• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„საქმე #X“ – კავშირი საქართველოსა და სამაგიდო თამაშების სამყაროს შორის

6 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
„საქმე #X“ –  კავშირი  საქართველოსა და სამაგიდო თამაშების სამყაროს შორის
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ვისთვის იქმნება თამაშები – ისინი მხოლოდ ბავშვებისთვისაა საინტერესო? დღეს ვცხოვრობთ საუკუნეში, რომელშიც ადამიანები ირჩევენ განსაუთრებულსა და გამორჩეულს. 21-ე საუკუნეში ბევრი რამ იქმნება – მათ შორის, სამაგიდო თამაშები. „თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს GAME SPOT-ის დირექტორი და ქართული სამაგიდო თამაშის – ,,საქმე #X’’-ის იდეის და წესების ავტორი, თემო ბარელაძე პასუხობს.

რატომ გადაწყვიტეთ, გეზრუნათ ქართული თამაშების შექმნაზე?


მოგეხსენებათ, რომ სამაგიდო თამაშები ცნობილია თითქმის ყველა კულტურისა და ცივილიზაციისთვის. ისტორიულ ცნობებზე დაყრდნობით, პირველ სამაგიდო თამაშს ძველ ეგვიპტეში ჯერ კიდევ ძვ.წ. 3500-3100 წლებში თამაშობდნენ.  რაც შეეხება საქართველოს, სამწუხაროდ: ნარდის, დომინოსა და ბანქოს გარდა, ბევრისთვის უცნობია სამაგიდო თამაშების კულტურა და აღნიშნული სფერო ჯერ კიდევ არ არის განვითარებული. ჩვენი მიზანიც სწორედ ის გახდა, რომ მოგვეხდინა სამაგიდო თამაშების კულტურის პოპულარიზაცია და ამის საუკეთესო საშუალებად სწორედ ქართული სამაგიდო თამაშის შექმნა გახდა, რომელიც ყველასთვის იქნებოდა ხელმისაწვდომი, მარტივად გასაგები იმ ხიდის გამდები, რომელიც დააკავშირებს საქართველოსა და სამაგიდო თამაშების სამყაროს.

ამ მიმართულებით რამდენად დიდია მოთხოვნა ჩვენს საზოგადოებაში?

როგორც უკვე აღვნიშნე, საქართველოში ფართოდ ცნობადი მხოლოდ სამი სამაგიდო თამაშია. 2000 წლებიდან მოყოლებული, არის მცდელობა ამერიკული და აზიური სამაგიდო თამაშების დამკვიდრების, როგორიცაა: მონოპოლია, მაჯონგი, ქლუედო და სხვა. ასევე, იყო მცდელობები უცხოენოვანი თამაშების თარგმნის, რისი მაგალითიც სამაგიდო თამაში ,,მენეჯერია’’, რომელიც ითარგმნა ზემოთხსენებული ,,მონოპოლიისგან’’. მსგავსი სტილის თამაშები რატომღაც მიაკუთვნეს ბავშვებისთვის განკუთვნილ თამაშებს, რომლებსაც მოზარდები და, მით უმეტეს, ზრდასრულები არ უნდა თამაშობდნენ, რაც აბსურდულია. სამაგიდო თამაშები ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა არა მხოლოდ განტვირთვისთვის, არამედ – გონებრივი შესაძლებლობების, დედუქციური აზროვნებისა და გუნდური მუშაობის განსავითარებლად, რომლის ნათელი მაგალითია ჩვენ მიერ შექმნილი ,,საქმე #X’’, სადაც ყველაფერი მხოლოდ მოთამაშეზეა დამოკიდებული და იღბალი ან გამართლება ვერავის დაეხმარება. 2015 წლიდან იგრძნობა პროგრესი და სამაგიდო თამაშების მიმდინარეობით დაინტერესება იზრდება. იქმნება სამაგიდო თამაშების კლუბი, გამოჩნდენ კომპანიები, რომლებიც აქტიურად ამარაგებ ქართულ ბაზარს სხვადასხვა სტილის თამაშებით და ის მოსაზრება, რომ სამაგიდო თამაშებს მხოლოდ ბავშვები თამაშობენ, იმედი მაქვს, მალე წარსულს ჩაბარდება.

უფრო დეტალურად, რას გულისხმობს თამაში, რომლებსაც თქვენ ქმნით?

ამ ეტაპისთვის, GAME SPOT-ს წარმოადგენილი აქვს მხოლოდ ერთი, ლიმიტირებული სამაგიდო თამაში – ,,საქმე#X’’ – რომლის შექმნაზეც მხოლოდ ორმა ადამიანმა – თემო ბარელაძემ და ელენე ჭიღლაძემ იზრუნა. აღნიშნული თამაში არის დეტექტივის ჟანრის, სადაც მოქმედება 1920 წლის თბილისში ვითარდება. მოთამაშეთა რაოდენობა 2-6, ასაკი +12. ჩვენი თამაში აგებულია მხოლოდ ლოგიკასა და სტრატეგიულ მსჯელობაზე, აქ არ შეგხვდებათ კამათლები და ვერ დაეყრდნობით იღბალსა და გამართლებას. თამაშის ყველა კომპონენტი დამზადებულია საქართველოში და მთავარ ღირებულებას წარმოადგენს თბილისის რუკა, რომელიც 1920 წლის თბილისის იდენტურია.

რით არის ის სხვებისგან გამორჩეული?

