• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“სამსახიობო პროფესია ჩემთვის ყველაზე მრავალფეროვანი საქმიანობაა” – ანი ალადაშვილის პერსონა

5 years ago
კატეგორია: პერსონა
A A
“სამსახიობო პროფესია ჩემთვის ყველაზე მრავალფეროვანი საქმიანობაა” – ანი ალადაშვილის პერსონა
20
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ცხოვრებაში საკუთარ გზასა და საკუთარ პროფესიას ჩვენ თავად ვირჩევთ. ერთისთვის უინტერესი საქმიანობა მეორესთვის ცხოვრების მთავარი ხაზია. საკუთარ სფეროში ყველას ჩვენივე ისტორიები გვაქვს, გვაქვს ამბები, წარმატებები და წარუმატებლობები. ანი ალადაშვილისთვის პროფესია სცენასთან არის დაკავშირებული. ის მსახიობია და ყოველდღიურობაც თეატრს ეხება. ბუნებრივია, მასაც აქვს საწყისი ეტაპი და აქვს მოცემულობა, რომელშიც დღეს იმყოფება.

ანიმ   თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, კერძოდ, დრამის ფაკულტეტი დაამთავრა. დეტალებზე ის “თბილისი თაიმსს” თავად ესაუბრება.

 “სამსახიობო პროფესიას რაც შეეხება, ჩემთვის პირადად ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანი საქმიანობაა, რომელიც გაძლევს საშუალებას, ხელოვნების სხვადასხვა დარგთან ერთდროულად გქონდეს შეხება. ეს პროფესია, ფაქტობრივად, ადამიანის ბუნებას, ცხოვრების წესს ნიშნავს და არა უბრალოდ სამსახურს, რომელშიც მექანიკურად აკეთებ საქმეს. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მსახიობიც, თეატრიც და, ზოგადად, კულტურა ნაკლებ დაფასებულია, ამიტომ ძალიან დიდი ძალისხმევა, ენერგია იხარჯება იმაზე, რომ, ელემენტარულად, ვიარსებოთ, როცა შეიძლება, ეს რესურსი განვითარებას მოვახმაროთ”.

დღეს შენი პროფესიით რას საქმიანობ?

დღესდღეობით ვარ თავისუფალი თეატრის დასის წევრი. საკურსო სპექტაკლი, გიორგი შალუტაშვილის დადგმული „ხედი ხიდიდან“ სწორედ ამ თეატრის სცენაზე ვითამაშეთ. შემდგომ უკვე 2007 წელს ავთო ვარსიმაშვილის სპექტაკლით  – „ღმერთო, დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები“ შევუერთდი ჩვენი თეატრის გუნდს. 2014 წლიდან ვთანამშრომლობ ფინეთში დაფუძნებულ საერთაშორისო თეატრალურ კომპანიასთან – sadsongskomplex. თავისუფალმა თეატრმა ამ კომპანიასთან ერთად რამდენიმე პროექტი განახორციელა, მათ შორის, მონოსპექტაკლი – „ჯულიეტა, ჯულიეტა“.    ასევე, რამდენიმე სპექტაკლი მაქვს ნათამაშები ახმეტელისა და მარჯანიშვილის სახელობის თეატრებში.

თეატრის გარდა – სხვაგან თუ გითამაშია, მაგალითად, ფილმში, სერიალში?

კინოსა და სერიალებს რაც შეეხება – გამოვყოფდი GDS-ის სერიალს –  „ქერჩი, დაკარგული გმირები“ და „ღამის შოუ სტუდიის“ პროექტს – „გოგონა გარეუბნიდან,Med ER“  ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს ორივე პროექტთან.

აღმიწერე – როგორ ქმნის ანი საკუთარ ერთ როლს?

როლის შექმნის დროს, პირველ ყოვლისა, აუცილებელია, რომ გამიტაცოს ამ როლმა, დამაინტერესოს, რომ მთელი სულითა  და გულით მივეცე სამუშაოს. ასეთ დროს ყველაფერი უფრო ბუნებრივი დინებით მიდის და მუშაობა ნაყოფიერია. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეჟისორს, ვინც დგამს სპექტაკლს. თუ რეჟისორმა ზუსტად იცის, რას მოითხოვს შენგან და ამასთანავე თავისუფლებას გაძლევს, რომ ბევრი სხვადასხვა რამ სინჯო, ამაზე უკეთესი არაფერია. ასევე, პარტნიორისგან თუ მოდის მუხტი, თუ კარგი ტანდემი შედგება – უკვე ნახევარი საქმე გაკეთებულია.

ალბათ, დროსა და გამოცდილებას მოაქვს ეს. უკვე მრავალი წელია, თავისუფალ თეატრში ვარ და ყველა ახლოს ვიცნობთ ერთმანეთს, ვმეგობრობთ და ეს გარემო მუშაობის დროს ძალიან მეხმარება. ყოველთვის საინტერესოა ჩემთვის ბატონ ავთოსა და ჩვენი დასის წევრებთან მუშაობა, ყოველთვის ვიცი, რომ რაღაც ახალი და განსხვავებული იქნება.

კიდევ რით ხარ დაინტერესებული?

თეატრის გარდა, დაკავებული ვარ საბავშვო თეატრალურ სტუდია „თეა-ტრით“. ბავშვებს პლასტიკის, სასცენო მოძრაობის გაკვეთილებს ვუტარებ.  მიხარია, რომ შემიძლია, ჩემი გამოცდილება გავუზიარო მათ. ასევე, მეც რაღაცებს ვსწავლობ მათგან.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

fb-share-icon
Tweet
Share8Tweet5

ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს

11/08/2025
მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე
ახალი ამბები

“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე

09/12/2025
“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?
ახალი ამბები

“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?

05/31/2025
გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა

03/19/2025
“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია
ახალი ამბები

“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია

12/08/2024

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In