• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, May 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ხელისუფლებისადმი მორჩილების საკითხი  სამოციქულო წიგნების მიხედვით

6 years ago
in რელიგია
A A
ხელისუფლებისადმი მორჩილების საკითხი  სამოციქულო წიგნების მიხედვით
6
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ჩემი მიზანია, ახალი აღთქმის ზოგიერთ სამოციქულო წიგნზე დაყრდნობით წარმოგიდგინოთ, სამოციქულო სწავლება იმის თაობაზე თუ როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ეკლესიის წევრებს საერო ხელისუფლების მიმართ.

ქრისტიანული ეკლესიის დაფუძნების დღიდან ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ და პრობლემურ საკითხს წარმოადგენდა მისი ურთიერთობა წარმართულ საზოგადოებასთან, კერძოდ: ქრისტიანები, ცხოვრობდნენ რა წარმართულ ქვეყნებში უნდა დამორჩილებოდნენ თუ არა ადგილობრივ, წარმართული მსოფლმხედველობის მქონე ხელისუფლებას?

და თუ უნდა დამორჩილებოდნენ, ეს ხომ არ გამოიწვევდა ქრისტეს მიერ ადამიანის სრულებით გამოხსნის არამართებულ გაგებას?

გარდა ამისა, ქრისტიანებს არცთუ იშვიათად ადანაშაულებდნენ იმის გამო, თითქოს ისინი მხოლოდ იესო ქრისტეს, როგორც თავიანთ მეუფეს ემორჩილებოდნენ და აუცილებლობად არ მიიჩნევდნენ იმ წესებითა და კანონებით ცხოვრებას, რომელთაც სახელმწიფო ქმნიდა.

წმინდა მოციქულები პეტრე და პავლე თავიანთ ეპისტოლეებში (წერილებში) ეხებიან ამ თემებს და ძალიან მნიშვნელოვან სწავლებებსაც გვაწვდიან.

რომაელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული სავსებით გასაგებად ამბობს, რომ ყველა ადამიანი უნდა ემორჩილებოდეს ხელისუფლებას, რადგან იგი ღვთის მიერ არის დადგენილი: ,,დაე, ყოველი სული უზენაეს ხელმწიფებას დაემორჩილოს, რადგანაც არ არსებობს ხელმწიფება თუ არა ღვთისაგან; ყოველი ხელმწიფება ღვთის მიერ დადგენილია“ (რომ. 13:1).

საყურადღებოა, რომ პავლე მოციქული მოგვიწოდებს ,,ხელმწიფების“ მორჩილებისკენ და არა თავად ,,ხელმწიფისა“, ვინაიდან ხელმწიფე ანუ მმართველი შესაძლოა არც იყოს პიროვნული თვისებებით გამორჩეული და ღვთივსათნო საქმეებით შემკული, ხოლო ზოგადად ,,ხელმწიფება“ როგორც ძალაუფლება, როგორც მმართველობის ერთგვარი სისტემა ღვთისგან არის დადგენილი, რომელმაც უპირველეს ყოვლისა, ქვეყანაში წესრიგი და მშვიდობა უნდა უზრუნველყოს.

ცხადია, ქრისტიანი ადამიანი ყველა საქმეში წესრიგის მოყვარული უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, იგი იმ საერო კანონებსაც უნდა დაემორჩილოს, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყანაში სრულ წესრიგს.

იგი არა მხოლოდ საეკლესიო ცხოვრებაში უნდა ითვალისწინებდეს და აღიარებდეს იერარქიულობას, არამედ საეროშიც, რადგან ორივე ღვთის მიერ არის მოცემული.

ხელისუფლებისადმი მორჩილების მაგალითი თავად უფალმა მოგვცა: წმინდა სახარების თანახმად, მართალი იოსები და წმინდა მარიამი საყოველთაო აღწერაში იღებენ მონაწილეობას, რითაც ერთგვარად ხარკს უხდიან მაშინდელ კეისარს (როგორც ცნობილია, როდესაც ძე ღმერთი იშვა მარადქალწულისგან, მაშინდელი იუდეა დამორჩილებული იყო სრულიად წარმართული მსოფლმხედველობის მქონე რომის იმპერიას, რომელსაც წარმართი ხელისუფალნი განაგებდნენ).

