• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, May 10, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ეკრძალებათ თუ არა კორონაგადატანილებს ალკოჰოლი? ინფექციონისტების რეკომენდაცია

5 years ago
in ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
ეკრძალებათ თუ არა კორონაგადატანილებს ალკოჰოლი? ინფექციონისტების რეკომენდაცია
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ახალი წელი წარმოუდგენელია  საახალწლო სუფრისა და სასმელის გარეშე.

როგორ უნდა შევხვდეთ 2021 წელს ისე, რომ ჯანმრთელობას საფრთხე არ შევუქმნათ?

პროფესორი გიორგი ფხაკაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გვირჩევს, რომ ვისაც ინფექცია ახალი გადატანილი აქვს, სასმელის მიღებისგან თავი შეიკავონ.

„მე პირადად კორონავირუსის დამარცხებიდან ერთი თვე მაინც, რაიმე სასმელის მიღებისგან თავს შევიკავებდი, რადგან ალკოგოლში არის ეთანოლი. რაც ტოქსიკური სუბსტანციაა და ორგანიზმისთვის საშიშია. ალკოგოლს შეუძლია მოახდინოს როგორც ახლოვადიანი, ისე გრძელვადიანი ეფექტი ჩვენს ორგანიზმზე.  სამწუხაროდ კვლევები გვაჩვენებს, რომ ცოტა ალკოგოლი არ არსებობს. იმიტომ რომ ცოტა ალკოგოლიც კი სხვადასხვა ადამიანზე ცუდად მოქმედებს. განსაკუთრებით ცუდი კი ის, არის რომ ის ჩვენს იმუნურ სისტემას აქვეითებს, რაც ჩვენს ორგანიზმში ამცირებს ინფექციებთან ბრძოლის უნარს“, – გვითხრა ფხაკაძემ.

ექსპერტის თქმით, ალკოჰოლი იმითაც არის საშიში, რომ ის ჩვენს ჩვევებს ცვლის და შესაძლოა, უსაფრთხოების წესები საერთოდაც დაგვავიწყდეს.

„ალკოჰოლის მიღება ჩვენს ჩვევებს ცვლის. ანუ ნასვამ მდგომარეობაში სწორი შეფასებებისა და გადაწყვეტილებების უნარებს ვკარგავთ. თუ ვიცით, რომ პირბადის ტარება აუცილებელია, მაგრამ ალკოგოლის მიღების შემდეგ ეს გადაწყვეტილება იცვლება და შეიძლება, ყურადღება არ მივაქციოთ და დავუშვათ შეცდომა. ამიტომ საშიშია ბევრი ალკოჰოლის მიღება განსაკუთრებით კოვიდის დროს. უნდა გვახსოვდეს, რომ დისტანცია უნდა დავიცვათ და პირბადე სწორად უნდა გამოვიყენოთ“,- ამბობს ფხაკაძე.

ფხაკაძის რეკომენდაციაა, სასმელი არ მიიღონ ფეხმძიმე ქალებმა, მნიშვნელობა არ აქვს, აქვთ თუ არა მათ კორონავირუსი.

„ფეხმძიმე ქალებს მე პირადად ვურჩევ რომ სასმელი არ მიიღონ, არ აქვს მნიშვნელობა, კორონა აქვთ თუ არა. მათ სასმელს სატიკად ავუკრძალავდი და ამან შეიძლება ბავშვის ჯანმრთელობას ავნოს.

ადამიანებს, რომლებიც ალკოგოლს ჭარბი რაოდენობით დალევენ, აქვთ მაღალი რისკი,  რომ დაემართებათ ფილტვების დაავადება. პირველი ორგანო, რომელიც კორონავირუსის გამო ზიანდება, ფილტვებია და ამიტომ დალევით კიდევ ერთ საფრთხეს ვუქმნით ჩვენს ორგანიზმს.

ბოდიში, ძალიან კარგი ამბავი არაა, მაგრამ სინადვილეა.

