• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, May 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

3 მარტი- დედის დღე საქართველოში

6 years ago
in საზოგადოება
A A
3 მარტი- დედის დღე საქართველოში
34
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დედის დღეს საქართველოში ტრადიციისამებრ 3 მარტს აღნიშნავენ. დღესასწაული ქვეყანაში 29 წლის წინ შემოიღეს.

დედა – ეს  ყველაზე მშვენიერი სიტყვაა დედამიწაზე, რომელიც ყველა ენაზე ერთნაირი სინაზით ჟღერს.

ეს არის სასწაული, რომლის შეცნობასაც ჩვენ დაბადებიდანვე ვიწყებთ. დედის ალერსიან და თბილ ხელებს ყველაფერი შეუძლია, ხოლო მის ერთგულ გულში კი სიყვარული არასდროს არ ქრება.

დედა შეძლებს  შვილებს გაუგოს ისე როგორც არავინ, მიიღოს ისინი ისეთები, როგორებიც არიან და  ყველაფერი აპატიოს, რადგან დედის გული ეს ის უფსკრულია, რომლის ფსკერზეც პატიება ყოველთვის მოიძებნება.

ამიტომ, დედის დღე – ეს არის კიდევ ერთი შანსი მადლობა გადაუხადოთ ადამიანს, რომელმაც  სიცოცხლე გაჩუქათ, იმ სიყვარულისთვის, ზრუნვისთვის და უანგარო მსხვერპლისთვის, რომელსაც ის საკუთარი შვილების კეთილდღეობისთვის იღებს.

ისტორია

დედის დღე საქართველოში 1991 წელს, ქვეყნის  პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ინიციატივით დაარსდა. ახალმა დღესასწაულმა ფაქტიურად ჩაანაცვლა ქალთა საერთაშორისო დღე- 8 მარტი, რომელიც  ისევე როგორც საბჭოთა დღესასწაულების უმეტესობა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაუქმდა.

თუმცა ათი წლის შემდეგ 8 მარტმა ისევ მიიღო დღესასწაულის სტატუსი. საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დროს ის პარლამენტის გადაწყვეტილებით 2002 წლის მარტში ისევ აღადგინეს.

სხვათა შორის, 8 მარტი ისევ დღესასწაულად ქვეყანაში ნინო ბურჯანაძის ინიციატივით იქცა, რომელსაც მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე იყო.
საქართველოში დღეს ქალებს და დედებს  ორი დღესასწაული ეძღვნებათ – 3 და 8 მარტი და ორივე არასამუშაო  დღედ არის გამოცხადებული.

აღსანიშნავია რომ  საქართველოში 23 თებერვლის გაუქმების შემდეგ, რომელსაც საბჭოთა პერიოდში მამაკაცებს ულოცავდნენ, ქართულ კალენდარში მათთვის მიძღვნილი არც ერთი დღესასწაული არ გაჩენილა.

დედის დღის ტრადიციები

საქართველოში დედებს დიდ პატივს სცემენ. ის რომ დედის კულტი ქვეყანაში უძველესი დროიდან იღებს სათავეს, ქართული ენითაც დასტურდება. ამის ნათელი მაგალითია სიტყვები „დედამიწა“ „დედაბოძი“ და აშ.

საქართველოში დედის დღე საოჯახო დღესასწაულია. მისი  მიზანია განსაკუთრებით გაუსვას ხაზი ჩვენს ცხოვრებაში დედის მნიშვნელობას, მხარი დაუჭიროს ქლის მიმართ ფაქიზი მოპყრობის ტრადიციას და გაამყაროს ოჯახის ინსტიტუტი.

საქართველოს დიდ ქალაქებში ამ დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებები ტარდება, გამფენები, კონცერტები, ფლეშმობები და აშ.  გარდა ამისა, მრავალშვილიან დედებს ჯილდოებს და სამახსოვრო საჩუქრებს გადასცემენ.

როდის წარმოიშვა დედის დღე

დედისადმი მიძღვნილი დღესასწაულები სათავეს  ჯერ კიდევ  ანტიკური ხანიდან იღებს. მაგალითად  ძველი ბერძნები მიწის ქალღმერთს გეას სცემდნენ თაყვანს. ძველი რომაელები, თავიანთი ღმერთების დედას -კიბელას, ხოლო ძველი კელტები  ქალღმერთ ბრიჯიტს.

