქართული ბრენდი „ავთინი“

8 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
“მომხმარებლების სურვილის მიხედვითაც ვქმით ნამუშევრებს” –  ქართული ბრენდი „ავთინი“
14
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თინა ოსაძე, პროფესიით კულტურის მენეჯერია. თუმცა, ამ მიმართულებით არასოდეს უმუშავია. დაახლოებით ორი წლის წინ  გადაწყვიტა საკუთარი თავი ხელოვნებაში ეპოვნა და გამოუვიდა კიდევაც. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხნის განმავლობაში ნივთების შექმნით იყო დაკავებლი, ბრენდი ექვსი თვის წინ შექმნა. „ავთინი“ თანამედროვე  XXI საუკუნის ვეფხისტყაოსნის გმირების ამბავია. როგორც თინა „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას აღნიშნავს, გადაწყვიტა ბრენდისთვის საკუთარი (თინათინი) და შეყვარებულის (ავთანდილი) სახელების ინიციალები გაეერთიანებია და შეექმნა სიყვარულისა და სილამაზის კიდევ ერთი ახალი ქართული ბრენდი.

მოგვიყევით თქვენ შესახებ, როგორ გაჩნდა „ავთინის“ შექმნის იდეა?

– ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობის დროს პირველად მქონდა საშუალება გავცნობოდი ტექნოლოგიებს, ხშირად ვუყურებდი ლაზერული მჭრელით როგორ აკეთებდნენ ნივთებს და სწორედ აქედან გამიჩნდა ინტერესი, მეცადა და გამეკეთებინა ხის აქსესუარები და არჩევანი ჩანთებზე გავაკეთე.

რატომ გადაწყვიტეთ, შეგექმნათ ხის ჩანთები?

– იმ დროს ბაზარზე არ იყო ხის ჩანთები, ამიტომ გადავწყვიტე რაღაც კუთხით სიახლე შემეთავაზებინა მომხმარებლისთვის. ასევე, ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მომხმარებელს საკმაოდ დიდი ინტერესი ჰქონდა ხის ჩანთების მიმართ. ხშირად მეკითხებიან რატომ ფანერი და არა ნატურალური ხე. ფანერი ხის ნარჩენებისგან გადამუშავებული მასალაა, ერთგვარი ხის ფირფიტებია. ამას რა თქმა უნდა, რამდენიმე მიზეზი აქვს, პირველი, ეს სოციალური პასუხისმგებლობას და ეკოლოგიას უკავშირდება და მეორე, ხის მასალა საკმაოდ ძვირადღირებულია, შესაბამისად ჩანთების თვითღირებულებაც მაღალი იქნებოდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ყოფილიყო გადამუშავებული ხე.

როგორია შექმნის პროცესი?

– 2 D პროგრამა ქორელში მუშავდება ფაილები, ვაკეთებ ნახაზებს და შემდეგ უკვე ხდება ლაზერულ მჭრელზე გაშვება სპეციალური პროგრამის საშუალებით. შემდეგ უკვე ხელით ვამუშავებ თითოეულ დეტალს ზეთებითა და სხვადასხვა სახის ნივთიერებით. რაც შეეხება ნახატებს არ გადადის გამოყენების შემდეგ ან წვიმაში მოხვედრის დროს. საღებავი არის ეკოლოგიურად სუფთა და სრულიად უსაფრთხოა მისი გამოყენება.

ამ ეტაპზე რა სახის პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებლებს?

– მომხმარებელთან ურთიერთობა და ბაზრის მოთხოვნა გვასწავლის რა სჭირდებათ მათ და რა უნდა დავამატოთ. ასე ნელ-ნელა გავფართობდით და დავამატეთ საყურეები, ბროშები, წიგნაკები და წიგნის სანიშნები. მომხმარებლების სურვილის მიხედვითაც ვქმით ნამუშევრებს, ვაკეთებთ მათ მიერ მოწოდებულ ილუსტრაციებს და ეს კიდევ უფრო მეტად გვეხმარება იმაში, რომ მივხვდეთ როგორი სახის ილუსტრაციები და ნამუშევრები მოსწონთ მათ.

როგორ გაიცნო მომხმარებელმა „ავთინი“?

– საოცარია, მაგრამ ჩვენი ბრენდი გამოჩენისთანავე მოეწონა მომხმარებელს. როდესაც პირველად განვათავსე ფოტოები ფეისბუკის გვერდზე, გვწერდნენ და ყიდულობდნენ. დაახლოებით ერთ თვეში რამდენიმე მაღაზიაც დაინტერესდა ჩვენი პროდუქციით და გვთხოვდნენ, რომ მათთვისაც მიგვეწოდებინა ჩვენი ნამუშევრები.