კორონავირუსი ვინც გადაიტანა ერთი თვე ორგანიზმის  რეაბილიტაცია ხდება. ამიტომ ორგანიზმს უნდა მივცეთ იმის საშუალება,რომ ამოისუნთქოს.

არის სიტუაციები, როდესაც ადამიანმა უნდა დალიოს, ჯანდაბას, დალიეთ, მაგრამ 1 ჭიქა კარგი, ნატურალური წითელი ღვინო და მეტი არაფერი“, – ამბობს ფხაკაძე.

ფხაკაძის თქმით, უმჯობესია საახალწლო სუფრაზე მარილიანი და შაქრიანი საკვებისგან თავი მაქსიმალურად შევიკავოთ.

„საახალწლო სუფრაზე შეგვიძლია, ყველაფერი მივირთვათ, მაგრამ ცოტა რაოდენობით. მთავრი პრინციპია, რომ იყოს ნაკლებად მარილიანი. მარილი ზოგადად ადამიანის ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს. განსაკუთრებით მათზე, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადება აწუხებთ. მათ მარილი უნდა ამოიღონ რაციონიდან.  მეორე არის შაქარი, რომელიც ადამიანის ორგანიზმს ანგრევს. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ამ ორ პროდუქტს კვების რაციონიდან საერთოდ ამოვიღებდი. პირადად მე ჩაის ბოლო შვიდი წელია, უშაქროდ ვსმამ. ადრე შემეძლო, 4-5 კოვზი შაქარი ჩამეყარა ჭიქაში. და კიდევ ერთი რაც ფილტვებს ვნებს, სიგარეტია. 2021 წელი მსოფლიომ უნდა გამოაცხადოს სიგარეტის გარეშე. ყველა უნდა ეცადოს, რომ სიგარეტს თავი დაანებოს“, – ამბობს ექსპერტი.

ფხაკაძე გვირჩევს, ხილი პროდუქტის სახით მივიღოთ და არა წვენის სახით.

„მიიღეთ, ნატურალური ვაშლი, მანდარინი და ფორთოხალი. მე პირადად არ მივირთმევ ფორთოხლის წვენს. ჯობია, ფორთოხალი მიირთვათ. ხილში არსებული ბოჭკოები ჩვენი კუჭ-ნაწლავის სისტემას ემსახურება. წვენის სახით კი ჩვენ მხოლოდ შაქარს ვიღებთ. ორ ჭიქა წვენს ჩვეულებრივ დალევთ და ორ ჭიქა ფორთოხლის წვენში დაახლოებით ექვსი ცალი ფორთოხალია. ექვს ფორთოხალს რეალურად ხომ ვერ შეჭამ“, – გვირჩევს ექპერტი..

შეკითხვით, როგორ შევხდეთ ახალ წელს, ვინც კორონავირუსი უკვე გადაიტანა ან აქვს, ამ კითხვით „ფორტუნამ“ ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას მიმართა, რომელსაც კორონავირუსი ჯერ არ დაუმარცხებია. ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა და ამჟამად, სახლში გადის მკურნალობის კურსს.

გთავაზობთ ალექსანდრე გოგინავას რეკომენდაციებს ახალ წლის შეხვედრასთან დაკავშირებით.

რა პერიოდი უნდა გავიდეს კორონავირუსის გადატანის შემდეგ, რომ ალკოჰოლური სასმელი მივიღოთ.

ვისაც ახალი გადატანილი აქვს კორონვირუსი, ანუ ვინც ინფექცია, რამდენიმე დღის ან კვირის წინ დაამარცხა, რა თქმა უნდა, ალკოჰოლური სასმელის მიღება ამ ეტაპზე რეკომენდირებული არაა.

