• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, May 19, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ხელოვანი ექიმი და მისი წარმატების ფორმულა

5 years ago
in ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, პერსონა, საზოგადოება
A A
ხელოვანი ექიმი და მისი წარმატების ფორმულა
137
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ჩვენი სიცოცხლის სადარაჯოზე მყოფი ამ თეთრფორმიანი გმირების შესახებ ჩემამდეც ბევრი დაწერილა და ზუსტად ვიცი, ამის შემდეგაც ბევრი დაიწერება. უძლევეს პროფესიებს შორის ნამდვილად თვალსაჩინო ადგილი უჭირავს სამედიცინო სფეროს და მის დაუღალავ მუშაკებს, რომლებიც საკუთარი ხელებით ებრძვიან სიკვდილს და უმეტეს შემთხვევაში მათზე გამარჯვებით სიცოცხლეს გვიხანგრძლივებენ . ექიმობა ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი და არჩევადი პროფესიაა . ამაზე ციფრებიც მეტყველებენ, თუმცა ქართული რეალობა იმასაც ხშირად გვახვედრებს, როგორ შეიძლება ნეპოტიზმა და სხვა მანიკიერებებმა ნიჭიერი თეთრხალათიანების გარეშე დაგვტოვოს.

ის სწორედ იმის ნიმუშია, როგორ არ უნდა შეუშინდე სირთულეებს და ყველა გამოწვევა საქმის უზომოდ დიდი სიყვარულით დაძლიო. გურამ ხუციშვილი 24 წლისაა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი დაასრულა და ენერგიულად აგრძელებს პროფესიულ განვითარებას. ამ ეტაპზე ავერსის კლინიკაში  პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის განყოფილებაში, ასისტენტ ქირურგად მუშაობს, თუმცა ბევრი მიზანი, კიდევ უფრო მეტი გეგმა და იდეა აქვს .

პატარა ასაკში გულში გაჩენილ ოცნებებს ფრთები შეასხა და დიდი მონდომებით, ადამიანების სიყვარულით და შრომისმოყვარეობით ახლა ზუსტად იმ სფეროშია, რომლის გარეშეც თავი ვერც კი წარმოუდგენია. ალბათ , გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ დამღლელი ოპერაციებისა და საქმიანი დღის შემდეგ დრო მუსიკისა და ტანგოს ცეკვისთვისაც რჩება. გარდა ამისა გურამი ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს, ზრუნავს საკუთარი და სხვების ჯანმრთელობაზე და აუდიტორიას სასარგებლო რჩევებს უზიარებს.ახალგაზრდა მედიცინის მუშაკი თბილისი თაიმსს ესაუბრა თავის გამოცდილებასა და პროფესიულ სირთულეებზე, ასევე ამ სფეროებით დაინტერესებულებს წარმატების ფორმულაც გაგვიზიარა :

„  ჩემს საქმეზე  როდესაც ვფიქრობ, ყოველთვის მახსენდება პატარა გურამი, მაშინ ალბათ მე-4 მე-5 კლასში ვიქნებოდი, რომელსაც წარმოედგინა საკუთარი თავი თეთრ ხალათში გამოწყობილი, კისერზე ფონენდოსკოპით, როგორ მიაბიჯებდა დიდი საავადმყოფოს დერეფანში ამაყად. პირველად ეს მრავალი წლის შემდეგ გავაანალიზე, როდესაც რეალურად დავინახე საკუთარი თავი თეთრ ხალათში ფონენდოსკოპით და მაშინ მივხვდი, რომ ოცნება ამიხდა. არვიცი რატომ, მაგრამ ექიმობის გარდა სხვა პროფესიაზე არასდროს მიფიქრია, ვგრძნობდი შინაგანად ამ მოწოდებას და ეს მოტივაციაც არასდროს განელებულა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ირგვლივ ექიმი არავინ მყოლია, როგორც ხდება ხოლმე, ოჯახში ექიმები არიან და შვილებიც ქვეცნობიერად თუ ცნობიერით აგრძელებენ მათ გზას. ჩემს შემთხვევაში რადიკალურად განსხვავებულად მოხდა ყველაფერი, მგონი ერთადერთი ექიმი ვარ ჩემს სანათესაო და საახლობლო წრეში .

