• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 26, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საქართველოში კორონავირუსზე ტესტირება ფართოვდება, ტესტის ჩატარება პოლიკლინიკებშიც იქნება შესაძლებელი

6 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
საქართველოში კორონავირუსზე ტესტირება ფართოვდება, ტესტის ჩატარება პოლიკლინიკებშიც იქნება შესაძლებელი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოში კორონავირუსზე ტესტირება ფართოვდება. ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„დღეს გარკვეულად სიახლე გახლდათ ის, რომ დამტკიცდება მთავრობის ახალი დადგენილება, რომელიც შეეხება პისიარ-ტესტირების და ზოგადად, ქვეყანაში ტესტირების კიდევ უფრო გაფართოებას. ჩვენ ტესტირების დღიური საშუალო მაჩვენებელი თებერვალში, როდესაც ვიწყებდით, გვქონდა 27, მარტში გვქონდა 73, აპრილში უკვე ავედით 473-მდე, მაისსა და ივნისში საშუალოდ დღიურად ვართ 1500-ის ფარგლებში, რაც სერიოზული გაფართოებაა, დაახლოებით ოთხჯერადი აპრილთან მიმართებით. დღეიდან ეს პროცესი კიდევ უფრო ფართოვდება და მეტი რისკჯგუფი ერთვება ტესტირებაში. რატომ?! – იმიტომ, რომ ეკონომიკის გახსნასთან და ზოგადად, შემსუბუქების პოლიტიკასთან ერთად, მზადყოფნა ჯანდაცვის, რომ ადრეულ ეტაპზე იქნას გამოვლენილი ყველა ინფიცირებული, უფრო მეტი უნდა იყოს, ტესტირება – უფრო გაფართოებული, ანუ ადამიანებს უფრო ადვილად უნდა შეეძლოთ ჩატარება. მოგეხსენებათ, ჩვენი ყოველდღიური მოწოდებაა, რომ დღეს, ადამიანმა ნებისმიერი ტემპერატურით, აუცილებელია, მიმართოს ცხელების შესაბამის ცენტრებს და უკვე ხვალ-ზეგ იქნება შესაძლებლობა, ასევე მიმართონ 25 პოლიკლინიკურ დაწესებულებას საქართველოს მასშტაბით, სადაც მათ ამბულატორიულ პირობებში ჩაუტარდებათ პისიარტესტირება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ასევე ფართოვდება შესაბამისი რისკჯგუფები, რომელთაც ტესტირება ჩაუტარდებათ. ამირან გამყრელიძის განმარტებით, საუბარია ადამიანებზე ტემპერატურითა და რესპირატორული სიმპტომებით, ანუ იმ სიმპტომებით, რაც დამახასიათებელია კორონავირუსული ინფექციისთვის. მათ შორის, საუბარია სურდოზე, სუნთქვის გაძნელებაზე და ა.შ.

„გარდა ამისა, მოგეხსენებათ, პერიოდულ ტესტირებას, მინისტრის ბრძანებით, ექვემდებარებოდნენ სამედიცინო მუშაკები. როგორც ერთ-ერთი წყარო – ექიმები, ექთნები, ისე უმცროსი სამედიცინო პერსონალი ორ კვირაში ერთხელ. ესენი იყვნენ ძირითადად კოვიდის კლინიკებისა და ცხელების კლინიკების თანამშრომლები, ასევე სასწრაფოს თანამშრომლები. აქ თანდათანობით გადავდივართ ერთკვირიან ტესტირებაზე, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი და ასევე ორ კვირაში, სხვადასხვა კლინიკის, რეანიმაციული განყოფილებებისა და ინტენსიური თერაპიის თანამშრომლები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სახლებში მყოფი, მოხუცთა სახლებში მყოფი ბენეფიციარები. მოგეხსენებათ, ამ ჯგუფს ასევე დაემატა ტრაილერების მძღოლები, რომლებიც შემოდიან საქართველოში და რადგან უკვე საქალაქო ტრანსპორტი ამუშავდა, ასევე, ემატება საქალაქო ტრანსპორტში მომუშავე მძღოლები, კონდუქტორები და იქ მომსახურე პერსონალი. თანდათანობით, მეორე ეტაპზე, უკვე პირველი ივლისიდან იქნება გაფართოების მეორე ეტაპი. 15 ივლისიდან მესამე ეტაპი და სამიზნე არის, რომ სადღაც ივლისის ბოლოსთვის ავიდეთ 3000-3500 და შემდგომ 4000-4500 ტესტირებაზე დღის განმავლობაში, რათა მოვიცვათ ყველა რისკჯგუფი. მათ შორის, მესამე ეტაპზე იქნებიან სტომატოლოგები, ფარმაცევტები, ბანკების ფრონტოფისებში მომუშავე სპეციალისტები, იგივე იუსტიციის სახლებში მომუშავე პირები, ანუ სადაც მოსახლეობასა და ადამიანებს მეტი შეხება აქვთ, რომ გამოვრიცხოთ და ამ ადამიანებს პერიოდული ტესტირება ჩავუტაროთ, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ინფექციის გავრცელება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ShareTweet

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

ქართულ ბაზარზე არსებულ 35 დასახელების პარფიუმერულ ნაწარმში ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა

ქართულ ბაზარზე არსებულ 35 დასახელების პარფიუმერულ ნაწარმში ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა

7 years ago
“წელს, მეორე კვარტალიდან კახეთში ვიწყებთ 26 მილიონიან პროექტს”

“წელს, მეორე კვარტალიდან კახეთში ვიწყებთ 26 მილიონიან პროექტს”

11 years ago
მოქალაქეებს ნასამართლობის შესახებ ცნობის აღება შსს-ს მომსახურების სააგენტოს გარდა იუსტიციის სახლებშიც შეეძლებათ

მოქალაქეებს ნასამართლობის შესახებ ცნობის აღება შსს-ს მომსახურების სააგენტოს გარდა იუსტიციის სახლებშიც შეეძლებათ

9 years ago
„პარლამენტის თავმჯდომარეობა შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვი, ვერ შევძლებდი“

კახა კალაძე – ძალიან მალე გვეცოდინება, საერთოდ გვჭირდება თუ არა ქალაქში მიკროავტობუსები

7 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by