რამდენიმე საათის წინ TV პირველის ჟურნალისტი და წამყვანი, ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა.
მის ოჯახს უკვე შეატყობინეს მომხდარის შესახებ.
ლევან ჩხაიძე 34 წლის იყო.
ის მეგობრებთან ერთად ბუდაპეშტში იმყოფებოდა. ზუსტი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა გარდაცვალება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება.
„თბილისი თაიმსი“ უსამძიმრებს ლევან ჩხაიძის ოჯახს და მეგობრებს.