  იყო ექიმი, ეს პირველ რიგში ძალიან დიდი ჯილდო და პატივია, რომელსაც ყველაფრის ფასად უნდა გაუფრთხილდე. ექიმის ღირსება და პატიოსნება ყველა მატერიაზე მაღლა უნდა იდგეს. მეორეს მხრივ, ექიმობა უდიდესი პასუხისმგებლობაა. ჩემი საყვარელი ფრაზა, რომელსაც ვფიქრობ ყველა ექიმი უნდა იყენებდეს პროფესიულ საქმიანობაში, ლათინურად ასე გამოითქმის primum non nocere, რომელიც ქართულად ნიშნავს – პირველ რიგში არ ავნო. აქედან გამომდინარე, პაციენტი ძალიან მძიმე მდგომარეობაშიც რომ იყოს, ექიმი ვალდებულია დახმარების აღმოჩენამდე დარწმუნდეს, რომ მისი ჩარევა არ ავნებს პაციენტს და სარგებელი უფრო მეტი იქნება. ექიმის კარიერაში წარმატების მიღწევა საკმაოდ რთულია, ალბათ ისევე, როგორც სხვა დარგებში. თუმცა ჩვენს ქვეყანაში მაინც შემორჩენილია ის მახინჯი ტრადიციები, რასაც ნეპოტიზმი ჰქვია. ეს მედიცინაში საკმაოდ ხელშესახებად შევიგრძენი. მახსენდება ერთი შემთხვევა, მაშინ ალბათ მე-3 კურსზე ვიყავი, როდესაც ერთ-ერთ კლინიკის საოპერაციოში ვესწრებოდი ოპერაციას. მინდა გითხრათ, მაშინ იმდენად დიდი იყო იმის სურვილი, რომ ოპერაციებზე დასწრების შანსი მქონოდა და ცალი თვალით მაინც დამენახა როგორ მუშაობდნენ ქირურგები, რომ საოპერაციოს სანიტრად დავიწყე მუშაობა. იქ მყოფ თანამშრომლების უმეტესობას უკვირდა ერთადერთი ბიჭი სანიტარი ვიყავი. ამ დროს ერთხელ შემამჩნია ერთმა ქირურგმა და მკითხა თუ მქონდა სურვილი რომ ოპერაციაზე მათ გვერდით ვმდგარიყავი, ისე გამიხარდა თავი ნამდვილი ქირურგი მეგონა, თუმცა ოპერაციის დასაწყისში როდესაც მთავარი ქირურგი შემოვიდა საოპერაციოში, დამინახა თუ არა, მისი პირველი კითხვა იყო – “ შენ ვისი ბიჭი ხარ?”. იმ დღის მერე მის ოპერაციებზე ისევ სანიტრის როლი მერგო. თუმცა ვთვლი, რომ დაუღალავი შრომით და დასახული მიზნისკენ მუხლჩაუხრელი სწრაფვით ყველაფერი შესაძლებელია. მთავარია არ გაჩერდე.

ამჟამად პლასტიკური ქირურგიის განყოფილებაში ვმუშაობ, დილა იწყება ოპერაციებით. დღეში რამდენიმე ოპერაცია გვაქვს. ხანდახან ხდება ისეც, რომ ოპერაცია 12-15 საათს გრძელდება და სახლში გვიან ღამით ვბრუნდები, რა თქმა უნდა უდიდესი კმაყოფილების გრძნობით. როგოც წესი, შუადღით ვამთავრებთ ოპერაციებს და როდესაც სახლში ვბრუნდები სწავლას და კითხვას ვუთმობ დარჩენილ დროს.

