• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, August 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ხმალაძე: მეტროში მგზავრთა ნაკადი ყოველწლიურად 11%-ით იზრდება

7 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
ძველ ბიუჯეტს დასაწუნი არაფერი აქვს, მაგრამ დაპირებებს უნდა მოვარგოთ – ირაკლი ხმალაძე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ თბილისის მეტროპოლიტენში არსებული მდგომარეობის შესახებ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ისაუბრა. მისი განმარტებით, მეტროში მგზავრთა ნაკადის მატება სიახლეს არ წარმოადგენს, რადგან მგზავრთა ნაკადი ბოლო წლების განმავლობაში ყოველწლიურად 11%-ით იზრდება.

ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტი მუშაობს მეტროში მგზავრთა გადაადგილების ახალ გეგმაზე, რათა მოძრაობის რეგულირებით შესაძლებელი გახდეს მოზღვავებული ნაკადის მართვა და მოქალაქეებისთვის დისკომფორტის თავიდან აცილება.

“როდესაც დედაქალაქის ახალი მერი მოვიდა ქალაქის მართვაში, ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი და არსებითი ამოცანები დაგვისახა თბილისის მოსახლეობამ და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი იყო სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება. სატრანსპორტო კუთხით, საცობების და დაბინძურებული ჰაერის პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთი გზა არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარების გაზრდა და კერძო ავტომობილების რიცხვის შემცირება. პრობლემებზე საუბარს არავინ გაურბის. დღეს ჩვენ გვაქვს მეტროში მომატებული ნაკადები. მეტროს მოხმარება ყოველწლიურად იზრდება და უნდა გაიზრდოს კიდეც. რასაკვირველია, უნდა გაიზარდოს არა მხოლოდ მეტროს, არამედ ავტობუსების მოხმარება- ეს არის ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანი,”-აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის ვიცე-მერის განცხადებით, დღეს  თბილისის მეტროპოლიტენში პრობლემები ნამდვილად არსებობს და სწორედ მის მოგვარებაში იხარჯება ასეულობით მილიონი ლარი.

“პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ პრობლემური კვანძი არის სადგურის მოედნის გადასაჯდომი ხაზი და  კონკრეტულად ის გვირაბი, სადაც პიკის საათებში განსაკუთრებით მოზღვავებული ნაკადია. სტუდენტობის პერიოდში სულ მეტროთი ვმგზავრობდი და მაშინაც კი ეს ასე იყო. მოდით ერთმანეთისგან განვასხვაოთ შედეგი და ტენდენცია. დღეს ჩვენ არ გვაქვს შედეგი, მაგრამ გვაქვს ტენდენცია-იზრდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება, რაც კარგია.  ამასთან, მუნიციპალიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარების ზრდის პარალელურად, იღებს ყველა საჭირო ზომას, რომ გაიზარდოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიწოდება და მიწოდების ხარისხი. რას ვაკეთებს ამისთვის?  კახა კალაძე მოსახლეობას დაპირდა, რომ მეტროპოლიტენს დაამატებდა 12 ახალ შემადგენლობას და 10 ახალი შემადგენლობა თბილისის მეტროპოლიტენს უკვე დაემატა. დარჩა ორი შემადგენლობა, რომელიც მეტროპოლიტენის ქსელში წლის ბოლომდე გაეშვება. EBRD-თან ერთად, ვიძენთ, დამატებით, 10 ახალ შემადგენლობას. ახალი შემადგენლობების დამატების შედეგად მეტროს სადგურებში მოცდის რეჟიმი 4,5 წთ-დან 2,5 წთ-მდე შევამცირეთ პიკის საათებში. თუ შევხედავთ ოცდასამივე სადგურში არსებულ მდგომარეობას, ერთადერთი პრობლემური ადგილი სადგურის მოედანი ფიქსირდება. მედიით გავრცელებულ კადრებში ჩანს სადგურის მოედნის გადასასვლელ გვირაბში არსებული ნაკადი, თორემ მეტროს ვაგონი რომ დაიძრება, ბაქანზე მგზავრი არ გვრჩება. მუნიციპალიტეტი უკვე ნერგავს ახალ გეგმას და მოძრაობის რეგულირებით მოვახერხებთ იმას, რომ გადასასვლელ გვირაბშიც არ გვქონდეს ასეთი მოზღვავებული ნაკადი და დისკომფორტი მოქალაქეებისთვის,”-განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ვიცე-მერის განმარტებით, თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა ითვალისწინებს მეტროს სისტემის რეაბილიტაციას, ავტობუსების პარკის განახლებას, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვას, ტაქსების სისტემის რეფორმას და ნაკადების მართვის ჭკვიან სისტემას. ყველა ამ მიმართულებით თბილისის მუნიციპალიტეტს მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.

“ხშირად საუბრობენ, რომ ჯერ ერთი რამ გაგვეკეთებინა და შემდეგ მეორე, რადგან ეს ყველაფერი ძალიან მტკივნეულია. ჩვენ ვიცით, რომ ეს მტკივნეულია, ისევე როგორც რეაბილიტაციის დროს გადათხრილი ქუჩები. დიახ,  ყველაფერი ერთად არის გასაკეთებელი. წლების განმავლობაში არა მხოლოდ მეტროსთვის, არამედ ბევრი რამისთვის არავის მიუხედავს. დედაქალაქის მერი ოთხწლიანი ვადითაა არჩეული და ძალიან ბევრი გამოწვევა დაუსახა ქალაქმა. ვაღიარებთ, რომ კეთების პროცესი არის დისკომფორტის შემქმნელი, მაგრამ მთავარი არის შედეგი. უახლოეს პერიოდში მეტროს ესკალატორების რეაბილიტაციაც დაიწყება, რაც ასევე დისკომფორტს გამოიწვევს, მაგრამ არ გავაკეთოთ?! სახლში რემონტი ყველას გაუკეთებია და ვიცით, რომ რემონტის პროცესი ძალიან რთულია, ვაკეთებთ მაშინ, როდესაც ამის საშუალება და საჭიროება არსებობს და გარემონტებული სახლი ყველასთვის სასიამოვნოა” – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

ShareTweet

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2013 წლის ანგარიში

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 2013 წლის ანგარიში

13 years ago

რუმინეთი თავის მოქალაქეებს აფრთხილებს ოლიმპიადის მიმდინარეობისას არ მოინახულონ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი

13 years ago
ილია მეორე-ოჯახი ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულს უნდა ეფუძნებოდეს

პატრიარქი სვეტიცხოვლის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიას აღავლენს

7 years ago
ჩემპიონთა ლიგის თასით მინდა ვიხილო ხვიჩა კვარაცხელია, მინდა გულწრფელად ვუსურვო წარმატებები

ჩემპიონთა ლიგის თასით მინდა ვიხილო ხვიჩა კვარაცხელია, მინდა გულწრფელად ვუსურვო წარმატებები

4 years ago

ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „თბილისის სასწრაფო დახმარების მე-2 ფილიალის 0232 ბრიგადამ გამოძახება მიიღო....

მეტის ნახვაDetails
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს 08/17/2026
  • „როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია 08/17/2026
  • ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 08/16/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by