• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, September 30, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მეუფე შიო – ქორწინება არის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშან-თვისება ადამიანისა, რითაც ჩვენ განვსხვავდებით პირუტყვებისგან 

4 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, რელიგია
A A
მეუფე შიო – ქორწინება არის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშან-თვისება ადამიანისა, რითაც ჩვენ განვსხვავდებით პირუტყვებისგან 
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

როდესაც ადამიანი ხელყოფს ოჯახის სიწმინდეს, შეურაცხყოფს მას, როდესაც ადამიანი აკნინებს სიტყვის ნიჭს და უარყოფს რელიგიას, რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი გონებასაც კარგავს, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა.

„ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს.

დღეს არის ოჯახის სიწმინდის დღე და გადმოგცემთ ლოცვა-კურთხევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისა, რომელმაც დააფუძნა ეს დღესასწაული. შეგვეწიოს ჩვენ, ჩვენს ოჯახებს, სრულიად საქართველოს მისი დალოცვა.

დღეს ჩვენ ვფიქრობთ, რა არის ეს სიწმინდე ოჯახისა, რატომ ვართ შეკრებილნი დღეს. ეს არ არის მხოლოდ ის გრძნობები და დამოკიდებულება, რომელიც ჩვენ გვაქვს ოჯახის მიმართ, რომელიც წარმოიშობა ოჯახში. რა თქმა უნდა, ესეც არის, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის მიზეზი. მიზეზი გახლავთ ის, რომ თვითონ ოჯახია სიწმინდე, თვითონ ოჯახია ისეთი ფორმა ყოფიერებისა, რომელიც არ არის მოგონილი და დაწესებული ადამიანის მიერ, არამედ ღვთის მიერ არის დაწესებული და მომადლებული ჩვენდამი.

თქვენ ალბათ იცით ეკლესიის სწავლება იმის თაობაზე, რომ ადამიანი შექმნილია ხატად და მსგავსად ღვთისა. მსგავსებაზე არსებობს წმინდა მამათა შეთანხმებული სწავლება, მაგრამ რაც შეეხება ხატებას, ამაზე გამოთქმულია სხვადასხვა აზრი. მამათა უმეტესობა ამბობს, რომ ხატება მდგომარეობს ადამიანის გონითობაში, ადამიანის გონებაში, მის თავისუფალ ნებაში, თვითუფლებრივობაში.

ამბობენ ასევე, რომ ეს არის სამობა ადამიანში: სული, სამშვინველი და ხორცი, სხეული. მაგრამ არიან წმინდა მამებიც, რომლებიც ასწავლიან, რომ ყოვლადწმინდა სამების ხატება გახლავთ ოჯახი. ისეთი დიდი მამები, როგორებიც იყვნენ წმინდა მეთოდიოს პატარელი, წმინდა ანასტასი სინელი და სხვები. ისინი ამბობენ, რომ პირველი ოჯახი – ადამი, ევა და მათი შვილი – ეს არის ხატება ყოვლადწმინდა სამებისა. ადამი, როგორც უშუალოდ ღმერთისგან შექმნილი, ადამი, რომელსაც არ ჰყავდა მიწიერი მიზეზი თავისი არსებობისა, ცხოვრებისა, არამედ უშუალოდ ღვთისაგან, ღვთის მიერ შეიქმნა, – არის ხატება მამა ღმერთისა, რომელიც ასევე არ არის ვინმესგან შობილი, არამედ დაუსაბამოა და თვითონ არის მიზეზი ყოველივესი; ხოლო შვილი ადამისა, ეს არის ხატება მამის მხოლოდშობილისა ძისა, ძე ღმერთისა; ევა კი, რომელიც შეიქმნა ადამისგან, გამომავალი, გამოსული იყო ადამისგან, არის ხატება ყოვლადწმინდისა სულისა. აი, ასეთი საოცარი სწავლებაა.

ამრიგად, ჩვენთვის ძვირფასია ის, რომ უშუალოდ ღმერთის დადგენილია და მას შემდეგ ყოველი ოჯახი, შეიძლება ითქვას, რომ არის ხატება ღვთისა.

