• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, October 3, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საზოგადოებრივი მაუწყებლები- მსოფლიო და საქართველო

7 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
საზოგადოებრივი მაუწყებლები- მსოფლიო და საქართველო
5
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

 -საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზნები და ხარისხი

საზოგადოებრივი მაუწყებლობა (ინგლისურად Public Broadcasting) გულისხმობს საზოგადოების ან მისი ნაწილის უფრო აქტიურ და ქმედით ჩართვას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეს საზოგადოებრივი მაუწყებლობის ერთ-ერთი ზოგადი განმარტებაა. რატომ კეთდება საზოგადოებრივი მაუწყებელი? მსგავსი მაუწყებლობის ტიპზე ყველას თავისებური შეხედულება აქვს. მაგალითად, ნეომარქსისტულ მიდგომას თუ გავითვალისწინებთ, მათთვის საზოგადოებრივი მაუწყებელი ქვეყნის მოსახლეობაზე ზეგავლენის მოხდენის ერთ-ერთი უძლიერესი მექანიზმია, ხოლო ლიბერალურ სამყაროში პლურალიზმის არსებობის გარანტია. საზოგადოებრივი მაუწყებლობა მხოლოდ ტელემაუწყებლობა არაა, იგი რადიომაუწყებლობასაც მოიცავს. ითვლება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ეროვნული იდენტობის გაძლიერებას უნდა ემსახურებოდეს. ეს იმითაცაა გამოწვეული, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლობების უმეტესობა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის საზღვრებს შიგნით მაუწყებლობს, გარდა BBC-სა. აუცილებელია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მთავრობისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებდეს. ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს საზოგადოების წევრების აბსოლუტურად ყველანაირი გემოვნებისა და ინტერესის დაკმაყოფილება. მორგებული უნდა იყოს მაყურებლის ასაკზე , სოციალურ ფენასა და პოლიტიკურ ინტერესებზე. ეს კრიტერიუმები ყველაზე მეტად საქართველოს რეალობას შეგვიძლია მოვარგოთ, რადგან საქართველო მრავალეთნიკური და რელიგიურად მრავალფეროვანი სახელმწიფოა.

      -საზოგადოებრივი მაუწყებლები მსოფლიოში

საზოგადოებრივ მაუწყებლებს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფუნქცია ენიჭებათ. მაგალითად, იტალიაში საზოგადოებრივი მაუწყებელია RAI (Radiotelevisione Italiana). RAI-ს იტალიაში მოსახლეობის დიდი ნაწილი უყურებს, მისი წილი ბაზარზე 54%-ია, რითაც ის ლიდერობს ევროპული ქვეყნების საზოგადოებრივ მაუწყებლებს შორის. RAI ითვლება ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ტელევიზიად, რომელზეც სამწუხაროდ მთავრობას დიდი გავლენა აქვს.  RAI -ს ყურება შესაძლებელია საქართველოშიც საკაბელო მომსახურების პაკეტის შეძენის შემთხვევაში.

ძალიან საინტერესო სიტუაციაა ჰოლანდიაში, სადაც საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ჯგუფები ან ასოციაციები ყიდულობენ საეთერო დროს და უშვებენ იმ პროგრამებს, რომლებიც თავად სურთ. საზოგადოებრივი მაუწყებლობის ეს ფორმა მხოლოდ ჰოლანდიაშია გავრცელებული.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საზოგადოებრივი მაუწყებლობის მნიშვნელობა გამოხატულია სპეციალურ კანონში, რომელსაც ეწოდება “საზოგადოებრივი მაუწყებლობის აქტი” (Public Broadcasting Act) და რომელიც მიიღეს 1967 წელს. ამერიკაში ამ აქტმა განაპირობა სპეციალური ინსტიტუტების, მათ შორის PBC-ს (Public Broadcasting Service) ჩამოყალიბება. ეს ინსტიტუტები ფლობენ სხვადასხვა ტელევიზიებსა და რადიოარხებს, რომლებიც მაუწყებლობენ შტატის მასშტაბით და სადაც მაქსიმალურადაა გათვალისწინებული ადგილობრივი ინტერესები და მიზნები.

ყველაზე პოპულარული საზოგადოებრივი მაუწყებელი ბრიტანული BBC-ა (British Broadcasting Corporation)  BBC-ს აქვს მრავალი არხი, რომელიც ფინანსდება მთავრობისგან და ეს არხები ძირითადად უმცირესობების ინტერესებს ემსახურებიან. BBC-ს აქვს კარგად გნვითარებული ONLINE მაუწყებლობა, ანუ მისი ყურება შეიძლება ინტერნეტითაც. BBC არის ძალიან მნიშვნელოვანი, გავლენიანი და ავტორიტეტული ინფორმაციის მომწოდებელი, რომლის მოწოდებული ინფორმაციის სისწორეში ან ობიექტურობაში, მიუხედავად მთავრობის დაფინანსებისა, ეჭვი პრაქტიკულად არავის ეპარება.

