• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ახალგაზრდა ქართველი პიანისტი, რომლის შემოქმედებაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია აღიარებული

6 years ago
კატეგორია: პერსონა
A A
ახალგაზრდა ქართველი პიანისტი, რომლის შემოქმედებაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია აღიარებული
9
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

“მუსიკა ერთადერთი ხელოვნებაა, რომელიც ადამიანის გულში ისე ღრმად იჭრება, რომ შეუძლია სულის განცდები გამოხატოს” – სტენდალი. მართლაც,  მუსიკას ძალიან დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანზე, განსაკუთრებით კი კლასიკურ მუსიკას. საქართველოში საუკუნეების განმავლობაში აფასებდნენ ამ მიმართულებას. ჩვენს ქვეყანას ძალიან ბევრი გამორჩეული კომპოზოტორი და მუსიკოსიჰყავს. თბილისი თაიმსი მოგიყვებათ პიანისტ სანდრო გეგეჭკორის შესახებ, რომელიც  ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისისსახელმწიფო კონსერვატორიის პირველი კურსის სტუდენტია. ის არაერთი კონკურსის გამარჯვებულია, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ასევე ჩატარებული აქვს უამრავი სასიამოვნო კონცერტი და ღონისძიება.

  • სანდრო, დავიწყოთ თქვენი თავდაპირველი ნაბიჯებიდან, რამდენი წლის იყავით, როდესაც პირველად მოგიწიათ შეხება კლასიკურ მუსიკასთან?

ჩემი და მუსიკის ურთიერთობა დაიწყო 6 წლის ასაკიდან,  როდესაც მშობლების თხოვნით შევედი სამუსიკო სკოლაში. მაშინ, რა თქმა უნდა, არანაირი ინტერესი არ გამაჩნდა კლასიკური მუსიკის მიმართ. პირველ კლასში ვიყავი, განათლების მიღება ახალი დაწყებული მქონდა და  შესაბამისად, გატაცებული იმ საგნებით ვიყავი, რომლებსაც მასწავლიდნენ. თუმცა, ვფიქრობ, რომ იმ ასაკში ინტერესი ვერც მექნებოდა, ეს ბუნებრივიცაა.  კლასიკური მუსიკა იმდენად რთულია აღსაქმელად, რომ როგორი ნიჭიერიც არ უნდა იყოს ბავშვი, 6 წლის ასაკში უჭირს მისი   გაგება.

  • გვიამბეთ თქვენი პირველი მასწავლებლის შესახებ, იქონია თუ არა გავლენა მაგ პედაგოგმა თქვენზე,  რომ უფრო დიდი ინტერესი გაგჩენოდათ მუსიკის მიმართ.

პირველმა პედაგოგმა დიდი წვლილი შეიტანა  ჩემს, როგორც მუსიკოსად  ჩამოყალიბებაში.  რომ არა მისი შრომა და სურვილი ხშირად მიმეღო მონაწილეობა კონკურსებში, კონცერტებში, ალბათ, დღეს საერთოდ არ ვიქნებოდი პიანისტი, რადგან ზუსტად კონცერტებიდან გამიჩნდასურვილი უფრო დავინტერესებულიყავი კლასიკური მუსიკით. მაშინ უკვე მივხვდი, რას ნიშნავს ხალხისთვის ასრულებდე ნაწარმოებს და მსმენლისგან  დადებით შეფასებებს იღებდე.

  • თქვენი ცხოვრების რა ეტაპზე გააცნობიერეთ, რომ ეს ის საქმე იყო, რომლის კეთებაც არ მოგბეზრდებოდათ და მომავლის ამ მიმართულებასთან დაკავშირება გსურდათ.

ეს უკვე მოხდა გარდატეხის ასაკში, დაახლოებით 13-14 წლის ვიქნებოდი. ეს ის პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც ეცვლება აზროვნება, შეხედულებები, ყალიბდება ზრდასრულ პიროვნებად. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. ადრე თუ ყურადღებას უფროიმაზე ვამახვილებდი,რამდენად ტექნიკურად რთულ ნაწარმოებს ვასრულებდი და შესაბამისად, ამით ვიზუალურ ეფექტს ვახდენდი მსმენელზე,გარდატეხის პერიოდიდან ეგ მიდგომა რადიკალურად შემეცვალა. ამის მერე უკვე ორიენტირებული იმაზე გავხდი, რომ მაქსიმალურად გამეგო კომპოზიტორისთვის და ჩემი შესრულებით  პატივისცემა გამომეხატა მისი მუსიკის მიმართ.

