• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, July 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მეიდნის „სურბ გევორგი“ – თბილისის უძველესი ტაძარი

9 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
მეიდნის „სურბ გევორგი“ – თბილისის უძველესი ტაძარი
18
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„სურბ გევორგის“ სომხური ეკლესია  თბილისის უძველეს უბანში, ნარიყალას ძირში მდებარეობს. ტაძარი ხანგრძლივი დროის განმავლობაში სომხური სათვისტომოს მთავარი ეკლესია იყო, და ამჟამადაც საქართველოში სომეხთა ეპარქიის საკათედრო ტაძარია. შუასაუკუნეების წყაროებში მოხსენიებულია, როგორც „კათოლიკე სურბ ასტვაწაწინ“, რაც ღვთისმშობლის კათოლიკე ეკლესიას ნიშნავს, მოგვიანებით ცნობილ მოედანზე მდებარეობის გამო მეიდნის „სურბ გევორგი“ ან „ბერდი მეწ ეკეღეცი“ ეწოდებოდა, რაც ციხის დიდი ეკლესიას აღნიშნავს.

მონღოლთა შემოსევების დროს თბილისი მრავალი სომხისთვის უსაფრთხო თავშესაფრად იქცა. ერთ–ერთი მათგანი იყო შეძლებული ვაჭარი მანაზკერტიდან, სახელად უმეკი, რომელიც თავის ოჯახთან ერთად თბილისში გადმოვიდა.

ტაძრის დასავლეთ კედელზე სომხური წარწერა ყოფილა, მაგრამ ჩვენამდე არ მოუღწევია. წარწერის თანახმად, რომლის შესახებაც ცნობა  გაზეთ „არარატის“ 1850 წლის ერთ-ერთ გამოცემაშია დაცული, ღვთისმშობლის ტაძარი აქ უმეკის თაოსნობით 1251 წელს აშენდა.

შუასაუკუნეებში თბილისის სურბ გევორგის ეკლესიასთან კალიგრაფიული სკოლა არსებობდა, რომლის პირველი ცნობილი ხელნაწერი, მე-14 საუკუნის სახარება, ვენეციაში ინახება.

მე-17 საუკუნის დასაწყისში შაჰ აბას I-ის შემოსევების დროს ეკლესიის მიდამოები მაჰმადიანებმა დაიპყრეს. 1770-იან წლებში ერეკლე II-ს  მეიდნის ეკლესია კვლავ სომხებისთვის დაუბრუნებია. ამ დროიდან მოყოლებული ხალხი მას ხშირად სურბ გევორგს უწოდებდა, რათა ნორაშენის სურბ ასტვაწაწინისგან გაერჩიათ.

ეკლესიის ეზოში დასაფლავებულნი არიან სხვადასხვა პერიოდის სომეხი მოღვაწეები, სასულიერო და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, სავარაუდოდ, ტაძრის ამშენებელი უმეკი და მისი მოგვარეები. აქ დაკრძალულთაგან ცნობილია ერეკლე მეფის კარის პოეტი და მომღერალი საიათ-ნოვა.

2014 წელს ეკლესიის შიგნით, დასავლეთ ნაწილში მიწაში ჩადგმული ქვევრი და თონე აღმოაჩინეს – სავარაუდოა, რომ შენობის ადგილას ძველად საცხოვრებელი სახლი უნდა ყოფილიყო. სამშენებლო სამუშაოებთან ერთად, რომელშიც ქართველი და სომეხი კოლეგები მონაწილეობდნენ, დასრულდა ფრესკების რესტავრაცია.

ტაძარში ლოცვა რეგულარულად ტარდება. კვირა დილით ტაძრის შიდა აივანზე შეკრებილ მომღერალ ქალთა გუნდი და საეკლესიო მუსიკა გულგრილს არავის დატოვებს. სურბ გევორგის კარი ყოველთვის ღიაა როგორც ადგილობრივი სტუმრებისთვის, ასევე უცხოელებისთვის.

წყარო: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის კარენ მათევოსიანის კვლევის მიხედვით

armenianchurch.ge

მარიამ ქალებაშვილი

 

Share7Tweet5

ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა
ახალი ამბები

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026
„წმინდა ნექტარიოს ეგინელს წირვის დროს ეკეთა…“ – სასწაულმოქმედი სარტყელი თბილისშია
ახალი ამბები

„წმინდა ნექტარიოს ეგინელს წირვის დროს ეკეთა…“ – სასწაულმოქმედი სარტყელი თბილისშია

07/14/2026
„შინ დაბრუნდი და ეგ წყალი შეინახე, იგი ციებით შეპყრობილთ განკურნავსო…“ – ახტირის ღვთისმშობლის ხატის სასწაულები
ახალი ამბები

„შინ დაბრუნდი და ეგ წყალი შეინახე, იგი ციებით შეპყრობილთ განკურნავსო…“ – ახტირის ღვთისმშობლის ხატის სასწაულები

07/14/2026
იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

07/01/2026
შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • 15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ 07/15/2026
  • იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა 07/15/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 07/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by