როგორი უნდა იყოს კვების რაციონი

საახალწლო სუფრა ძალიან დატვირთულია, ამიტომ ბევრი ნიგვზიანის და მწარე საკვების მიღება, რეკომენდებული არაა. აკრძალული არაფერი არაა, უბრალოდ ზომიერების ფარგლებში უნდა ვიკვებოთ. ანუ დეგუსტაციის სახით უნდა მივიღოთ საკვები და ქეიფზე უარი უნდა ვთქვათ. მოგეხსენებათ, კორონავირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ გარკვეული პრობლემები ორგანიზმში რჩება, ამიტომ არ უნდა შევუწყოთ ხელი ამ ყველაფრის გამწვავებას.

არის ისეთი პროდუქტი, რაზეც საერთოდ უარი უნდა ვთქვათ. 

ძალიან ცხიმიან ღორის ხორცს უნდა მოვერიდოთ, უნდა ვეცადოთ, უფრო მსუბუქი საკვები მივიღოთ. მაგალითად ბოსტნეული და ცილოვანი საკვები, რომლებიც ნაკლებად აღიზიანებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტს. მაგრამ რადგან ახალი წელია, შეგვიძლია, შედარებით მძიმე საკვებიც მივიღოთ, მაგრამ ჩემი რეკომენდაციაა, ორგანიზმი ძალიან არ გადავტვირთოთ.

და რა თქმა უნდა არ შეიძლება ორგანზმის სასმელით გადატვირთვა, რადგან ინფექციის გადატანის შემდეგ ალკოგოლის მიღება გარკვეული პეროდის შემდეგაც რეკომენდებული არაა. განსაკუთრებით, თუ რაიმე მედიკამენტებს ვიღებთ.

თუ გადავწყვეტთ, რომ  მცირე რაოდენობით მივიღოთ ალკოჰოლი, რომელ სასმელზე უნდა გავაკეთოთ არჩევანი.

უკეთესია შავი ღვინო მივიღოთ და ნაკლებად მივიღოთ სპირტიანი სასმელი. არაყს, კონიაკს და სპირტიან სასმელებს ნუ დავლევთ. თუ მაინცდამაინც უნდა მივიღოთ ალკოჰოლი, 50-დან 100 გრამამდე თეთრი ან შავი ღვინო მივიღოთ.

ვისაც კორონავირუსი საშუალო ან მსუბუქი ფორმით აქვთ, მათ რომელიმე საკვები ეკრძალებათ?

თუ რაიმე პრეპარატს იღებენ,  კატეგორიულად გამორიცხულია ალკოჰოლის მიღება. თუ მედიკამენტს არ იღებენ, მცირე რაოდენობით შეუძლიათა. პირადად მე ვაპირებ, ერთი ჭიქით  გავაცილო ძველი წელი და ახალი წელი მივულოცო ჩემთვის ძვირფას ადამიანებს.

Share1Tweet1

ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი
ახალი ამბები

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი
ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა
ახალი ამბები

„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

05/07/2026
გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა
ახალი ამბები

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

05/07/2026

საინტერესო

შსს-მ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნა

შსს-მ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნა

5 years ago
შსს-მ 529 აბი “კოდეინი” ამოიღო

ქართველი და ბერძენი სამართალდამცველების თანამშრომლობის შედეგად ათენში დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრია დაკავებული

8 years ago
გიორგი გახარია – მე თუ გავხდი  სისხლიანი ჯალათი, ეს ნიშნავს, რომ ესეც ჩემი ტვირთია, რომელსაც როგორმე ვატარებ

გიორგი გახარია – ყველა ინვესტორმა, დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ვალდებულია, შეასრულოს სახელფასო ვალდებულებები

7 years ago

კახა სოხაძე: შესაბამისი ლაბორატორიის არარსებობის გამო ვერ ხერხდება სურსათში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველობის დადგენა

13 years ago

ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”
ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026

"ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ინ­კა­სა­ტო­რე­ბის სა­ხე­ლით შე­სულ­მა ყა­ჩა­ღებ­მა, 3 ადა­მი­ანს ყუ­რე­ბი და თი­თე­ბი და­აჭ­რეს, რათა დიდი ფული...

Read moreDetails
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026
  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by