• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, June 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საფრანგეთმა საქართველო ნარინჯისფერი ქვეყნების სიაში გადაიყვანა 

4 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, მოგზაურობა
A A
საფრანგეთმა საქართველო ნარინჯისფერი ქვეყნების სიაში გადაიყვანა 
17
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

2022 წლის 4 თებერვლიდან საფრანგეთმა საქართველო ნარინჯისფერი ქვეყნების სიაში გადაიყვანა. ინფორმაციას საქართველოს საელჩო საფრანგეთში ავრცელებს. განცხადებაში კოვიდვაქცინირებულთა შესვლის პირობებია განმარტული.

„ნარინჯისფერი ზონიდან შესვლა შესაძლებელია ვაქცინაციის სრული კურსის და ბოლო 48 საათში ჩატარებული PCR ტესტის ან ანტიგენზე დაფუძნებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენით.

პირი სრულად ვაქცინირებულადჩაითვლება იმ შემთხვევაში თუ:

  • Pfizer, Moderna, AstraZeneca – მეორე დოზიდან გასულია 7 დღე;
  • ერთდოზიანი ვაქცინის (Johnson & Johnson) მიღებიდან გასულია 4 კვირა;
  • COVID გადატანილი პირების აცრიდანგასულია 7 დღე (საჭიროა 1 აცრა);
  • პირებმა, რომლებიც ვაქცინირებული იყვნენ სინოფარმის (BBIBP-CorV) და სინოვაკის(CoronaVac) ვაქცინების ორი დოზით, მიიღეს ასევე Pfizer ან Moderna ერთი დოზა და გასულია 7 დღე“, – აღნიშნულია განცხადებაში. 

საფრანგეთში შესასვლელად სავალდებულოა ე.წ. ბუსტერის ქონა, თუ ვაქცინის მეორე დოზიდან გასულია 7 თვეზე მეტი. ბუსტერისგარეშე პირი არ ჩაითვლება სრულად ვაქცინირებულად და მასზე გავრცელდება ის პირობები, რაც მოცემულია ქვემოთ, არავაქცინირებულებისათვის. ამასთან, საფრანგეთში შესვლის მომენტისთვის ბუსტერდოზიდან არ უნდა იყოს გასული 9 თვეზე მეტი.

აცრილი პირების მიმართ დადგენილი ნორმები ვრცელდება მათ თანმხლებ არასრულწლოვანებზე, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი აცრილნი. თუმცა, თუ ბავშვი არ არის აცრილი, 12 წლიდან მაინც სავალდებულოა PCR ტესტის ან ანტიგენზე დაფუძნებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.

ვაქცინირებულმა პირებმა, ვაქცინაციის სერტიფიკატის და ბოლო 48 საათში ჩატარებულ PCR ან ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხის გარდა უნდა წარადგინონ შევსებული და ხელმოწერილი დეკლარაცია, იმის შესახებ, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში არ ჰქონიათ კონტაქტი კოვიდ ინფიცირებულთან და ბოლო 48 საათის განმავლობაში, არ გამოვლენიათCOVID-19 ინფექციისათვის დამახასიათებელი სიმპტომები.

ამ ეტაპზე ქართული კოვიდ სერტიფიკატის ონლაინ გადაცვლა შესაძლებელია მხოლოდ სტუდენტებისთვის. ვრცლად უცხოელი სტუდენტის მხრიდან ფრანგული სანიტარული პასპორტის (კოვიდ სერტიფიკატის) მოთხოვნის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე.

სხვა პირებს კი ქართული კოვიდ სერტიფიკატის ფრანგულ კოვიდ პასპორტზე გადაცვლის შესაძლებლობა აქვთ საფრანგეთის ტერიტორიაზე მდებარე აფთიაქებში. მოქალაქეებმა უნდა წარადგინონ პასპორტი და ვაქცინაციის სერტიფიკატი, მატერიალური ფორმით. სერტიფიკატი არ საჭიროებს აპოსტილით დამოწმებას. მომსახურება ფასიანია, ხოლო აფთიაქების სია, სადაც შესაძლებელია ამ სერვისის მიღება ხელმისაწვდომია საფრანგეთის ჯანმრთელობის სამინისტროს ვებ-გვერდზე.

კოვიდვაქცინის გარეშე შესვლის პირობები:

წითელი ზონიდან არავაქცინირებული პირის საფრანგეთში გამომგზავრება დაშვებულია მხოლოდ მითითებულ გამონაკლის შემთხვევებში:

1. საფრანგეთის მოქალაქე, ასევე, მისი პარტნიორი (დაქორწინებული, სამოქალაქო კავშირში მყოფი (Pacsée, Concubinage) და მათი შვილები.