ქრისტეს მოციქულებიც ქრისტიანებს მოუწოდებდნენ დამორჩილებოდნენ ყოველგვარ ხელისუფლებას, რომელთა სათავეშიც, ბუნებრივია, სწორედ არაქრისტიანი მმართველები იდგნენ. მაგრამ წარმართი ხელისუფლებისადმი მორჩილება სრულებითაც არ უშლიდათ მათ ხელს საღმრთო მცნებების დაცვაში. ამიტომ უკეთესი იყო თუნდაც არამორწმუნე ხელისუფალთა მიერ დადგენილი წესდების შესრულება, ვიდრე სრული არეულობა და შფოთი.

ხელისუფლების, როგორც მმართველობის სისტემის სრული უარყოფა არის ანარქია. აბსოლუტურად არცერთ საზოგადოებას არ შეუძლია იარსებოს ანარქიის პირობებში. ასე რომ უკეთესია იყოს ცუდი მმართველობა, ვიდრე სრულიად არაფერი.

უკეთესია წესრიგი, ვიდრე ქაოსი.

ვინც სამოციქულო მოწოდებას საერო ხელისუფლებისადმი მორჩილების შესახებ ყურად არ იღებს, კერძოდ იმას, რომ ადამიანმა თავისი სამოქალაქო ვალდებულებანი პატიოსნად უნდა შეასრულოს და არ შეეწინააღმდეგოს საერო იერარქიას, იგი მაშინვე ღვთის მოწინააღმდეგედ იქცევა, რადგან არ ისმენს და არც ასრულებს მაცხოვრის მცნებას: ,,მიაგეთ კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს – ღმრთისა“ (მათე  22:21).

ასეთი საქციელი სასჯელის მომასწავებელია.

რა მოეთხოვება ქრისტიანს არაქრისტიანი მმართველის მიმართ?

ამის თაობაზე წმინდა პავლე მოციქული შემდეგნაირად შეაგონებს ტიმოთეს: ,,უწინარეს ყოვლისა, შეგაგონებ აღასრულო ყოველგვარი ლოცვა, თხოვნა, ვედრება და მადლიერება ყველა კაცისთვის, მეფეთა და მთავართათვის, რათა მშვიდად და უშფოთველად ვიცხოვროთ  მთელი  ღვთისმოსაობით და სიწმიდით“ (I ტიმ. 2:1-2).

ქრისტიანები გარკვეულ მზრუნველობას უნდა იჩენდნენ არაქრისტიანი მმართველების მიმართ, რაც გამოიხატება მათთვის ლოცვით.

და რატომ უნდა ლოცულობდეს ქრისტიანი მათთვის?

იგივე პავლე მოციქული ამას ასე უპასუხებს: ,,ვინაიდან ეს კეთილი და საამოა ღმერთის – ჩვენი მაცხოვრის თვალში, რომელსაც ნებავს, რომ ყველა კაცი გადარჩეს და ეზიაროს ჭეშმარიტების შემეცნებას“ (I ტიმ. 2:3-4).

ქრისტიანობა არ არის დაუმორჩილებლობა, პირიქით, ის ყველასთვის პატივის მიმგებია, კვლავ აღვნიშნავ, თავის საზღვრებში.

ამიტომაც ამბობს პეტრე მოციქული: ,,როგორც იქცევიან თავისუფალნი: ბოროტების დასაფარავად როდი იყენებენ თავისუფლებას, არამედ არიან, როგორც ღვთის მონები. პატივი ეცით ყველას, გიყვარდეთ საძმო, ღვთის შიში გქონდეთ და პატივი მიაგეთ მეფეს“  (I პეტრე  2:16-17).

პავლე მოციქული ბრძანებს: ,,ვინაიდან მთავარნი კეთილის მოქმედთათვის კი არა, ბოროტმოქმედთათვის არიან საშიშნი. შენ გინდა, არ გეშინოდეს ხელმწიფებისა? კეთილი აკეთე და ნაქები იქნები მისგან. რადგანაც ის ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტს სჩადიხარ, გეშინოდეს, ვინაიდან ტყუილად როდი არტყია ხმალი, არამედ იმიტომ, რომ ღვთის მსახურია, რისხვით შურისმგებელი ბოროტმოქმედთა მიმართ“ (რომ. 13:3-4).

