• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, August 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

,,ჩვენი უახლესი კოლექცია „#მექართველივარ“ მესიჯით გამოჩნდა და ის კედების შიდა მხარეზეა დატანილი“

7 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
,,ჩვენი უახლესი კოლექცია  „#მექართველივარ“ მესიჯით გამოჩნდა და ის კედების შიდა მხარეზეა დატანილი“
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

,,CORTEX”არის ქართული კედების წარმოება, რომელიც საკუთარი ინდივიდუალური სტილით გამოირჩევა.  მისთვის დამახასიათებელია ნათელი ფერები, გამბედაობა და ,რა თქმა უნდა, ხარისხი. შესაბამისად, ის მოთხოვნადი პროდუქციაა ჩვენს ქვეყანაში. ,,თბილისი თაიმსმა“ ერთი წლის წინ გაგაცნოთ ახლად შექმნილი ქართული პროდუქცია.  დღეს კორტექსის თანადამფუძნებელი დიანა ველენგურსკაია   მოგიყვებით იმ სიახლეების შესახებ, რომელიც ბრენდმა შექმნის პროცესიდან  დღემდე  განიცადა.

როდესაც იხსენებთ ბრენდის ჩამოყალიბების, შექმნის და განვითარების მონაკვეთებს, თქვენი აზრით,  რა პერიოდი  იყო  ყველაზე რთული ,,CORTEX’’ – თვის.

კორტექსის სტარტაპის შექმნიდან წელიწადზე ოდნავ მეტია გასული. ამ დროისთვის ნათელი,   ფერადი და კომფორტული კედების შესახებ უკვე ძალიან ბევრმა იცის. ქართული კედების წარმოების ბრენდი დღეს საკმაოდ პოპულარულია. დაწყება კი ძალიან რთული აღმოჩნდა. სანამ სასურველ ხარისხს  მივიღებდით, უამრავი პროტოტიპი დავტესტეთ. უკეთესი ნედლეულის ძიებაში უცხოელ მომწოდებლებთან ვამყარებდით კონტაქტს, რასაც ასევე უდიდესი დრო და ენერგია, ასევე ფულადი რესურსი დაჭირდა.

პირველ სტატიაში საუბარი იყო  რომელიმე სავაჭრო ცენტრში  ბრენდის სტენდების განთავსებაზე, რამდენად მოხერხდა  თქვენი სურვილის განხორციელება?

კორტექსის კედები დღეს წრმოდგენილია ორ სავაჭრო ცენტრში – „თბილისი მოლსა“ და „გალერია თბილისში“. ჩვენ ექსკლუზიური პარტნიორობა გავაფორმეთ მაღაზიათა ქსელ ფექთორისთან. უახლოეს გეგმაში გვაქვს ავითვისოთ ყველა სავაჭრო ცენტრის ფექთორის ფილიალი და გავიდეთ ექსპორტზე, საქართველოს საზღვრებს გარეთ. ამ კუთხით, უცხოელი მომწოდებლების დიდი დაინტერესებაა.

როგორც ჩემთვისაა ცნობილი, თქვენ გაქვთ ონლაინ საიტიც, რომელიც როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მომხმარებლისთვისაცაა გათვლილი. პროდუქციის შეძენა უფრო ინტერნსიურად ინტერნეტის  საშუალებით  ხდება  თუ ადგილზე  მაღაზიებში?

გარდა იმისა, რომ ამ ეტაპზე ჩვენი პროდუქცია ექსკლუზიურად წარმოდგენილია მაღაზიათა ქსელ „ფექთორიში“, მსურველებს შეძენა ონლაინ, მარტივად შუძლიათ ვებგერდიდან: www.cortex.ge. საქართველოს მასშტაბით შენაძენის მიწოდება უფასოა. საიტზე მომხმარებელს ხშირად ვთავაზობთ სხვადასხვა აქციებს, ფასდაკლებებს. გარდა ამისა შესაძლებელია სასურველი ზომისა და ფერის შერჩევა. მომხმარებელის ნაწილისთვის კი წინასწარ მოზომება, ფეხსაცმელის ხელში დაჭერაა მნიშვნელოვანი. ამიტომ გაყიდვები ორივე საშუალებით აქტიურად გვაქვს.

ბრენდის დამფუძნებლები რა მხრივ არიან ჩართულები ახალი კედის შექმნის პროცესში?

კორტექსის ყველაზე დიდი აქტივი არის გუნდი, რომელიც ვმუშაობთ ამ პროექტზე.  სტარტაპი მეგობრებმა დავიწყეთ. გარდა იმისა, რომ თითოეულ ჩვენგანს სხვადასხვა კომპანიაში მუშაობის დიდი გამოცდილება გვაქვს და დღესაც დასაქმებულები ვართ ჩვენი პროფესიით, საკუთარი ბიზნესის მიმართულებითაც აქტიური ნაბიჯები გვაქვს გადადგმული, სადაც მოვახერხეთ და ამ დრომდე საკმაო გამოცდილება დავაგროვეთ. თუმცა, ყოველთვის გვინდოდა შევჭიდებოდით წარმოებას და შეგვექმნა პროდუქტი, რომლითაც ვიამაყებდით და წარმოვაჩენდით ჩვენს ქვეყანას. კორტექსის ბრენდის განვითარებასა და ახალი მოდელების შექმნის პროცესში თანაბრად ვართ ჩართული.

კორტექსმა ბაზარზე გამოჩენის პირველივე დღეებიდან მიიპყრო მომხმარებლისა და მედიის ყურადღება. დღეს კი ბრენდზე მოთხოვნის გაზრდიდან  და სხვა ქვეყნებიდან წამოსული წინადადებებიდან გამომდინარე, ვფქირობთ ექსპორტის დაწყებას. ამ ეტაპზე, წარმოების გაფართოებისა და ექსპორტზე გასვლის მიზნით,  მოლაპარაკება მიმდინარეობს ადგილობრივ და უცხოელ  ინვესტორებთან.

