როგორც წესი, ყოველ მომდევნო წელს ადამიანები განსაკუთრებული ემოციებით, უკეთესის მოლოდინითა და მშვიდობის რწმენით ვეგებებით, თუმცა, დღეს არის რეალობა, რომელშიც ქვეყნები და მოქალაქეები ელიან, როდის მიიწურება 2020 წელი და დადგება იმედიანი, მშვიდობიანი 2021.
არსებობს მიზეზები, რის გამოც მიმდინარე წელი ძალიან ბევრისთვის არის არასასურველი. თუმცა, მთავარი მიზეზი საერთოა – კოვიდპანდემია, რომლებმაც სახელმწიფოები, არაერთი მიმართულებით, თანაბარ ნიშნულზე განათავსა.
რწმენა, რომ როგორც ახალ წელს შეხვდები, ისეთი იქნება მიმდინარე 365 დღე, ამ წელს განსაკუთრებულად აქტუალურია. ბევრმა გადაავლო თვალი იმ მოცემულობებს, თუ როგორ შეეგება 2020-ს. ჩვეულებრივ, 2020-ში ადამიანებს თან სდევთ იმედგაცრუება, შიში, უიმედობა… ალბათ, თავდაცვის ყველაზე ეფექტური მექანიზმიც სწორედ რწმენაა – რომ 2021 გადაფარავს წინა პერიოდს და მოსახლეობაც ნელ-ნელა დამშვიდდება.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველ მომდევნო წელს ცრურწმენების თანხლებით ხვდებიან. ასე, მაგალითად, იტალიისთვის, რომელიც კოვიდპანდემიის გავრცელების ძალიან აქტიური კერა გახლდათ, დამახასიათებელი ყურძნის 12 მარცვლის მიღება ოჯახის თითოეული წევრის მიერ. ისინი ამ ტრადიციის ერთგულები არიან. გარდა იტალიისა, საახალწლო ცრურწმენა გერმანელებსაც აქვთ – ახალი წლის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე, ისინი სავარძლებზე დგებიან და იქედან გადმოხტომისას სურვილს იფიქრებენ. სურვილის ჩაფიქრება ცრურწმენის მთავარი მახასიათებელია – რწმენა, იმედი, რომ საახალწლო ღამეს ჩაფიქრებული სურვილი ასრულდება და მიმდინარე წელიც ისეთივე ენერგეტიკის, განწყობის მატარებელი იქნება, როგორც შევხვდებით 12 საათს.
სურვილს ქართველებიც ვიფიქრებთ – საეკლესიო სანთლებს ვანთებთ და ღმერთს იმის ასრულებას ვთხოვთ, რაც მთელი გულით გვინდა.
დიახ, არაერთმა სწორედ წინასაახალწლო განწყობებს, დაგროვებულ ნეგატივებსა და უიმედობას “დააბრალა”, რომ მთელი მსოფლიო ვირუსმა მოიცვა. ადამიანებს სწორედ ამიტომ აქვთ მოლოდინი, რომ დროზე მოვიდეს სურვილების ჩაფიქრების პერიოდი, რათა წინასაახალწლოდ პოზიტიური განწყობა, დადებითი მოლოდინები ჰქონდეთ და ახალი 2021 წელი იყოს ბევრად უკეთესი.






