• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, June 27, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ჩვენ შოვიდან 30 კმ-ით ვართ დაშორებული და წარმოიდგინეთ, მდინარემ ცხედარი ჩვენი სახლის სიახლოვეს ჩამოიტანა” – სტიქიისას დაღუპული ნიკა ჩალაძის ოჯახს დახმარება სჭირდება

3 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
“ჩვენ შოვიდან 30 კმ-ით ვართ დაშორებული და წარმოიდგინეთ, მდინარემ ცხედარი ჩვენი სახლის სიახლოვეს ჩამოიტანა” – სტიქიისას დაღუპული ნიკა ჩალაძის ოჯახს დახმარება სჭირდება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

38 წლის ნი­კო­ლოზ ჩა­ლა­ძე შოვ­ში კო­ტე­ჯე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე ორ მე­გო­ბარ­თან ერ­თად მუ­შა­ობ­და, როცა მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვა. ნი­კას ცხე­დარს რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ მაშ­ვე­ლე­ბი, ბო­ლოს ის წყალ­მა სტი­ქი­ის ეპი­ცენ­ტრი­დან 30 კი­ლო­მეტრში, მისი სახ­ლის ახ­ლოს ჩა­ი­ტა­ნა და მდი­ნა­რის ნა­პირ­ზე გა­მო­რი­ყა. ნიკა შო­ვის სტი­ქი­ი­დან მე-19 დღეს დაკ­რძა­ლეს.

ნი­კო­ლოზ ჩა­ლა­ძეს ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა – დე­მეტ­რე და და­ვი­თი. სტი­ქი­ის დროს და­ღუ­პუ­ლი კა­ცის ოჯახს დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა და სო­ცი­ა­ლუ­რი შემ­წე­ო­ბა სჭირ­დე­ბა.

“პა­ტა­რას, და­ვითს, და­უ­ნის სინ­დრო­მი აქვს, დახ­მა­რე­ბას იღებს და პროგ­რა­მა­შიც ჩარ­თუ­ლია, მაგ­რამ მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რამ­დე­ნი რამ სჭირ­დე­ბა ასე­თი ბავ­შვის მოვ­ლას. ნი­კას სურ­და ახა­ლი სახ­ლი აე­შე­ნე­ბი­ნა. მე სამ­სა­ხუ­რის გამო დე­და­ჩემ­თან ვარ სო­ფელ წეს­ში, ამ­ბრო­ლა­ურ­ში, ნი­კას სახ­ლი კი ონ­შია, სო­ფელ ლაგ­ვან­თა­ში, სა­დაც 14 კაცი ვცხოვ­რობთ. ახლა ოჯა­ხის მე-15 წევ­რს ვე­ლო­დე­ბით”, – ამ­ბობს ნი­კო­ლოზ ჩა­ლა­ძის მე­უღ­ლე ეკა გოგ­ლი­ძე და ნი­კას­თან 6-წლი­ან ბედ­ნი­ერ თა­ნა­ცხოვ­რე­ბა­ზე გვიყ­ვე­ბა, რო­მე­ლიც სტი­ქი­ამ ერთ წამ­ში წა­ლე­კა.

  • გთა­ვა­ზობთ ან­გა­რი­შის ნომ­რებს, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც შე­გიძ­ლი­ათ და­ეხ­მა­როთ ნიკა ჩა­ლა­ძის ოჯახს:
  • ლი­ბერ­თი ბან­კი: GE72LB0711182522606000
  • სა­ქარ­თვე­ლოს ბანკ: GE93BG0000000143172300
  • თი­ბი­სი ბანკ: GE41TB7761345064300037

ეკა გოგ­ლი­ძე:

– მე და ნი­კამ ერ­თმა­ნე­თი 2016 წელს რა­ჭა­ში გა­ვი­ცა­ნით, ერთი წლის მერე კი დავ­ქორ­წინ­დით. 6 წელი ბედ­ნი­ე­რად ვცხოვ­რობ­დით, ხან ჩვენ­თან ვი­ყა­ვით სო­ფელ­ში, ხან ნი­კას ოჯახ­ში. ნი­კას არ ჰქონ­და სტა­ბი­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი და აღე­ბულ საქ­მე­ებ­ზე მუ­შა­ობ­და, მშე­ნებ­ლო­ბებ­ზე, ვე­ნახ­ში… ერთხანს თბი­ლის­შიც იყო, მაგ­რამ პან­დე­მია და­ი­წყო და უკან დაბ­რუნ­და. ბევ­რს წვა­ლობ­და, ძი­რი­თა­დად, მის დე­ი­დაშ­ვილ თე­მურ ჩარ­კვი­ან­თან ერ­თად მუ­შა­ობ­და, რო­მე­ლიც ასე­ვე შოვ­ში და­ი­ღუ­პა. მათ­თან მე­სა­მე ბი­ჭიც იყო, ჩვე­ნი თა­ნა­სოფ­ლე­ლი დი­მიტ­რი ფირ­ცხა­ლა­ვა. ისი­ნი იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს შოვ­ში იყ­ვნენ კო­ტე­ჯის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე. ბი­ჭე­ბი იმ ად­გი­ლას მოყ­ვნენ, სა­დაც ორი ღვარ­ცო­ფუ­ლი მასა გა­ერ­თი­ან­და. ყვე­ლა კო­ტე­ჯი ქვე­მოთ, იმ ად­გი­ლას ჩა­მო­ი­ტა­ნა, სა­დაც ისი­ნი მუ­შა­ობ­დნენ… სამს 20 წუთი აკ­ლდა, როცა ნი­კას ბო­ლოს ვე­სა­უბ­რე, მერე ფო­ტო­ე­ბიც გა­ვუგ­ზავ­ნე, მაგ­რამ არა აქვს ნა­ნა­ხი. 7 აგ­ვის­ტოს ჩვენს უფ­როს ვაჟს, დე­მეტ­რეს, და­ბა­დე­ბის დღე აქვს და რა­ღა­ცებს ვგეგ­მავ­დით. მერე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­ი­წე­რა შოვ­ში ღვარ­ცო­ფის შე­სა­ხებ და მა­შინ­ვე დავ­რე­კე, ნი­კას ეცო­დი­ნე­ბა, რა ხდე­ბა-მეთ­ქი. რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ რამე მო­უ­ვი­დო­და. დავ­რე­კე და ზარი არ გა­ვი­და. მერე ნიკა და­კარ­გუ­ლად გა­მო­ცხად­და. გული ცუდს მა­ინც არ მიგ­რძნობ­და, ვფიქ­რობ­დი, რომ ისი­ნი გა­დარ­ჩე­ნი­ლებ­თან ერ­თად იყ­ვნენ და სხვებს ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. კარ­გად ვიც­ნობ­დი ნი­კას და ბი­ჭებს და მჯე­რო­და, ხალ­ხს გა­ჭირ­ვე­ბა­ში არ მი­ა­ტო­ვებ­დნენ. მაშ­ვე­ლებ­მა ბოლო ადა­მი­ა­ნი რომ გა­მო­იყ­ვა­ნეს, მა­შინ მივ­ხვდი, რა უბე­დუ­რე­ბაც და­მა­ტყდა თავს.

მთე­ლი ღამე არა­ფე­რი ის­მო­და, ვერ­ტმფრე­ნი ვე­რა­ფერს აკე­თებ­და, გვი­ა­ნო­ბამ­დე ტე­ლე­ვი­ზორს მივ­ჩე­რე­ბო­დი, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ერ­თვე­ბოდ­ნენ და ვე­რა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია რომ ვერ მი­ვი­ღეთ, მე­ო­რე დი­ლით მი­ვე­დით იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც ლაფი იწყე­ბო­და, იმის იქით თით­ქოს სი­ცო­ცხლე შე­წყდა. ხალ­ხის გად­მოყ­ვა­ნა დამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ თით­ქოს ტყი­დან ვი­ღა­ცე­ბი გა­მო­ვიდ­ნენ კონ­ტაქ­ტზე და მჯე­რო­და, რომ ნიკა და ბი­ჭე­ბიც ტყე­ში იქ­ნე­ბოდ­ნენ. დღის ბო­ლოს ძლი­ე­რი წვი­მა და­ი­წყო, ჩა­მო­ვე­დი გლო­ლა­ში, უკვე აზრი აღარ ჰქონ­და იმა­ზე ფიქ­რს, რომ ნიკა ცო­ცხა­ლი იყო. სა­ნამ ცხე­დარს ვი­პო­ვი­დით, ის 19 დღე სულ ვფიქ­რობ­დი, ნე­ტავ არ იპო­ვონ-მეთ­ქი, მკვდარს რომ ვერ და­ვი­ნა­ხავ­დი, იმე­დი მა­ინც იქ­ნე­ბო­და, რომ სა­დღაც ცო­ცხა­ლი იყო… მივ­ხვდი, აზრი აღარ ჰქონ­და იქ დგო­მას და ლო­დინს, თუმ­ცა ჩემი მაზ­ლე­ბი და მთე­ლი სოფ­ლის ბი­ჭე­ბი იქ იყ­ვნენ. სა­ი­დან აღარ ჩა­მო­ვი­და ხალ­ხი, მიც­ვა­ლე­ბუ­ლებს ეძებ­დნენ. ყველ­გან ხდე­ბა მსგავ­სი ტრა­გე­დია, მაგ­რამ თურ­მე სა­ნამ სა­კუ­თარ თავ­ზე არ გა­მოც­დი, მა­ინც ისე მძაფ­რად ვერ აღიქ­ვამ.

