• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, October 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გიორგი გახარია – 70 წელს ასაკს ზემოთ პენსიონერებს პენსია 30 ლარით გაეზრდებათ და 250 ლარს მიაღწევს, მაღალმთიან სოფლებში კი, 300 ლარი იქნება

6 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
რა შეზღუდვები იმოქმედებს საგანგებო მდგომარეობის დროს – პრემიერ-მინისტრის განმარტება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

70 წელს ასაკს ზემოთ პენსიონერებს პენსია 30 ლარით გაეზრდებათ და 250 ლარს მიაღწევს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა ანტიკრიზისულ ბიუჯეტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტზე ფინანსთა სამინისტრომ და ყველა ეკონომიკურმა უწყებამ სისტემურად იმუშავა.

„ეს არის სერიოზული ნაშრომი, რომლითაც გადაზღვეულია, როგორც ქვეყანაში შესაძლო ინფიცირების მეორე ტალღა, ასევე ყველა ის სოციალური რისკი, რომელიც შეიძლება, წლის ბოლომდე შეგვხვდეს. ამიტომ მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ფინანსთა სამინისტროს. განსაკუთრებით ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ამ ბიუჯეტის პარამეტრებით შევინარჩუნეთ პენსიების ზრდის ის გეგმა, რომელიც გვქონდა გამოცხადებული წლის დასაწყისიდან, რა თქმა უნდა, წლის დასაწყისში ქვეყნის ეკონომიკური პარამეტრები იყო აბსოლუტურად სხვა. ამ შენარჩუნებული მექანიზმებით, ჩვენს პენსიონერებს, 70 წელს ზემოთ, 1 ივლისიდან დამატებით გაეზრდებათ პენსია 30 ლარით, მათი პენსია მიაღწევს 250 ლარს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, მისი თქმით, მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ პენსიონერთა საპენსიო სარგებელი 300 ლარი იქნება.

„გარდა ამისა, მაღალმთიან სოფლად მცხოვრები ჩვენი პენსიონერები კიდევ უფრო მეტ პენსიას მიიღებენ და მათი საპენსიო სარგებელი იქნება 300 ლარი. რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ჩვენ მოვახერხეთ, ჩავდეთ დაზღვევის მექანიზმები, რომლებიც გარანტირებულად, ყოველწლიურად ჩვენს პენსიონერებს აძლევს შესაძლებლობას, პენსია გაიზარდოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, ზრდა იქნება დაკავშირებული როგორც ინფლაციასთან, ასევე 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის ეკონომიკური ზრდის 80 პროცენტიან მაჩვენებელთან.

„კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ არის შექმნილი და დაფიქსირებული ქვედა ჩამკეტები, არც ერთ შემთხვვევაში, ნებისმიერი ეკონომიკური ზრდის ან ინფლაციის მაჩვენებლის პირობებში, თითოეული ჩვენი პენსიონერი გარანტირებულად მიიღებს 20 ლარს 70 წლამდე, ხოლო 70 წელს ზემოთ – 25 ლარს. ეს არის ის მინიმუმი, რომელიც ჩვენს ქვეყანას შეუძლია, პენსიონერებს გარანტირებულად შესთავაზოს. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი და კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ, რომ ყოველწლიურად მეტად გავაუმჯობესოთ ჩვენი პენსიონერების მდგომარეობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, პრემიერის თქმით, მაღალმთიანის სტატუსი წელს დამატებით 58 სოფელს მიენიჭა.

„რადგან აღვნიშნეთ მაღალმთიანი სტატუსის მატარებელ რეგიონებში განსაკუთრებული პენსიის ზრდა, მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ წელს დამატებით 58 სოფელს მივანიჭეთ ეს სტატუსი და დღეის მდგომარეობით, 1800 დასახლებულ პუნქტს აქვს აღნიშნული სტატუსი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Share1Tweet1

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

“საქართველოს სურვილია, იყოს ყველა ქვეყნის მეგობარი”

“საქართველოს სურვილია, იყოს ყველა ქვეყნის მეგობარი”

12 years ago
„4 წელი არ ჰყავდა ნანახი შვილები… საქართველოში მიიჩქაროდა…“ – ცნობილია ახალგაზრდა ქალის ვინაობა, რომელიც იტალიაში ავარიით დაიღუპა

„4 წელი არ ჰყავდა ნანახი შვილები… საქართველოში მიიჩქაროდა…“ – ცნობილია ახალგაზრდა ქალის ვინაობა, რომელიც იტალიაში ავარიით დაიღუპა

2 years ago
ივნის-ივლისში საქართველოდან 4100 ტონამდე ქართული ხილ-ბოსტნეული გავიდა

ივნის-ივლისში საქართველოდან 4100 ტონამდე ქართული ხილ-ბოსტნეული გავიდა

12 years ago
„მოყვარული ფოტოგრაფი თბილისიდან“-ფოტორეპორტაჟი

„მოყვარული ფოტოგრაფი თბილისიდან“-ფოტორეპორტაჟი

7 years ago

ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10/17/2026

ბერი ანდრიას ფონდი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი წაიღო ჩემი გულის ნაწილი სოხუმში... ვიცი მამა ანდრია ჩაგიხუტებს...

მეტის ნახვაDetails
“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 10/17/2026
  • “ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს 10/15/2026
  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by