ინგლისში ეგრეთ წოდებულ „დედის კვირადღეს“  მე-17 საუკუნიდან აღნიშნავდნენ. ბავშვებს, რომლებიც სახლიდან მოშორებით მუშაობდნენ, უფლება ქონდათ მშობლიური სახლი წელიწადში ერთხელ მოენახულებინათ. თუმცა ამ დღესასწაულმა წლების განმავლობაში სხვა მნიშვნელობა შეიძინა  და ინგლისელებმა დედების ნაცვლად პატივის მიგება „დედა-ეკლესიისთვის“ დაიწყეს. რის შემდეგაც ეს დღე  ნაწილობრივ საეკლესიო გახდა.

აშშ-ში დედის დღე მე-20 საუკუნის დასაწყისში შემოიღეს. 1907 წლის მაისში მასწავლებელმა გრაფტონიდან ენი ჯარვისმა დასავლეთ ვირჯინიაში საკუთარი გარდაცვლილი  დედის ხსოვნის აღსანიშნავად საზეიმო ცერემონია მოაწყო.

სამი წლის შემდეგ ვირჯინიის შტატში დღესასწაულის აღნიშვნა ოფიციალურად დაიწყეს, ხოლო 1914 წლიდან კი მაისის მეორე კვირა აშშ-ში დედის დღედ და  ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადეს.
ამ დღესასწაულს მაისის მეორე კვირა დღეს კიდევ 26 სახელმწიფო აღნიშნავს. ხოლო 30 ქვეყანაზე მეტი  კი დედის დღეს სხვა რიცხვებში ზეიმობს.

დედის დღეს ყველა  ქვეყანაში თავისი ისტორია და ტრადიციები გააჩნია, თუმცა საერთო ის არის რომ დედას ყველგან პატივს სცემენ და ულოცავენ კიდეც ამ დღეს ერთნაირად – ლექსებით, მისალოცი ბარათებით და საჩუქრებით.

დედას ყველანაირი ყურადღება გაახარებს.  შეგიძლიათ  აჩუქოთ ყვავილები, ტკბილეული, სასიამოვნო წვრილმანები, გაუკეთოთ სასიამოვნო სიურპრიზები. მთავარია გამოხატოთ მადლიერება თქვენს ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი  და ახლობელი ადამიანის მიმართ, რომელმაც თქვენ სიცოცხლე და თავისი სიყვარული გაჩუქათ.

გახსოვდეთ, რამდენი წლისაც არ უნდა იყოთ, თქვენ ყოველთვის გჭირდებათ მისი მოფერება და ალერსი.

Share14Tweet9

ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025

საინტერესო

სახალხო დამცველი დამკვირვებლის სტატუსით თანასწორობის სტრუქტურების ევროპული გაერთიანების წევრი გახდა

11 years ago
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები – პატრიარქს არსებულ ინფორმაციას არ აწვდიან, ამიტომ მასთან შეხვედრა აუცილებელია

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები – პატრიარქს არსებულ ინფორმაციას არ აწვდიან, ამიტომ მასთან შეხვედრა აუცილებელია

7 years ago
პაატა იმნაძე-დღეს ვისაც გრიპი აქვს, აბსოლუტურ უმრავლესობაში ეს არის H1N1 ვირუსი

პაატა იმნაძე-დღეს ვისაც გრიპი აქვს, აბსოლუტურ უმრავლესობაში ეს არის H1N1 ვირუსი

7 years ago
ფეთქებადი ნივთიერების შემოტანის ფაქტზე რუსეთის მოქალაქე დააკავეს

ფეთქებადი ნივთიერების შემოტანის ფაქტზე რუსეთის მოქალაქე დააკავეს

11 years ago

ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა
ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა

05/16/2026

2 დღის წინ მეტრო „სამგორში“ ტრაგედია დატრიალდა. ახალგაზრდა გოგო მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა. გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძეა. ის თსუ-ს...

Read moreDetails
როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა 05/16/2026
  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by