• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 19, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„საგნების შემცირება ნამდვილად გამართლებული ნაბიჯია, თუმცა ჩვენს პირობებში სამი გამოცდაც ბევრია“

7 years ago
კატეგორია: განათლება და მეცნიერება
A A
„საგნების შემცირება ნამდვილად გამართლებული ნაბიჯია, თუმცა ჩვენს პირობებში სამი გამოცდაც ბევრია“
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

როგორც ცნობილია, მიმდინარე წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ცვლილებების ფონზე ჩატარდება. აბიტურიენტები სამის ნაცვლად ოთხ საგანს ჩააბარებენ უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად. ამ ოთხიდან ორი სავალდებულო საგანია ქართული ენა და ლიტერატურა და უცხოური ენა. მესამე გამოცდა იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა მიმართულებაზე სურს აბიტურიენტს სწავლა. რის უფლება-მოვალეობა რჩება უმაღლეს სასწავლებლებს? რა  შედეგები შეიძლება, მოჰყვეს შესაბამის ცვლილებას? ამ და სხვა შესაბამის საკითხებზე „თბილისი თაიმსს“ განათლების ექსპერტი, სიმონ ჯანაშია ესაუბრა.

რატომ გახდა საჭირო შესაბამისი ცვლილებები?

კარგია, რომ ეროვნული გამოცდებისთვის ჩასაბარებელი საგნების რაოდენობა შემცირდა იმიტომ, რომ ეს ხელს უშლიდა იმ მოსწავლეებს, რომლებსაც შედარებით უარესი სასტარტო პირობები აქვთ იმის გამო, რომ ნაკლებად უზრუნველყოფილ სკოლებსა და ოჯახებში იზრდებიან. იმისთვის, რომ მოსწავლეებმა ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები და დაიმსახურონ სახელმწიფო გრანტი, საქართველოში მათი უმრავლესობა ემზადება რეპეტიტორებთან და ყოველი გამოცდა ნიშნავს დამატებით ხარჯებს. რაც უფრო მაღალია ხარჯები, მით უფრო მცირდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც შეუძლიათ ამ ხარჯების გაღება. ეს კი ამყარებს იმ უთანასწორო გარემოს, რომელიც განათლების სისტემაში ისედაც არსებობს.

საგნების შემცირება ნამდვილად გამართლებული ნაბიჯია, თუმცა, ჩემი აზრით, არასაკმარისი, რადგან ჩვენს პირობებში სამი გამოცდაც ბევრია. მაგალითად, საქართველოში არსებობს უმაღლესი სასწავლებლები, რომლებშიც სტუდენტების მისაღებად ადგილები არის, მაგრამ ამ ადგილების შესავსებად ტარდება ხელოვნური კონკურსი. რეალურად, ეს კონკურსი საჭირო არ არის. საერთოდ გაუგებარია, ეს რას ემსახურება.

კიდევ რა პრობლემებზეა საუბარი შესაძლებელი?

ამ გამოცდაზე კიდევ არის ის პრობლემა, რომ სკოლებს ხელი ეშლება განვითარებაში. რაც უფრო მეტი გამოცდაა ჩასაბარებელი, მით უფრო ენერგიასა და ძალისხმევას ანდომებენ აბიტურიენტები მათთვის მომზადებას და ნაკლებს – სკოლის საგნების სწავლას. სკოლის მასწავლებლები უფრო მეტად არიან ორიენტირებულნი, რომ ამ პროცესს შეუწყონ ხელი, ვიდრე იმას, რომ თვითონ მისცენ სკოლის მოსწავლეებს უფასო განათლება. ძალიან რთულია მეთორმეტეკლასელების ჩართვა ნებისმიერ სხვა აქტივობასა და პროცესში, ვიდრე ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზადებაა.

უნივერსიტეტებს რა როლი აქვს საკუთარი სტუდენტების შერჩევაში?

ზოგადად, ეს გამოცდები არასწორად არის განაწილებული. რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა, მაინც არასწორია, როდესაც ის ერთადერთი კრიტერიუმია სტუდენტების მისაღებად უმაღლეს სასწავლებელში. ამ შემთხვევაში, უნივერსიტეტს აქვს გაცილებით მცირე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შეუძლიათ საკუთარ სტუდენტებს, რა ცოდნით მივიდნენ ისინი უნივერსიტეტში და ა.შ .

ეს გამოცდები ისეა ორგანიზებული, რომ არ ცნობს უნივერსიტეტის ავტონომიას საკუთარი სტუდენტების შერჩევის პროცესში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ, უნივერსიტეტის ავტონომიის პირობებში, უმაღლეს სასწავლებლებს აქვს შესაძლებლობა, განსაზღვროს საკუთარი პრიორიტეტები.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

ShareTweet

ახალი ამბები

მოსწავლეზე ძალადობისთვის კანონი მკაცრდება
ახალი ამბები

მოსწავლეზე ძალადობისთვის კანონი მკაცრდება

02/06/2026
ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში
ახალი ამბები

ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში

12/02/2025
საჯარო სკოლებში,1-ელიდან  მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება
ახალი ამბები

საჯარო სკოლებში,1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება

12/02/2025
მობილურების აკრძალვა, სასკოლო ფორმები, სახელმძღვანელოების ცვლილება, ნებაყოფლობითი მე-12 კლასი – რა ცვლილებებს აანონსებს სკოლებში მომდევნო სასწავლო წლიდან განათლების სამინისტრო
ახალი ამბები

მობილურების აკრძალვა, სასკოლო ფორმები, სახელმძღვანელოების ცვლილება, ნებაყოფლობითი მე-12 კლასი – რა ცვლილებებს აანონსებს სკოლებში მომდევნო სასწავლო წლიდან განათლების სამინისტრო

12/02/2025
ქუთაისი მასპინძლობს მნიშვნელოვან სამედიცინო კონფერენციას — „XXI საუკუნის გამოწვევები მედიცინაში“
ახალი ამბები

ქუთაისი მასპინძლობს მნიშვნელოვან სამედიცინო კონფერენციას — „XXI საუკუნის გამოწვევები მედიცინაში“

11/22/2025
“ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია, მასწავლებლის პროფესია იყოს დაფასებული, პრესტიჟული და თითოეული პედაგოგი სათანადოდ უზრუნველყოფილი“ – პრემიერი
ახალი ამბები

“ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია, მასწავლებლის პროფესია იყოს დაფასებული, პრესტიჟული და თითოეული პედაგოგი სათანადოდ უზრუნველყოფილი“ – პრემიერი

10/27/2025

საინტერესო

“პრეზიდენტის განცხადებით გაოცებული დავრჩი”

10 years ago
ბათუმში კორპუსი ჩამოინგრა

ბათუმში კორპუსი ჩამოინგრა

5 years ago
წელს დიასპორის დღეები სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ მოეწყობა

წელს დიასპორის დღეები სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ მოეწყობა

10 years ago
„40 ათას დოლარს მიხდის თვეში… ამას იხდის იმაში, რომ ვიყო ლამაზი, კეთილშობილი და კარგ ხასიათზე გავზარდო შვილი“ – რას ამბობს ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილზე

„40 ათას დოლარს მიხდის თვეში… ამას იხდის იმაში, რომ ვიყო ლამაზი, კეთილშობილი და კარგ ხასიათზე გავზარდო შვილი“ – რას ამბობს ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილზე

7 months ago

ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე, დღეს, 18 აგვისტოს, 21:54 საათზე, ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა „Арцыд рæстæг“, რომელიც...

მეტის ნახვაDetails
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026
  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი 08/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by