• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რა გაკეთდა თბილისის უსაფრთხოებისთვის პანდემიის დროს

6 years ago
კატეგორია: თბილისური ამბები
A A
რა გაკეთდა თბილისის უსაფრთხოებისთვის პანდემიის დროს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ბრძოლა covid-19-ის წინააღმდეგ გრძელდება. მსოფლიო ამ გამოწვევას კვლავ ეომება. საქართველოს, ამ პატარა ქვეყნის წარმატებებს კორონავირუსის წინააღმდეგ პაექრობაში უცხოური არაერთი მედიასაშუალება ეხმაურება და მსოფლიო აღფრთოვანებას ვერ მალავს. და მაინც, რამდენად უსაფრთხოა დღეს თბილისი? რა გზა გამოიარა მან დღევანდლამდე? რა ეტაპზეა საქართველოს დედაქალაქი? როგორ მოხერხდა ადამიანების მასის კონტროლი?

როგორც არაერთი დედაქალაქისთვის არის დამახასიათებელი, თბილისი იქცა იმ რეკომენდაციის რთულად დაცვის ცენტრად, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლისთვის უმთავრესი აღმოჩნდა – ადამიანებს დაეცვათ დისტანცია. სწორედ ეს გახდა უპირველესი მიზეზი, რის გამოც, შეიძლება ითქვას, საქართველოს დედაქალაქი დაიცალა – ადამიანებმა თავი უსაფრთხო სივრცეებს, საკუთარ სოფლებს შეაფარეს. დროთა მანძილზე ერთ სივრცეში  თავმოყრილი არაერთი შენობის, ხმაურიანი ადგილების „საცავი“ მომენტალურად შესუსტდა ადამიანებისგან. თბილისი, მეტნაკლებად, უსაფრთხო გახდა.

მოქალაქეები რეგიონებში წავიდნენ, ისინი გაიფანტნენ, მთელს საქართველოში განაწილდნენ და, ამდენად, დედაქალაქს გარკვეულმა პასუხისმგებლობებმა გვერდი აუარა. ვინაიდან ისე მოხდა, რომ ძალიან ბევრი პროცესი ერთმანეთის პარალელურად დღემდე ვითარდება, საჭირო გახდა უცხო ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება სამშობლოში. თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა არაერთი ადამიანი მიიღო. მათ ის მოქალაქეები ჩაანაცვლეს, რომლებმაც საკუთარ სოფლებს მიაშურეს. ამ პირებმა მიიღეს პირდაპირი ვალდებულებები, რომ 2-კვირიანი კარანტინი გაევლოთ, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებდა შესაბამის რისკებს. გამომდინარე იქედან, რომ ყველამ ვერ გაიაზრა სავარაუდო საშიშროება, დედაქალაქში თავი მოიყარა  მსოფლიომოვლილმა არაერთმა ადამიანმა, რომელმაც მოსალოდნელი საფრთხე თბილისში კვლავ გააცოცხლა.

სწორედ მოქალაქეების მხრიდან მომდინარე დაუმორჩილებლობის გათვალისწინებით, არაერთი სამართალდარღვევის შეჯამების შედეგად, საჭირო გახდა, რომ დედაქალაქი, სხვა სამ დიდ ქალაქთან ერთად, ჩაკეტილიყო. ამ გადაწყვეტილებამ შესაძლო გახადა, უსაფრთხოების დონე აწეულიყო. უკვე მიმდინარე კვირის ბოლოს პრემიერმინისტრი გააჟღერებს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, უნდა ადღდგეს თუ არა თბილისში შესვლა-გამოსვლა. ამისთვის საჭიროა იმის თვალსაჩინოება, რომ, ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თბილისი, მეტნაკლებად, შეძლებს უსაფრთხოების ზომების დაცვასა და შენარჩუნებას.

დღეს საქართველოს – ისევე, როგორც მსოფლიოს მოსახლეობა – გაცილებით იმედიანად არის განწყობილი. ჩვენს ქვეყანაში უკვე  რეალური მოლოდინი აქვთ, რომ   მთლიანად საქართველო სულ მალე დაამარცხებს პანდემიას. აქ ადამიანები მაისის თვის გასვლასა და ზაფხულის მოსვლას ელოდებიან, რომ თავი მშვიდად იგრძნონ.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1

ახალი ამბები

„ყურადღება, მშობლებო!“ – პედიატრი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

„ყურადღება, მშობლებო!“ – პედიატრი მიმართვას ავრცელებს

12/02/2025
სასწრაფოს ექიმებმა გადაარჩინეს ტაქსის მძღოლი, რომელსაც ინფარქტი დაემართა
ახალი ამბები

სასწრაფოს ექიმებმა გადაარჩინეს ტაქსის მძღოლი, რომელსაც ინფარქტი დაემართა

12/02/2025
“არაფერი გიჟი მე არ ვარ, შვილის სიკვდილის შემდეგ, წმინდანების ხილვა დავიწყე… მითხრეს ღვთის მადლია შენზეო – ნარკოტიკებს მოვიხმარ 30 წელია“, – მანანა გიორგობიანი
ახალი ამბები

“არაფერი გიჟი მე არ ვარ, შვილის სიკვდილის შემდეგ, წმინდანების ხილვა დავიწყე… მითხრეს ღვთის მადლია შენზეო – ნარკოტიკებს მოვიხმარ 30 წელია“, – მანანა გიორგობიანი

11/08/2025
“უსულო საგნების გადმოყრას ჰგავდა… ჯერ მამაკაცი გადმოვარდა, შემდეგ – ქალი, შემდეგ – პარკი ჩამოაგდეს და ბოლოს ბავშვის ვარდნა დავინახე, მათი ბინა გარედან იყო დაკეტილი” – ახალი დეტალები
ახალი ამბები

“უსულო საგნების გადმოყრას ჰგავდა… ჯერ მამაკაცი გადმოვარდა, შემდეგ – ქალი, შემდეგ – პარკი ჩამოაგდეს და ბოლოს ბავშვის ვარდნა დავინახე, მათი ბინა გარედან იყო დაკეტილი” – ახალი დეტალები

10/08/2025
ხანძარი თბილისში – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

ხანძარი თბილისში – არის მსხვერპლი

09/20/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In