  • როგორც ვიცი, წარმატების მიღწევა ამ სფეროში ძალიან დიდ შრომასთანაა დაკავშირებული, თქვენ როგორ ახერხებდით მთელი დღეების განმავლობაში გემეცადინათ საათობით და გყავთ  თუ არა ისეთი ადამიანი, რომელიც ამ სირთულეების გადალახვაში გეხმარებოდათ.

ტყუილი იქნება ვთქვა,  რომ საათობით დაუღალავადვმეცადინეობ.  ჩემი აზრით, პიანისტი იმდენ დროს უნდა უთმობდეს კლასიკურ მუსიკას, რამდენსაც ინდივიდუალურად საჭიროებს, ეს განსაკუთრებით დამოკიდებულია პროგრამაზე. მაგალითად , თუ მუსიკოსს აქვს არჩეული ისეთი ნაწარმოებები, რომლებიც მაქსიმალურად  დატვირთულია მორალური, სულიერი, ფიზიკური  ელემენტებით, მაშინ, რა თქმა უნდა, დიდი დრო უნდა დაუთმოს. მე ახლა მაქვს საკმაოდ დატვირთული პროგრამა და ამ ყველაფრის გადატანაში დედაჩემი ძალიან მეხმარებაპიანისტისთვის იმაზე მნიშვნელოვანი არაფერია, ვიდრე მიიღოს ახლობელი ადამიანებისგან რჩევა. როდესაც დედაჩემი მისმენს, უფრო ბევრ დეტალს ვაქცევ ყურადღებას, ვიდრე მარტო შესრულებისას.

  • როგორ გახსენდებათ თქვენი პირველი სოლო კონცერტი? რამდენად რთულია ფართო აუდიტორიის წინაშე წარსდგეთ ვრცელი სამუსიკო პროგრამით?

ჩემი პირველი სოლო კონცერტი ჩატარდა ვენაში, მოცარტის სახლ – მუზეუმში, მაშინ14 წლის ვიყავი.  კონცერტის ინიციატივა გაჩნდა მაშინ, როდესაც 2014 წელს სომხეთში ავიღე პირველი პრემია. ამ კონკურსს ესწრებოდნენ წარმომადგენლები ვენიდან. ჩემი მოსმენის შემდეგ შემომთავაზეს გამემართა სოლო კონცერტი და მეც, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. პროგრამაზე შევთანხმდით, რომელსაც  წარვადგენდი. ჩემი პროგრამა დაკომპლექტებული იყო მოცარტის, ბეთჰოვენის, შოპენის ნაწარმობებით. არაჩვეულებრიცი კონცერტი ჩატარდა კამერულ დარბაზში, რომელსაც უამრავი ადამიანი დაესწრო  დადიდი მოწონებაც დაიმსახურა.

  • რა პრინციპით არჩევთ ნაწარმოებებს, რომლებიც სამომავლოდ უნდა წარუდგინოთ მსმენელს და შესრულების პროცესში, ძირითადად რაზე ხართ ორიენტირებული.

გააჩნია ნაწარმოები რისთვისაა განკუთვნილი.  არის შემთხვევები, როდესაც კონკურსი თვითონ მოითხოვს კონკრეტული ნაწარმოების შესრულებას და შესაბამისად , პროგრამის არჩევაც ამ პრინციპით მიწევს.  თუმცა , კონკურსის გარდა,  ხშირად  მე და ჩემი პროფესორი ვარჩევთ ნაწარმოებებს იმის მიხედვით, თუ რამდენად ახლოსაა ის ჩემს ხასიათთან, რომ ზუსტად შევძლო იმის გამოხატვა, რაც კომპოზიტორს სურს. ნაწარმოების შესრულებისას ეს მთავარი ფაქტორია.

  • ძალიან ბევრი კონცერტი გაქვთ ჩატარებული , როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, თუ შეგიძლიათ რომელიმე მათგანის გამოყოფა, რომელსაც თქვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ყველა კონცერტს თავისი დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს. თუმცა, მინდა გამოვარჩიო ჩემი ბოლო კონცერტი, რომელიც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ დარბაზში – ამსტერდამის The Royal Concertgebouw – ში გაიმართა 11 სექტემრებს. ეს იყო ორგანყოფილებიანი სოლო კონცერტი. ამის შემდეგ მომიწია ამსტერდამის “ახალგზარდა ტალანტების ორკესტრთან” და მიხეილ ზემცოვთან ერთად კონცერტის ჩატარება, რომელსაც ასევე  საკმაოდ კარვი გამოხმაურება მოჰყვა.