უნივერსისტეტში სწავლის დროს 3-4 წელი ვმუშაობდი ემერჯენსის განყოფილებაში. ეს იყო უდიდესი გამოცდილების და საექიმო უნარების გამომუშავების ღირებული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ემეჯენსულ სიტუაციებში მუშაობამ გამომიმუშავა ისეთი უნარები, როგორიცაა სწრაფად სწორი გადაწყვეტილების მიღება, გუნდური მუშაობა, პაციენტთან დამოკიდებულება და სხვა მრავალი. უამრავი პაციენტი, უძილო ღამეები, მძიმე შემთხვევები, ბევრი გადარჩენილი სიცოცხლე, ბევრი მადლიერი პაციენტი, თუმცა პირველად ემერჯენსში ვნახე ასე ახლოს  სიკვდილიც. სიმართლე გითხრათ, იმ დღეს პირველად დავფიქრდი იმაზე, სწორად გავაკეთე თუ არა არჩევანი, გავმხდარიყავი ექიმი. იმდენად დიდი იყო სინანულის განცდა დაკარგული სიცოცხლის გამო. მთელი ღამე არ მეძინა, ვფიქრობდი, თუ რა დიდი ჯილდო და ასევე უზარმაზარი ტვირთია ექიმობა. თუმცა ასევე მახსოვს, მოხუცი პაციენტები, ღიმილიანი, სითბოთი სავსე თვალებით რომ მიმზერდნენ და ხელებს მიკოცნიდნენ. ეს ჩემთვის ყოველგვარ ჯილდოსა და ხელფასზე მეტია. ეს მარწმუნებდა ჩემი ცხოვრებისეული არჩევანის სისწორეში და ყოველდღიურად მმატებდა მოტივაციას.

პლასტიკური ქირურგობა ცოტა მოგვიანებით გადავწყვიტე. დღევანდელი დღესავით მახსოვს, მაშინ ემერჯენსში ვმუშაობდი მედძმად, შუაღამე იყო, როდესაც ჩვენთან მოიყვანეს პაციენტი მნიშვნელოვანი დაზიანებით ზედა კიდურზე, საჭირო გახდა პლასტიკური ქირურგის ჩარევა. იმ ღამეს პირველად დავესწარი პლასტიკურ ოპერაციას ასისტენტის ამპულაში. იმდენად დიდი იყო შთაბეჭდილებები და განცდილი ემოცია, რომ მივხვდი ეს ზუსტად ის საქმე იყო, რასაც მთელი ცხოვრება სიამოვნებით გავაკეთებდი. ამისთვის კი უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგს თეიმურაზ გურჯიძეს, რომელმაც რეალურად მაზიარა პლასტიკურ ქირურგიას და ის ჩემს მასწავლებლად და დიდ მეგობრად დარჩება მთელი ცხოვრება. დღეს ეს დარგი უკვე საკმაოდ პოპულარულია ჩვენს ქვეყანაში და ყოველდღიურად უფრო მოთხოვნადი ხდება. მინდა ამ სფეროს ღირსეული წარმომადგენელი ვიყო და პლასტიკურ ქირურგიაში საკუთარი ხაზი მქონდეს. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.

