• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, October 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

როგორ მოქმედებს პანდემია საოჯახო მეღვინეობაზე – მეღვინის შეფასება

6 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
როგორ მოქმედებს პანდემია საოჯახო მეღვინეობაზე – მეღვინის შეფასება
6
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

არცთუ ისე დიდი დრო დარჩა საქართველოში რთველის დაწყებამდე. ჩვენი ქვეყანა ცნობილია მსოფლიოში მეღვინეობის კულტურითა და შესაბამისი ტრადიციებით. ის არის ერთერთი ფაქტორი, რის გამოც საქართველოს სხვადასხვა კუთხე-კუნჭულის მოსანახულებლად ისწრაფვიან. პანდემიის საუკუნეში, ამ კონკრეტულ ეტაპზე საქართველო შიდა ტურიზმის ხელშეწყობისკენ მკვეთრ ნაბიჯებს დგამ.

აქ საოჯახო მეღვინეობა განსაკუთრებულად საინტერესო და აქტუალურია. როგორ ემზადებიან მეღვინეები შემოდგომისთვის? „თბილისი თაიმსს“ „ველის ვაინის“ დამფუძნებელი და მეღვინე, გეგა ქათამაძე ესაუბრა.

რას აწარმოებთ და რა მიზნებზე ხართ ორიენტირებულნი?

„ველის ვაინი“ არის საოჯახო მეღვინეობა, რომელიც აერთიანებს საოჯახო მარანსა და საოჯახო ვენახებს, რომელიც მდებარეობს გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში.

„ველის ვაინი“ კომპანიად ჩამოყალიბდა 2019 წელს. რაც შეეხება ღვინის წარმოებას, თეთრ ღვინოს ვაწარმოებთ „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ყურძნის ჯიშებისაგან, ხოლო  წითელ ღვინოს „საფერავის“ ყურძნის ჯიშისაგან. ვაწარმოებთ როგორც ევროპულ, ასევე, კახურ ტრადიციულ ღვინოს ქვევრში.

ღვინოს ვამზადებთ საოჯახო ვენახში ჩვენივე მოყვანილი ყურძნისაგან, რომელიც მდებარეობს ალაზნის ველის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო ეს ყოველივე გვაძლევს იმის საშუალებას, რომ  ღვინო ვაწარმოოთ მორჩეული და საუკეთესო ყურძნის მტევნებისაგან.  საოჯახო მარანი  1915 წელს არის აშენებული. ამ პერიოდიდან მოყოლებული, ჩვენი წინაპრები ამ მარანში აყენებდნენ კახურ ტრადიციულ ღვინოს. სწორედ ეს გახდა ჩვენი მოტივაცია, გაგვეგრძელებინა ოჯახური ტრადიცია. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი და,  რა თქმა უნდა, ნატურალური, მაღალი ხარისხისა და ღირსების მქონე ღვინის წარმოება.

პანდემიის ფონზე როგორ დაუკავშირდა თქვენი საქმიანობა შიდა ტურიზმის ხელშეწყობას?

ამ ეტაპისთვის, ჩვენი მარანი ვერ იღებს დამთვალიერებლებს, რადგან მარანს ეტაპობრივად უტარდება რეაბილიტაცია. აქედან გამომდინარე, ეს არის შემაფერხებელი ფაქტორი, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ, გავაცნოთ ჩვენი ოჯახური ღვინის წარმოების ტრადიცია და საქმიანობა როგორც ქართველ, ასევე, უცხოელ სტუმრებს.


რთველისთვის როგორ ემზადებით და რა შედეგებს ვარაუდობთ?

რაც შეეხება რთველისთვის მოსამზადებელ პერიოდს – დავასრულეთ მწვანე ოპერაციები და ვენახის შეწამვლითი სამუშაოები, კვლავ დაგვრჩა რამდენიმე პროცედურა ჩასატარებელი, რომელიც გულისხმობს ვენახში ბალახისა და ზედმეტი ფოთლების მოცილებას, რათა სიმწიფის პერიოდში ყურძნის მტევნებამდე მარტივად მიაღწიოს მზის სხივებმა. ამ ეტაპისთვის, ვვარაუდობთ, რომ კარგი მოსავალი გვექნება წელს. იმედს ვიტოვებთ, რომ სტიქიური მოვლენები არ შეგვიშლიან ხელს ყურძნის დამწიფებამდე.

უცხოელებთან თქვენი კონტაქტის შესახებ რას გვეტყვით?

ჩვენი ერთერთი მთავარი გამოწვევაა, რომ ჩვენი ღვინო გაიცნონ როგორც შიდა ბაზარზე, ასევე, საქართველოს საზღვრებს გარეთ. გვაქვს კომუნიკაცია რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელთან მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებების მხრივ ხელი შეგვიშალა პანდემიის გამო მსოფლიოში შექმნილმა ვითარებამ. იმედი გვაქვს, ძალიან მალე შევძლებთ, გავცდეთ საზღვრებს და გავაცნოთ ქართული ღვინის უპირატესობები მსოფლიოს.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Share2Tweet2

ახალი ამბები

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს
ახალი ამბები

კარგი სიახლე პენსიონერებისთვის – მთავრობის გადაწყვეტილებით, პენსიები კიდევ იზრდება

10/12/2026
ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025

საინტერესო

სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება

სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება

6 years ago
ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ახალი უფროსი წარადგინა

ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ახალი უფროსი წარადგინა

13 years ago
“ჩვენს მშენებლებს არ მოუწევთ უცხოეთიდან პროდუქციის შემოტანა”

“ჩვენს მშენებლებს არ მოუწევთ უცხოეთიდან პროდუქციის შემოტანა”

11 years ago
თინა ხიდაშელი: “ველოდებით ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სასარგებლო და პროდუქტიულ ვიზიტს”

თინა ხიდაშელი: “ველოდებით ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სასარგებლო და პროდუქტიულ ვიზიტს”

11 years ago

ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

„გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10/17/2026

ბერი ანდრიას ფონდი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი წაიღო ჩემი გულის ნაწილი სოხუმში... ვიცი მამა ანდრია ჩაგიხუტებს...

მეტის ნახვაDetails
“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 10/17/2026
  • “ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს 10/15/2026
  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by