     -საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი (სსმ) „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, (2004 წელი 23 დეკემბერი) სახელმწიფო დაქვემდებარებიდან საზოგადოებისაში გადავიდა. კომპანიამ რადიომაუწყებლობა 1925 წელს დაიწყო, ტელევიზიისა კი — 1956 წელს. ამჟამად, მაუწყებელი აერთიანებს ორ ტელეარხს: პირველი არხსა (1956) და მეორე არხს (1991), ასევე რადიოარხებს — საქართველოს რადიო-პირველი არხი — FM 102.4 (1925) და რადიო ორი–ქართული რადიო — FM 100.9 (1995). დღეისათვის, საქართველოს მოსახლეობის 85 % იღებს პირველა არხის მაუწყებლობას, ხოლო 55 % — მეორე არხის მაუწყებლობას. საქართველოს მაუწყებლის ტელეპროგრამების მიღება ასევე შესაძლებელია სატელიტიური ანტენით და ინტერნეტის მეშვეობით ევროპისა და აზიის რამდენიმე ქვეყანაში.

     -როგორ ფინანსდება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი?

მაუწყებლისთვის გამოყოფილი თანხა მთლიან შიდა პროდუქტზეა მიბმული და ყოველწლიურად არ უნდა იყოს წინა წლის მშპს 0,14%-ზე ნაკლები. 2017 წელს მაუწყებელი ბიუჯეტიდან 39,471,426 ლარით დაფინანსდა, კომერციულმა შემოსავალმა (სპონსორობა) 848,137 ლარი შეადგინა. ხოლო ტექმომსახურებისა და სხვა ტიპის არასამაუწყებლო შემოსავალი 2, 002, 772 ლარი იყო.

2018 წლის 21 თებერვალს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია იმ კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივ მაუწყებელს იმაზე მეტი კომერციული რეკლამის მოზიდვა და განთავსება შეეძლება, ვიდრე ცვლილებებამდე შეეძლო. მაუწყებლობის შესახებ კანონს ასევე ემატება რეგულაცია, რომლის თანახმადაც დასაშვები ხდება გასართობი გადაცემებისა და სერიალების სპონსორობაც. კანონში ცვლილებებს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მაგალითად, რეკლამის ნაწილთან დაკავშირებით, “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია: “საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტში სასპონსორო და კომერციული რეკლამისგან მიღებული შემოსავლის მნიშვნელოვნად ზრდამ, შესაძლოა მაუწყებელს შეუზღუდოს თავისუფლება აღნიშნულ კომერციულ ჯგუფებთან დაკავშირებით კრიტიკული და საგამოძიებო შინაარსის წარმოებისას”.

   -რა პრობლემებია საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში?

საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბოლო დროს რეპუტაცია აიმაღლა და მაყურებლის ნდობაც მოიპოვა. გაუჩნდა მცირე, მაგრამ ერთგული აუდიტორია. წლების განმავლობაში სსმ-ს მიმართ კრიტიკა ყოველთვის აქტუალური იყო. მთავარი პრობლემას მაუწყებელზე ხელისუფლების ზეგავლენა წარმოადგენს სამწუხაროდ, 2004 წლიდან მოყოლებული, ფინანსური პრობლემების, პოლიტიკური გავლენისა და შიდა კრიზისების გამო, იგი ვერ ახერხებს იმ ფუნქციების შესრულებას, რომლებიც არხს საზოგადოებრივ მაუწყებლის სტატუსს ანიჭებს.

საზოგადოებრივი უნდობლობის უახლესი ტალღა მოჰყვა 2017 წლის 6 იანვარს მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ხელისუფლებასთან დაახლოებული პირის ვასილ მაღლაფერიძის დანიშვნას და ახალი მენეჯმენტის მიერ მომდევნო თვეებში მიღებულ გადაწყვეტილებებს.

როგორც The Tbilisi Times-თვის ცნობილია, საზოგადოებრივ მაუწყებელში მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს. ამ რეფორმის წარმატებაზე დამოკიდებულია, თუ რამდენად შეძლებს მაუწყებელი, შეასრულოს მასზე კანონით დაკისრებული ფუნქცია – შექმნას და იყოს საჯარო სიკეთე, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დაიბრუნოს საზოგადოებრივი ნდობა.

ავტორი: თორნიკე ჭიტაძე

Share2Tweet1

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

საქართველოს საგარეო უწყება სტამბოლში მომხდარ ტერაქტს გმობს

ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ რეგულაცია დაამტკიცა

10 years ago
ნანგრევებიდან კიდევ ერთი გარდაცვლილი ბავშვი ამოიყვანეს

ნანგრევებიდან კიდევ ერთი გარდაცვლილი ბავშვი ამოიყვანეს

5 years ago
ბათუმის აეროპორტს ახალი ფრენები ემატება

ბათუმის აეროპორტს ახალი ფრენები ემატება

9 years ago

დღეს, ვლადიმერ პუტინი და რეჯებ ტაიპ ერდოღანი ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან

10 years ago

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა
ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026
  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by