2. ევროკავშირის და შენგენის ზონის ქვეყნების მოქალაქე, ასევე, მისი პარტნიორი დაქორწინებული, სამოქალაქო კავშირში მყოფი (Pacsée, Concubinage) და მათი შვილები, რომელთა ძირითადი საცხოვრებელი ადგილია საფრანგეთში.

3. პირები, რომლებიც ფლობენ საფრანგეთის ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქმედ ბინადრობის ნებართვას ან გრძელვადიან ვიზას და რომელთა ძირითადი საცხოვრებელი ადგილია საფრანგეთში.

4. პირები, რომლებიც ფლობენ ოჯახის გაერთიანების მიზნით გაცემულ გრძელვადიან ვიზას, ასევე, ლტოლვილის, სუბსიდიური დაცვის ან აპარტრიდის სტატუსის მქონე პირთა ოჯახის გაერთიანების მიზნით გაცემულ გრძელვადიან ვიზას.

5. საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტირების სექტორში დასაქმებული პირები ან სატრანსპორტო სერვისების შემსრულებლები, მათ შორის მძღოლები რომლებსაც გადააქვთ საქონელი აღნიშნული ტერიტორიის მიმართულებით.

6. პირები, რომლებიც დიპლომატიურ ან საკონსულო საქმიანობას ახორციელებენ, ან იმ საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლები არიან, რომლის სათაო ოფისიც მდებარეობს საფრანგეთში, ასევე, მათი მეუღლე და შვილები.

7. 24 საათზე ნაკლები დროით საერთაშორისო ზონაში მყოფი მგზავრი, ტრანზიტის განსახორციელებლად.

აღნიშნულმა პირებმა საზღვარზე უნდა წარადგინონ:

– ბოლო 48 საათში ჩატარებული PCR ტესტის ან ანტიგენზე დაფუძნებული ტესტის უარყოფითი პასუხი;

– შევსებული და ხელმოწერილი ორი დეკლარაცია, იმის შესახებ, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში არ ჰქონიათ კონტაქტი კოვიდ ინფიცირებულთან და ბოლო 48 საათის განმავლობაში, არ გამოვლენიათ COVID-19 დამახასიათებელი სიმპტომები, 7 დღის მანძილზე დარჩებიან თვითიზოლაციაში და იზოლაციის ბოლოს, საკუთარი ხარჯებით, ჩაიტარებენ PCR ან ანტიგენ ტესტს.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

Share7Tweet4

ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა
ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია
ახალი ამბები

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა
ახალი ამბები

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026
არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს
ახალი ამბები

არუნ ხათრი კიბოს, კისტების და ანთების საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

06/10/2026
მამაკაცი, რომელმაც უკრაინელი ქალს მატარებელში ყელი გამოჭრა, სასამართლომ პროცესზე წარსადგენად არაკომპეტენტურად ცნო
ახალი ამბები

მამაკაცი, რომელმაც უკრაინელი ქალს მატარებელში ყელი გამოჭრა, სასამართლომ პროცესზე წარსადგენად არაკომპეტენტურად ცნო

06/10/2026

საინტერესო

სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის ზიანის ანაზღაურების შესახებ დოკუმენტი საკრებულოს დღეს გადაეგზავნება

სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის ზიანის ანაზღაურების შესახებ დოკუმენტი საკრებულოს დღეს გადაეგზავნება

11 years ago
“ვქმნით ადამიანზე მიმსგავსებულ კარიკატურულ  თოჯინებს”-შეყვარებული წყვილი ბათუმიდან

“ვქმნით ადამიანზე მიმსგავსებულ კარიკატურულ თოჯინებს”-შეყვარებული წყვილი ბათუმიდან

7 years ago

სკოლებში ნაღმი არ აღმოჩნდა

13 years ago
IFES-ის პრეზიდენტი საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე – კანდიდატებსა და იდეებს შორის კარგი კონკურენცია არსებობს

IFES-ის პრეზიდენტი საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე – კანდიდატებსა და იდეებს შორის კარგი კონკურენცია არსებობს

8 years ago

ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა
ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026

თელავში, მართვის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების დროს, 43 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს საგამოცდო პროცესის დროს გული გაუჩერდა. მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო...

მეტის ნახვაDetails
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026
  • „მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია 06/25/2026
  • საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს 06/23/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by