• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, December 6, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

Lafreeo – საიუველირო სახელოსნო, რომელიც ქართულ ზღაპრებს აცოცხლებს

5 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
Lafreeo – საიუველირო სახელოსნო, რომელიც ქართულ ზღაპრებს აცოცხლებს
12
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

გემოვნება ყველას განსხვავებული აქვს. ის, რაც მოსწონს ერთს, არ შეესაბამება სხვის განწყობებს. ბავშვობა ყველასთვის განსკუთრებული და გამორჩეულად დასამახსოვრებელი პერიოდია. Lafreeo  კი უზრუნველყოფს, რომ ადამიანებმა ის მუდამ თან ატარონ. როგორ? ამის შესახებ “თბილისი თაიმსს” მისი დამფუძნებელი, თამარ ბენდელიანი ესაუბრა.

“ვფიქრობ,  პროფესიით „არ უნდა დაიღალო“, ცოტა დრო ყოველ დღე უნდა გქონდეს ღიმილისთვის, სიცოცხლისა და სიკეთისთვის. სწორედ ამ სამ კომპონენტს აერთიანებს ჩემი მინანქრის სახელოსნო, სადაც დღეს მე ვმუშაობ და ვქმნი ულამაზეს ნაკეთობებს, ცოცხალსა და მოსაუბრეს”.

როდის გაჩნდა იდეა, ამ საქმიანობით დაკავებულიყავი?

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარებისას, როცა ვეუფლებოდი ჩემს პროფესიას, სინქრონულად დავიწყე მინანქრის შესწავლა  (ხელოვნებას ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის გამორჩეული ადგილი ეკავა) და დღემდე ამ საქმეში ვარ ბოლომდე ჩაფლული.

რა გახდა იმის მოტივი, რომ ხელნაკეთი ნამუშევრები შეგექმნათ?

დღეს თითქმის ყველაფერი იყიდება ან გასაყიდად იქმნება.. და როცა ვხვდები ადამიანს, რომელიც ქმნის ისეთ რამეს, რაც მისი სულის გამოძახილია, თავისია, ვცდილობ. არ დავკარგო და მას, მის განვითარებას მუდამ ვუგულშემატკივრო. თავად ჩემთვის ეს ფაქტორი გახდა უმნიშვნელოვანესი სახელოსნოს საქმეებში. შემეძლო, ჩემი განათლების „გაყიდვით“ მეტად ადვილი და სტაბილური შემოსავალი მქონოდა, მაგრამ მე ეს გზა არ ავირჩიე, თუმცა, ეს არ ნიშნავს განათლების აუცილებლობის ვერდანახვას ჩემი მხრიდან, მეტიც.. წელს მეორედ ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ახალ პროფესიას ვეუფლები. ვფიქრობ, ადამიანი არასდროს, არასდროს უნდა გაჩერდეს, ყოველთვის უნდა იყოს ახლის ძიებაში და არ დაივიწყოს განვლილი გზა.

როგორია მუშაობის პროცესი?

თავიდან არ ვიცოდი როგორ განმევითარებინა ეს საქმე, ბევრ სტატიას ვკითხულობდი, ლიტერატურას, ვეცნობოდი ადამიანებს სხვადასხვა სფეროდან და რჩევებსაც ვიღებდი. საბოლოოდ მივხვდი, რომ ჩემს შემთხვევაში წარმატების გასაღები ჩემი გულის ძახილია, რომელსაც კარგად უნდა დავუგდო ყური და მივყვე ნაბიჯ-ნაბიჯ, სხვა ყველაფერი თავისთავად გამოვა.

ნაკეთობებში ყოველთვის ჩანს შემქმნელის ხასიათი, სულიერი მდგომარეობა, აზრები, მისწრაფება. ჩემს შემთხვევაშიც ასეა. მიუხედავად შეკვეთებისა, მე მაინც ვახერხებ, გამოვნახო თავისუფალი დრო და შევქმნა ნაკეთობები ჩემი ხელწერით. მიყვარს წიგნები, პოეზია ბუნება და მისი თითოეული კომპონენტი აღფრთოვანებას იწვევს ჩემში. მე და ჩემი „ოქროსთმიანი“ ბიჭი – იოანე მცენარეებს ვაგროვებთ და ვუვლით, მას მათ სიყვარულს ვასწავლი, რადგან არ მეგულება ბუნებაზე შეყვარებული „ცუდი“ ადამიანი.

ნაკეთობებზე მუშაობისას გამადიდებელ ხელსაწყოს ვიყენებ, რადგან  მინიატურულ ზომებშია გამოსახულებები.

რატომ, მაინცდამაინც, ზღაპრების გმირები?

ზღაპრების ილუსტრირება ლიტერატურის სიყვარულმა დამაწყებინა. ზღაპრის  კითხვისას ადამიანი წყდება ყოველდღიურ საზრუნავს და გადადის სამყაროში, სადაც მატერიის კანონები ირღვევა. სამყაროში რომელიც ფერადია, სურვილებზე და ნატვრებზე აწყობილი, წარმოსახვით გამოკვებილი და ემოციურად აღსაქმელი.

ნაკეთობას ვქმნი და გამადიდებელი ხელსაწყოთი ვუყურებ თითოეულ დეტალს დაწყებული ტიხრებით დამთავრებული  მინანქრის ფხვნილის გრანულებით და ვხვდები, რომ ჩემი საქმე ერთი დიდი ლამაზი ზღაპარია, ამ დროს სურვილი მიჩნდება ადამიანებსაც გავუზიარო ის სილამაზე ზუსტად ისე როგორც ჩემი თვალებით ვხედავ. ამ სურვილმა დამაწყებინა ფოტოების გადაღება, ფოტოგრაფია ჩემი მუშაობის განუყოფელი ნაწილი გახდა.

“თუ ატარებ ვაჟა-ფშაველას  „შვლის ნუკრს“ გულით, ყოველთვის გაიხსენებ, თუ რა ლამაზია ბუნება, შვლის თვალით დანახული დედის ალერსი, როგორი მოსაფრთხილებელია ყველა ქმნილება.. შეხედავ ამ ყელსაბამს და შენში აუცილებლად გაჩნდება რაღაც, არ ვიცი, რა, მაგრამ ვიცი, რომ ეს რაღაც იქნება კეთილი და კარგი.. და ჩემი ბედნიერებისთვის  ეს სავსებით საკმარისია.  ამისთვის ვდგები ყოველ დღე და ჭრელ კაბებში გამოწყობილი, ყურსასმენებით კლოდ დებიუსის ნაწარმოებების ფონზე მივაბიჯებ სახელოსნოსკენ ..გზად გამუდმებულ ფიქრში; როგორ გადმოვცე  განწყობა რომელიც ჩემშია”.

მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ

fb-share-icon
Tweet
Share5Tweet3

ახალი ამბები

ლუკა კურტანიძის განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

ლუკა კურტანიძის განაჩენი ცნობილია

12/05/2025
“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ახალი ამბები

“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

12/04/2025
„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს
ახალი ამბები

„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს

12/04/2025
„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა
ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა

12/02/2025
მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა
ახალი ამბები

მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა

12/02/2025
ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში
ახალი ამბები

ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში

12/02/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • ლუკა კურტანიძის განაჩენი ცნობილია 12/05/2025
  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In