სამედიცინო სფეროს გარდა ჩემი ინტერესის სფერო საკმაოდ ფართოა. ზოგადად ცხოვრებაში მიყვარს მრავალფეროვნება. ახალი იდეებისა და შესაძლებლობებისთვის ყოველთვის გახსნილი ვარ. ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ფიტნესს. საკუთარ გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა პრიორიტეტულია ჩემთვის და ვცდილობ ეს მოტივაცია სხვებსაც გავუღვივო. კვირაში 3-4 დღეს ვვარჯიშს ვუთმობ, რაც უკვე ცხოვრების წესას მექცა და მის გარეშე ვერ წარმომიდგენია საკუთარი თავი. ასევე თავისუფალ დროს დიდი სიამოვნებით დავდივარ ტანგოს საღამოებზე და დამღლელი დღის შემდეგ ცეკვით ვახდენ განტვირთვას. ზოგადად ნათქვამია ექიმები ხელოვანი ხალხიაო და მგონი მართლაც ასეა. ძალიან მიყვარს ფორტეპიანოზე დაკვრა, ეს უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, ეს მეხმარება გადატვირთული დღის შემდეგ მოდუნებასა და აზრების დალაგებაში. ხშირად მეკითხებიან, ექიმობას როგორ ვუთავსებ ამდენ რამეს, თუმცა ჩემი აზრით მთავარია სურვილი და მონდომება და ყველაფერი შესაძლებელია. მეტსაც გეტყვით, ეს ყველაფერი ხელს მიწყობს უკეთ ვკონცენტრირდე საკუთარ საქმეზე და უფრო პროდუქტუნარიანი ვიყო.

ვფიქრობ წარმატებისთვის აუცილებელია დაუღალავი შრომა, მდგრადი ფასეულობები და საკუთარი თავის რწმენა, მაშინაც კი, როდესაც სხვებს არ სწამთ შენი. საკუთარი თავი არასდროს არავის შეადაროთ. ყველა ადამიანს თავისი გზა აქვს წარმატებისკენ. საკუთარი თავის მოტივატორი ყოველთვის თავად ვარ. ყოველდღიურად ვცდილობ არ შევწყვიტო განვითრება და მოძრაობაში ვიყო, სულ მცირე წინ გადადგმული ნაბიჯიც მნიშვნელოვანია, მთავარია არ გაჩერდე. ჩემს განვლილ გზას რაც შეეხება, ჯერ ადრეა უკან მიხედვა და ამის შეფასება. ვთვლი, ჯერ ყველაფერი წინაა  და ჩემს სათქმელს ამ რთულსა და საინტერესო სფეროში აუცილებლად ვიტყვი ! „

მასალა მოამზადა : ანა ურუშაძემ

Share55Tweet34

ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა
ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა

05/16/2026
როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები
ახალი ამბები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა
ახალი ამბები

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა
ახალი ამბები

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
გარდაბნის ავარიაში დაღუპული ძმების ვინაობა ცნობილია
ახალი ამბები

გარდაბნის ავარიაში დაღუპული ძმების ვინაობა ცნობილია

05/14/2026

საინტერესო

“ჩვენ ახლა გვაქვს  ინვესტიციების საკმაოდ სოლიდური ზრდა” – ექსპერტი

“ჩვენ ახლა გვაქვს ინვესტიციების საკმაოდ სოლიდური ზრდა” – ექსპერტი

4 years ago
“ვემშვიდობები ამ წუთისოფელს… ბოდიში თაკო, ზაალ, ბესო და დედა” – გიორგი კეკელიძემ თვითმკვლელობა სცადა

“დეპრესია და შფოთვები ვერაგია, მაგრამ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ” – გიორგი კეკელიძის ემოციური მიმართვა საზოგადოებას 

4 years ago
შევინარჩუნებთ მყარად ლარის კურსს, იქნება მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი – ირაკლი კობახიძე

შევინარჩუნებთ მყარად ლარის კურსს, იქნება მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი – ირაკლი კობახიძე

1 year ago
ცხრა წლის ქართველი საოპერო მომღერალი ბრიტანეთის დიდი სცენიდან

ცხრა წლის ქართველი საოპერო მომღერალი ბრიტანეთის დიდი სცენიდან

7 years ago

ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა
ახალი ამბები

სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა

05/16/2026

2 დღის წინ მეტრო „სამგორში“ ტრაგედია დატრიალდა. ახალგაზრდა გოგო მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა. გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძეა. ის თსუ-ს...

Read moreDetails
როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი იყო, 20 მა­ისს 22 წლის გახ­დებოდა – ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა 05/16/2026
  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by