გარდა ამისა, მინდა ასევე გითხრათ, რომ ქორწინება არის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშან-თვისება ადამიანისა, რითაც ჩვენ განვსხვავდებით პირუტყვებისგან. არის რამდენიმე უმთავრესი ნიშან-თვისება, ეს არის გონება, ეს არის სიტყვა, ეს არის რელიგია და ეს არის ქორწინება. ანუ ამ მხრივ, შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენთვის ძვირფასია ოჯახი, როგორც ღვთისგან ბოძებული სიწმინდე და როგორც ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშან-თვისება. და როდესაც ადამიანი ხელყოფს ოჯახის სიწმინდეს, შეურაცხყოფს მას, როდესაც ადამიანი აკნინებს სიტყვის ნიჭს და უარყოფს რელიგიას, რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი გონებასაც კარგავს. შესაბამისად, ისმის კითხვა – ასეთი ადამიანი შეიძლება იწოდოს სრულყოფილ ადამიანად?

ამრიგად, დღეს ჩვენ ვიცავთ ამ სიწმინდეს, დღეს დადგა ეს საჭიროება. ჩვენს წინაპრებს არასდროს ჰქონიათ ასეთი საჭიროება, იმიტომ რომ თავისთავად იგულისხმებოდა ეს ყველაფერი. დღეს დადგა ამის საჭიროება და ვიმეორე, ჩვენ კი არ აღვადგენთ რაიმე ძველს, ჩვენი მამა-პაპათაგან მოგონილ წესს, არამედ – უშუალოდ ღვთის მიერ მოცემულს, ჩვენ ვზრუნავთ იმისთვის, რომ დავიმკვიდროთ ჩვენი ადგილი მომავალში და არ აღვადგენთ მხოლოდ წარსულს. თუ მომავალში ეს უწმინდესი ღირებულება დაიკარგება, მაშინ ჩვენი ერიც ვეღარ იარსებებს და გადაშენდება“, – განაცხადა მეუფე შიომ.

მან ასევე აწყურის ხატის შესახებ ისაუბრა.

„დღეს, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენმა სასულიერო პირებმა და მრევლმა მოაბრძანეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის აწყურის ხატი, რომელიც განსაკუთრებული მფარველია ჩვენი ერისა.

როგორც გახსოვთ ჩვენი სათნო გადმოცემიდან, როდესაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ეცხადება წმინდა ანდრია პირველწოდებულს და უბრძანებს მას, რომ გაემართოს ჩვენს სამშობლოში საქადაგებლად, იგი ეტყვის, თან წარიტანოს ეს ხატი მისი ხელთუქმნელი. როგორც ღვთისმშობელი ბრძანებს, ეს ხატი იქნება ჩვენი ერის მფარველი უკუნისამდე. ეს წმინდა ხატი ყოფილიყოს მფარველი ჩვენი ერისა, ჩვენი ოჯახებისა; ამ ხატის მადლით გადარჩეს, გამთლიანდეს და გაძლიერდეს ჩვენი სამშობლო, ამინ!“- განაცხადა მეუფე შიომ.

Share1Tweet1

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა
ახალი ამბები

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026
13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

13 წლის მიშიკო აბაშიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

09/24/2026
20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

09/24/2026

საინტერესო

ცნობილია, ქარელში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდის ვინაობა

ცნობილია, ქარელში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდის ვინაობა

2 years ago
ალექსანდრე ჭიკაიძე ცესკო-ს თავმჯდომარეს შეხვდა

ალექსანდრე ჭიკაიძე ცესკო-ს თავმჯდომარეს შეხვდა

12 years ago
2022 წელს საქართველოს საზღვარი 1 459 546-მა რუსმა გადმოკვეთა, წლიური ზრდა 401%-ია 

2022 წელს საქართველოს საზღვარი 1 459 546-მა რუსმა გადმოკვეთა, წლიური ზრდა 401%-ია 

4 years ago

დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული ერთ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება დაუბრუნდებათ

10 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by