თუ გაქვთ სიახლეები, რომლებსაც მომხმარებელს სამომავლოდ უმზადებთ?

1 წლის განმავლობაში მომხმარებელს შევთავაზეთ 8 განახლებული კოლექცია. მრავლად  გვყავს მომხმარებლები, ვისაც თითქმის ყველა კოლექციიდან აქვთ შეძენილი ჩვენი კედები.

დღეს კი სრულებით განსხვავებულ კობრენდულ მოდელზე ვმუშაობთ, რომელიც უახლოეს დღეებში დაემატება კორტექსის კოლექციას.

ჩემთვის ცნობილია, რომ საუბარია ბრენდის იტალიაში გატანაზე, იქნებ გვესაუბროთ ამ საკითხზე?

 ექსპორტი იქნება მომავალი წლის პრიორიტეტი. ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს რამდენიმე მსხვილ დილერთან მოლაპარაკებები. დაგეგმილია უცხოურ ბაზარზე საცალო გაყიდვებზე მუშაობაც. ასევე იგეგმება ფეხსაცმლის საერთაშრისო გამოფენებზე მონაწილეობის მიღება.

რისი საშუალებით მოახერხებს ,,CORTEX’’ – ი კონკურენცია გაუწიოს მსოფლიოს სხვადასხვა ბრენდს?

 ფეხსაცმლის ბრენდის შექმნა გრძელვადიანი პროცესია, მიუხედავად იმისა რომ ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქტს აწარმოებ, აუცილებელია მოიპოვო მომხმარებლის ნდობა და სიყვარული. იმისათვის, რომ სრულფასოვანი კონკურენცია გაუწიო მსოფლიო ბრენდებს, საჭიროა მუდმივად ახალი, განსხვავებული მოდელების შექმნა, ახალი გაყიდვების არხების მოძიება, სწორი ბრენდინგი და აქტიური მარკეტინგული კამპანიები.

რამდენადაა დაინტერესება ჩვენს ქვეყანაში ქართული ბრენდის მიმართ?

 კორტექსი პირველ რიგში შეიქმნა ქართველი მომხმარებლისთვის და ერგება მის მოთხოვნებს. შექმნიდან 1 წლის თავზე ჩვენ უკვე დიდი ცნობადობითა და პოპულარობით ვსარგებლობთ სეგმენტში. პოზიციონირებაც ქართული პროდუქტითა და ქართველობით საიმაყის ემოციაზე ავაგეთ და დავამკვიდრეთ მესიჯი, რომელიც კოლექციაზე დავიტანეთ: #მექართველივარ. ჩვენი უახლესი კოლექცია სწორედ „#მექართველივარ“ მესიჯით გამოჩნდა და ის კედების შიდა მხარეზეა დატანილი. ჩვენი კედები გამოირჩევა მასისგან, სავსეა ფერებით და უხდება ყველაფერს. სწორედ ასეთი ადამიანებისთვის  შეიქმნა „კორტექსი“. მათთვის, ვინც ცხოვრებაში ყველაფერს საკუთარი თავის იმედად აღწევს, ბევრს მუშაობს, არის აქტიური, საქმიანი, წარმატებული, თავისუფალი… არ უშინდება სიახლეებსა და ქართული პროდუქციის განვითარებასაც მხარს უჭერს. გვინდა, ჩვენი კედები მაქსიმალურად მოსახერხებელი იყოს – ასეთი ადამიანები ხომ სწორედ კომფორტს ანიჭებენ უპირატესობას და მუდმივად გადარბენაში არიან. თან, სურთ გემოვნებით ჩაიცვან, დახვეწილად გამოიყურებოდნენ.

და ბოლოს, როგორ ფიქრობთ, რა გახდა თქვენი ბრენდის წარმატების მიზეზი.

განვითარება და გაფართოება ჩვენი მუდმივი პროცესია.  გამოვირჩევით კოლექციის განახლების სიხშირით. გვაქვს მოქნილი მიწოდების სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილების მუდმივი კონტროლი.

ხარისხიანი პროდუქტის შექმნა ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ამიტომ თითოეული კედი იქმნება ხელით, ბუნებრივი და ხარისხიანი მასალისგან,  განსაკუთრებული ყურადღებითა და სიფრთხილით.

ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოში შეგვიძლია შევქმნათ ქართული საერთაშორისო ბრენდი.  მთლიანად საკუთარი ინვესტიციით დაფუძნებული კომპანია პატარა საწარმოთი, რომელიც პროდუქციის გაყიდვას მხოლოდ ონალინ მაღაზიის მეშვობით ახორციელებდა (www.cortex.ge), დღეს უკვე მაღაზიათა ქსელ ფექთორს პარტნიორია და ჩვენი პროდუქციის გაყიდვა სავაჭრო ცენტრების ფილიალებშია შესაძლებელი.

ავტორი: თაკო ღლონტი

Share1Tweet1

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

სადახლოზე, სარფსა და წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

სადახლოზე, სარფსა და წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

7 years ago

პრეზიდენტის ინიციატივა ორმაგი მოქალაქეობის გამარტივაზე ეწინააღმდეგება სახელმწიფოებრივ ინტერესებს

13 years ago

ჩრდილოეთ ინდოეთში მსხვერპლთა რაოდენობა 8 ათასს აღწევს

13 years ago
ქალი აქტივისტები აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან

ქალი აქტივისტები აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან

9 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by