რა არის ის განმასხვავებელი ნიშა, რაც სხვებისგან გამოგარჩევთ?

– ხარისხი, ფერები, დახვეწილი ად გამორჩეული ვიზუალი-რასაც ყველაზე ხშირად აღნიშნავენ მომხმარებლები. და ვფიქრობ, რაც ყველაზე მთავარია არის ის, რომ ჩვენ მათ მოთხოვნებს და სურვილებს დიდი მოწიწებით ვეპყრობით და ვცდილობთ ავუხდინოთ ოცნებები. ეს შეიძლება იყოს საასურველი ილუსტრაცია ან სასურველი ფერი.

რა სირთულეები შეგხვდათ ბიზნესის განვითარების კუთხით?

– თავიდან საქმიანობა მინიმალური თანხით დავიწყეთ და ეს გვიქმნიდა ყველაზე დიდ სირთულეს. მუდმივად ვცდილობდით მოგვეხდინა რეინვესტირება და გაგვეფართოვებინა წარმოება. თავდაპირველად, რა თქმა უნდა, რთული იყო ამ საქმის დაწყება. ამ კუთხით არ მქონდა არანაირი გამოცდილება, თუმცა სწავლისა და მუშაობის პროცესში თანდათან იხვეწებოდა ტექნოლოგიებიცა და  შემოქმედებაც.

რა ადგილი უკავია ამ საქმიანობას  თქვენს ცხოვრებაში?

– მუშაობის პროცესი საინტერესო და სახალისოა. და უფრო მეტად საინტერესო არის მაშინ, როდესაც მომხმარებელი აღფრთოვანებული ხვდება პროდუქციას. ეს მეხმარება დავივიწყო ყველანაირი დაღლა, კიდევ უფრო მეტად განვვითარდე და მუდმივად ვიფიქრო ახალ იდეებზე.

როგორია ფასები და რამდენად ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის?

– ჩანთებზე ფასები 38 ლარიდან იწყება და 90 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება  საყურეებსა და გულსაბნევებს, მათი ღირებულება  9 ლარიდან და 25 ლარის ფარგლებშია.  წიგნაკების შეძენა  18 ლარად შეუძლიათ.  მიწოდება ხდება მთელი საქართველოს მასშტაბით. ასევე რამდენიმე დიდი ქალაქში, ქუთაისში,  ბათუმსა და თელავში ვთანამშრომლობთ  მაღაზიებთანაც .

სამომავლო გეგმების შესახებ რომ მოგვიყვეთ, რას გეგმავთ მომავალში?

– სამომავლოდ ვგეგმავთ ჩვენი პროდუქცია გავიტანოთ ვარშავაში, ასევე უახლოეს მომავალში გავიტანთ საბერძნეთშიც. ახლახანს შევიძინეთ სასურველი აპარატურა და ახლა უფრო მეტად შეგვიძლია გაფართოვება და შესაბამისი რაოდენობის პროდუქციის წარმოება.

მარიამ ლეკიაშვილი

 

 

Share6Tweet4

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

„ჩვენი უცხოელი მეგობრები აღფრთოვანებულები არიან იმ ყველაფრით, რასაც ვქმნით“ – გიორგი ჯიქია

„ჩვენი უცხოელი მეგობრები აღფრთოვანებულები არიან იმ ყველაფრით, რასაც ვქმნით“ – გიორგი ჯიქია

10 years ago
ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში დონალდ ტრამპის უშაქრო კოკა-კოლის წითელი ღილაკი გააუქმა

ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში დონალდ ტრამპის უშაქრო კოკა-კოლის წითელი ღილაკი გააუქმა

6 years ago
“დღეს საქართველოს მოსახლეობა ჩვენ ყველა ერთად ვეტყვით უარს უნიათობას”

“ვისაუბრე არაფორმალურ მმართველობაზე, რასაც ვიცეპრეზიდენტი ყურადღებით ისმენდა” – დავით ბაქრაძე

9 years ago

საკრებულოს წევრები ადგილობრივი მთავრობების ევროპულ კონგრესზე სიტყვით გამოვიდნენ

10 years ago

ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე, დღეს, 18 აგვისტოს, 21:54 საათზე, ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა „Арцыд рæстæг“, რომელიც...

მეტის ნახვაDetails
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026
  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი 08/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by