ბი­ჭე­ბი წყალ­ში, მდი­ნა­რის ნა­პირ­ზე იპო­ვეს. ჩვენ შო­ვი­დან 30 კმ-ით ვართ და­შო­რე­ბუ­ლი და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მდი­ნა­რემ ცხე­და­რი ჩვე­ნი სახ­ლის სი­ახ­ლო­ვეს ჩა­მო­ი­ტა­ნა.

პა­ტა­რა ჯერ ვე­რა­ფერს ხვდე­ბა, წლი­ნა­ხევ­რი­საა, მაგ­რამ დე­მეტ­რემ იცის, რომ მამა აღარ დაბ­რუნ­დე­ბა. მა­ინც მე­კი­თხე­ბა ხოლ­მე, მამა რო­დის მო­ვაო, მაგ­რამ თან ხვდე­ბა, რომ ეს აღარ მოხ­დე­ბა. მარ­თა­ლია, დაკ­რძალ­ვას არ დას­წრე­ბია, მაგ­რამ ხა­ტე­ბის კუ­თხე­ში გა­დი­დე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი გვი­წყვია, კან­დე­ლიც ხომ გვინ­თია და… დე­მეტ­რე ყო­ველ­დღე სუ­რა­თებ­თან მი­დის, სან­თელს ან­თებს და თა­ვი­სე­ბუ­რად ლო­ცუ­ლობს. რომ და­ას­რუ­ლებს, მერე იტყვის ხოლ­მე, მამა კარ­გად იქ­ნე­ბაო. მან ჯერ არ იცის, რა არის სიკ­ვდი­ლი, 5 წლი­საა. 7 აგ­ვის­ტოს შოვ­ში ვგეგ­მავ­დით მისი და­ბა­დე­ბის დღის აღ­ნიშ­ვნას. აწი იქით რა გა­ი­ხე­დავს. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ალ­ბათ, ისევ გა­კოხ­ტავ­დე­ბა შოვი, სი­ცო­ცხლეს და­იბ­რუ­ნებს, მაგ­რამ ვინც სტი­ქი­ას შე­ე­წი­რა, მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი იქით ვე­ღარ გა­ვი­ხე­დავთ. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

ShareTweet

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა
ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია
ახალი ამბები

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა
ახალი ამბები

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026

საინტერესო

შატილში, ხვალ, სახალხო დღესასწაული “შატილობა” გაიმართება

13 years ago
სოფელ იყალთოში „ქვევრის სახლი“-ს მშენებლობა დაიწყო

სოფელ იყალთოში „ქვევრის სახლი“-ს მშენებლობა დაიწყო

11 years ago
როგორ აფასებს ილია მეორე რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ კონფლიქტს? – ინტერვიუ ფრანგულ ჟურნალთან

დღეს ილია მეორეს 85 წელი შეუსრულდა

8 years ago

რიჩარდ ნორლანდი:”საქართველოა ქვეყანა სადაც, პოლიტიკური, ეკონომიკური რეფორმები მყარ ფესვებს იდგამს”

12 years ago

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტი შიო III მივიდა. პატრიარქი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას...

მეტის ნახვაDetails
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა 06/26/2026
  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა 06/26/2026
  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by