  • ჩემთვის ცნობილია, რომ თქვენთვის გამორჩეული კომპოზიტორი სერგეი რახმანინოვია, იქნებ გვესაუბროთ თუ რატომ?

არვიცი, მიჭირს კონკეეტული მიზეზის დასახელება,ყოველთვისდიდი  ინტერესი მისი შემოქმედების მიმართ მქონდა. მახსოვს , პირველად მისი ორი პრელუდია ვისწავლე. შემდგომ  რახმანინოვის კონცერტებმა დამაინტერესა და ბოლოს უკვე რომენსებმა,  რომლებმაც დიდი ცვლილებები გამოიწვიეს ჩემში. რომანსებს რახმანინოვის ნაწარმოებებიდან პირველ ადგილზე ვაყენებ და მათი შესრულებისას მთლიანად ჩემს გულს ვაქსოვ თითოეულ აკორდში.

  • 2017 წელს რახმანინოვის სასახლეში თქვენი სახელობის ფესტივალი დააფუძნეს, როგორი შეგრძნებაა თქვენს ასაკში ასეთი წარმატების მიღწევა? თქვენი აზრით, რისი დამსახურებაა ეს ყოველივე.

ალბათ, ეს ყველაფერი დამსახურებაა მუსიკისადმი დიდი  სიყვარულისა და შრომისმოყვარეობის. თუმცა, შრომასაც ყველა ადამიანი განსხვავებულად აღიქვამს. შრომაა, როდესაც ბევრს მუშაობ , იტვირთები. შეიძლება მეც საათობით ვიჯდე და ვმეცადინეობდე, მაგრამ ამ ყველაფრისგან უბრალოდ იმდენად  დიდ სიამოვნებას ვიღებდე,  რომ არ ვიღლებოდე. ხოლო  სხვისთვის შეიძლება  წამების ტოლფასი იყოს ასეთი სიტუაცია. ასევე არ ვკმაყოფილდები მიღწეული წარმატებით, ყოველთვის ვცდილობ შედეგი უფრო და უფრო გავაუმჯობესო.

  • საქართველოში რამდენადაა დაინტერესება კლასიკური მუსიკის მიმართ?

ზოგადად, მსოფლიოში არაა დაინტერესება კლასიკური მუსიკის მიმართ ისეთი, როგორიც უნდა იყოს, განსაკუთრებით კი საქართველოში. რა თქმა უნდა, გვყავს არაჩვეულებრივი მსმენელი, მაგრამ ისინი ძირითადად არიან უკვე მკვიდრნი, ნაცნობი სახეების მქონე ადამიანები, რომლებიც მუდმივად ესწრებიან. განვიცდით ახალი მსმენლის ნაკლებობას.მოსმენის კულტურაც გასაუმჯობესებელი გვაქვს. ხშირია ტელეფონის გამოყენება, საუბარი კონცერტის მიმდინარეობის პროცესში, ეს ყველაფერი კი ძალიან მოქმედებს პიანისტზე და  მას ხელს უშლის ნაწარმოების შესრულებაში.

  • ამჟამად რითი ხართ დაკავებული და იქნებ თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ გვიამბოთ?

ამჟამად ახალი პროგრამის სწავლით ვარ დაკავებული  და ვემზადები სოლო კონცერტისთვის.  მიწვეული ვარ კონცერტების ჩასატარებლად აშშ-ში, საფრანგეთში და კანადაში.ასევე უზარმაზარი კონკურსიგაიმართება ბარსელონაში, რომლისთვისაც ვემზადები. თუმცა, ამჟამად მთავარია ახალი პროგრამა ავითვისო, რომ მზად ვიყო სცენაზე გასასვლელად.

  • და ბოლოს, რა რჩევები შეგიძლიათ მიცეთ იმ ადამიანებს, რომლებსაც მსგავსიგზის გავლა სურთ.

ერთადერთი რისი თქმაც შემიძლიაის არის , რომ აუცილებელია ჭეშმარიტად ქონდეთ ის საქმე გააზრებული, რასაც აკეთებენ. თუ ეყვარებათ თავის საქმე , ეს ჭეშმარიტი სიყვარული გააკეთებინებთ ყველაფერს. არც შრომა დაეზარებათ და პასუხისმგებლობის გრძნობაც ავტომატურად გაუჩნდებათ.

ავტორი: თაკო ღლონტი

fb-share-icon
Tweet
Share4Tweet2

ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს

11/08/2025
მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე
ახალი ამბები

“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე

09/12/2025
“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?
ახალი ამბები

“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?

05/31/2025
გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა

03/19/2025
“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია
ახალი ამბები

“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია

12/08/2024

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In