ამავეს ამბობს პეტრე მოციქულიც: ,,ღვთის გულისათვის, დაემორჩილეთ კაცთა ყოველგვარ ხელმწიფებას, გინდა მეფეს, როგორც უზენაეს მბრძანებელს, გინდაც მთავრებს, როგორც მის მიერ წარმოგზავნილთ ბოროტმოქმედთა დასასჯელად და კეთილის მოქმედთა საქებად.  ვინაიდან ღმერთმა ისე ინება, რომ კეთილი საქმით ვუკრავდეთ პირს უგუნურ კაცთა უმეცრებას“  (I პეტრე  2:13-15).

სახელისუფლებო წყობა, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, არის ქვეყანაში არეულობის დამაცხრობელი და წესრიგის დამამყარებელი; რადგან ხელისუფალთა მოვალეობა სწორედ ბოროტმეძიებელთა დასჯა გახლავთ. მეფე, ან ნებისმიერი ტიპის მმართველი, მოვალეა, რომ დაიცვას ადამიანთა უსაფრთხოება; შესაბამისად, მისი წესდება თუ რაიმე სახის დადგენილება ხალხის კეთილდღეობას უნდა ემსახურებოდეს. ამიტომაც ეკლესიისთვის, როგორც წესრიგისა და მშვიდობის მქადაგებლისთვის, დაბრკოლებას არ უნდა წარმოადგენდეს საერო ხელისუფლების ცნობა და მორჩილება მისდამი.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ საკმაოდ მკაფიოდ გამოიკვეთა სამოციქულო სწავლება ხელისუფლების შესახებ.

ჩვენ დავინახეთ, რომ სამოციქულო მოძღვრება, რომელიც არის საყოველთაო ხმა, მაცხოვრის სწავლებაზე დაყრდნობით, ყოველგვარი დაფარულობის გარეშე მოუწოდებს ქრისტიანებს, რომ პატიოსნად ემსახურონ ხელისუფლებას, როგორც ღვთის მიერ დაწესებულ ინსტიტუციას, მაგრამ ისე, რომ ღვთის მცნებების აღსრულება მასში არ დაბრკოლდეს.

 თეოლოგი, ლაშა ჯიხვაშვილი

Share2Tweet2

ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი
ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ
ახალი ამბები

ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ

05/07/2026
მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო – მეუფე ნიკოლოზი
ახალი ამბები

მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო – მეუფე ნიკოლოზი

05/07/2026
„სამი კანდიდატის წარდგენით დავინახეთ რეალობა და ყველაფერი უკვე ცხადია“ – გიორგი მიქანაძე მეუფე შიოზე
ახალი ამბები

„სამი კანდიდატის წარდგენით დავინახეთ რეალობა და ყველაფერი უკვე ცხადია“ – გიორგი მიქანაძე მეუფე შიოზე

05/08/2026
მეუფე შიო: მომდევნო კვირაში მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა, გთხოვთ, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ღირსეულად ჩავატაროთ
ახალი ამბები

მეუფე შიო: მომდევნო კვირაში მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა, გთხოვთ, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ღირსეულად ჩავატაროთ

05/06/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026

საინტერესო

„შეიძლება სხვას ვუთხარი… რა ბუდუს ვუთხარი, რეებს იგონებთ“ – დიმა ობოლაძის პირველი კომენტარი გავრცელებულ ვიდეოზე

„შეიძლება სხვას ვუთხარი… რა ბუდუს ვუთხარი, რეებს იგონებთ“ – დიმა ობოლაძის პირველი კომენტარი გავრცელებულ ვიდეოზე

2 years ago

9 წლიანი პატიმრობა მეგის ქარდავას

12 years ago

„ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ახალი პრეზიდენტი გახსნის ახალ ფურცელს რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში”

13 years ago
დავით ბაქრაძე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა

დავით ბაქრაძე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა

11 years ago

ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ ქართულ რაგბიში მომხდარ დოპინგ-სკანდალზე საქართველოს ნაკრების მორაგბეებს საბოლოო სასჯელი გამოუტანა. World Rugby-სა და World Anti-Doping Agency-ის ერთობლივი...

Read moreDetails
თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია 05/12/2026
  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by