პირველი და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ აღნიშნულ პროექტზე მხოლოდ ორი ადამიანი ვმუშაობთ. თამაშის კონცეფციის შექმნა ერთია და მისი რეალიზება და ხორცის შესხმა – მეორე. თუ გაეცნობით ჩვენს კომპანიასა და თამაშს, დაინახავთ, რომ ვიზუალური და გრაფიკული მხარე ძალიან დახვეწილია, რაც GAME SPOT-ის შეუცვლელი წევრის, ელენე ჭიღლაძის დამსახურებაა. ჩვენ არ ვაკეთებთ ცნობილი უცხოური თამაშების პლაგიატს, რომლითაც სამწუხაროდ ძალიან ბევრი ქართული კომპანიაა დაკავებული. ჩვენ ვქმნით 100% -ით ქართულს პროდუქტს, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით. მინდა,  ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ კომპანიასა და ადამიანს, რომლებიც გვერდში გვედგნენ და დაგვეხმარნენ ჩვენი მიზნების შესრულებაში.

გაამართლა თქვენმა იდეამ?

თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ გაამართლა. ჩვენ ძალიან ბევრი შეტყობინება მოგვდის, რომლის უმრავლესობაც სამადლობელო შინაარსისაა. ჩვენი თამაშით ყველა კმაყოფილია და მოუთმენლად ელიან შემდეგ პროექტებს. ეს უკუკავშირი ძალიან დიდ სტიმულს გვაძლევს და გვიბიძგებს, გავაგრძელოთ თავდაუზოგავი შრომა და კიდევ ერთხელ გავახაროთ ჩვენი მომხმარებლები. მე მჯერა, რომ ვხდებით ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს განვითარებაში წვლილი შეიტანეს და სულ მალე მსოფლიო აღიარებასაც მოიპოვებენ.

მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ

Share1Tweet1

ახალი ამბები

„უფლის წყალობით, ოპერაციას გადავრჩით!“ – ცნობილია, როდის დაბრუნდება ბექაური
ახალი ამბები

„უფლის წყალობით, ოპერაციას გადავრჩით!“ – ცნობილია, როდის დაბრუნდება ბექაური

10/28/2026
“გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს“ – ცნობილი ხდება ძმის ქორწილში მოკლული 25 წლის ბიჭის ვინაობა და ახალი დეტალები
ახალი ამბები

დააკავეს პირი, რომელმაც ახალგაზრდა ბიჭი ძმის ქორწილში მოკლა

10/28/2026
ქუთაისში 5 წლის ბავშვი აპენდიციტის ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა
ახალი ამბები

ქუთაისში 5 წლის ბავშვი აპენდიციტის ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა

10/28/2026
ლოცვა „ბარაქის ღვთისმშობლის“ წინაშე – 28 ოქტომბერს ამ ხატის დღესასწაულია
ახალი ამბები

ლოცვა „ბარაქის ღვთისმშობლის“ წინაშე – 28 ოქტომბერს ამ ხატის დღესასწაულია

10/28/2026
ქოლესტერინის კონტროლის საუკეთესო გზა – კარდიოლოგების მეთოდი
ახალი ამბები

ქოლესტერინის კონტროლის საუკეთესო გზა – კარდიოლოგების მეთოდი

10/27/2026
“გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს“ – ცნობილი ხდება ძმის ქორწილში მოკლული 25 წლის ბიჭის ვინაობა და ახალი დეტალები
ახალი ამბები

“გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს“ – ცნობილი ხდება ძმის ქორწილში მოკლული 25 წლის ბიჭის ვინაობა და ახალი დეტალები

10/27/2026

საინტერესო

შსს-მ “რუსთავი 2”-სა და “იმედში” ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინების ავტორების ვინაობა დაადგინა

13 years ago
ჟურნალისტები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას „ნუ გვესვრი!“ მართავენ

ჟურნალისტები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას „ნუ გვესვრი!“ მართავენ

7 years ago
დავავადდი მძიმე დაავადებით, რომელიც საქართველოში არ იკურნება – მიხეილ სააკაშვილი

დავავადდი მძიმე დაავადებით, რომელიც საქართველოში არ იკურნება – მიხეილ სააკაშვილი

5 years ago
თიბისიმ COVID-19-ის სწრაფი ტესტები შეიძინა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 170-მდე გაიზარდა

7 years ago

ახალი ამბები

„უფლის წყალობით, ოპერაციას გადავრჩით!“ – ცნობილია, როდის დაბრუნდება ბექაური
ახალი ამბები

„უფლის წყალობით, ოპერაციას გადავრჩით!“ – ცნობილია, როდის დაბრუნდება ბექაური

10/28/2026

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური ბაქოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული ტრავმის გამო ოპერაციას გადაურჩა. ამის შესახებ ძიუდოისტი სოციალურ ქსელში წერს....

მეტის ნახვაDetails
“გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს“ – ცნობილი ხდება ძმის ქორწილში მოკლული 25 წლის ბიჭის ვინაობა და ახალი დეტალები

დააკავეს პირი, რომელმაც ახალგაზრდა ბიჭი ძმის ქორწილში მოკლა

10/28/2026
ქუთაისში 5 წლის ბავშვი აპენდიციტის ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა

ქუთაისში 5 წლის ბავშვი აპენდიციტის ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა

10/28/2026
ლოცვა „ბარაქის ღვთისმშობლის“ წინაშე – 28 ოქტომბერს ამ ხატის დღესასწაულია

ლოცვა „ბარაქის ღვთისმშობლის“ წინაშე – 28 ოქტომბერს ამ ხატის დღესასწაულია

10/28/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „უფლის წყალობით, ოპერაციას გადავრჩით!“ – ცნობილია, როდის დაბრუნდება ბექაური 10/28/2026
  • დააკავეს პირი, რომელმაც ახალგაზრდა ბიჭი ძმის ქორწილში მოკლა 10/28/2026
  • ქუთაისში 5 წლის ბავშვი აპენდიციტის ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა 10/28/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by