• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, October 19, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

დეკანოზი ლევან მათეშვილი ხმაურიან პოსტს ავრცელებს

7 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
დეკანოზი ლევან მათეშვილი ხმაურიან პოსტს ავრცელებს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

“ჩვენი საზოგადოება, სამწუხაროდ, მრავალი სტიგმით დაღდასმული და დასნებოვნებულია. მრავალი საჭირბოროტო თემა დაგროვდა ჩვენში, თუმცა ყველაფერზე, ცხადია, კომპეტენცია არ მეყოფა და არც არის საჭირო. მე ისევ ჩემი სამრეკლოდან ვიყურები და მადარდებს ის გაუცხოება, რაც ყოველდღე მატულობს ეკლესიასა და საზოგადოებას შორის”,- წერს დეკანოზი ლევან მათეშვილი საუკუთრი ფეისბუკის გვერდზე. “თბილისი თაიმსი” უცვლელად გთავაზობთ დეკანოზის პოსტს.

“ჩვენი საზოგადოება, სამწუხაროდ, მრავალი სტიგმით დაღდასმული და დასნებოვნებულია. მრავალი საჭირბოროტო თემა დაგროვდა ჩვენში, თუმცა ყველაფერზე, ცხადია, კომპეტენცია არ მეყოფა და არც არის საჭირო. მე ისევ ჩემი სამრეკლოდან ვიყურები და მადარდებს ის გაუცხოება, რაც ყოველდღე მატულობს ეკლესიასა და საზოგადოებას შორის, უფრო ზუსტად, კლირიკოსებსა და ხალხს შორის(თუმცა მავანთ ეკლესია მხოლოდ სასულიერო პირების გილდიად წარმოუდგენიათ). ბევრი პრობლემაა, მაგრამ მე მხოლოდ ერთს შევეხები, რომელიც დასაბამია მრავალის.ჩემი 14 წლიანი სამღვდელო პრაქტიკიდან ერთს შემთხვევას გავიხსენებ, რომელიც ბევრის იდენტურია, უბრალოდ, ეს იმით არის გამორჩეული, რომ ჩემი აქტივობაც ჩანს: ერთ-ერთ წესის აგებაზე, როცა დავასრულე ლოცვა, ვიქადაგე, გავეცი კითხვებზე პასუხი, ჩავალაგე სამღვდელო ჩანთა და დავემშვიდობე ჭირისუფლებს, გავედი გასასვლელში. თან გამომყვა “საქმეში ჩახედული” ოჯახის ახლობელი “შესაწირის” მოსაცემად. მის მოძრაობებზე ვხვდები, რომ სურს ხელის სწრაფი მოძრაობით ჩემს ჯიბეში ჩამიკუჭოს “ტაძრისთვის შესაწირი”. მაგრამ ჩემი უფრო სწრაფი მოძრაობით ვაჩერებ მის ხელს და ვეუბნები:რას აკეთებ? (მას ეგონა ალბათ პატიოსანი მღვდელია და ფულს არ იღებსო, მაგრამ გავუმტყუნე იმედები), დაბნეული მიყურებს. რას აკეთებ, განა რამე უპატიოსნო რამ ჩავიდინე? რამე აკრძალული? ასე რომ გერცხვინება ფულის მოცემა და გინდა რომ ჩამიკუჭო სადღაც ფული? (საბჭოეთის დროს რომ უფასო ერქვა სამედიცინო მომსახურებას და ექიმებს და ექთნებს რომ უკუჭავდნენ ჯიბეში, რადგან აკრძალული იყო). არა მამაო, უბრალოდ ტაძრისთვის მინდოდა.. მიგრძელებს კიდევ უფრო დაბნეული. ტაძრისთვის? რატო ტაძრისთვის, მე ვილოცე, მე ვიშრომე და მე კი არ მწირავ, არამედ ტაძარს? დავუძაბე უფრო. მთლად ფერი დაკარგა, აღარ იცოდა რა ეფიქრა, ამიტომ უკვე დაყვავებით ავუხსენი:მე შენთვის არ მითხოვია ფული, ჩემი შრომისთვის, რომელიც ჩემთვის საამაყოა და თუ ქრისტიანი ხარ შენთვისაც უნდა იყოს, უფალი გავალდებულებს მშრომელის დაფასებას. ამიტომ რახან გადაწყვიტე ფულის შემოწირვა პირდაპირ, ყოველგვარი უხერხულობის გარეშე,ჩაკუჭვების გარეშე, მომეცი შესაწირი, რომელიც სამარცხვინო კი არაა, არამედ რჯულის აღსრულებაა. ამ მინი ქადაგების შემდეგ ჰაერში ჩემს მიერ გაჩერებულ ხელში არსებული კუპიურა გამოვართვი და წავედი.

მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი ამგვარი სიტუაციები, მხოლოდ საქართველოში პატიოსანი მღვდელი ცხოვრობს ხელის მოძრაობის შემყურე, მხოლოდ საქართველოშია უცხო ქრისტიანებისთვის მღვდლის შენახვა, მხოლოდ საქართველოში ჰგონიათ მღვდელი მდიდარი(ერთეულების გარდა, მასობრივად მღვდლის ოჯახები სიღარიბის ზღვარზე არიან), მხოლოდ საქართელოში მღვდელს არანაირი სოციალური გარანტია არა აქვს-არც ხელფასი არც დაზღვევა. ეს ყველაფერი კი იწვევს უკურეაქციას, ნეგატიურ პრაქტიკას და ა. შ. თუნდაც მე ვარ ცუდი მღვდელი, რადგან ვმუშაობ 4 ადგილას და შესაბამისად, ვერ ვრეალიზირდები სრულიად სამღვდელო პრაქტიკაში.

Share1Tweet1

ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი
ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს
ახალი ამბები

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს
ახალი ამბები

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა

10/12/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე – დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, უფლის შეწევნით, ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული

10/12/2026
შიო მესამე – ტექნოლოგიამ, ინფორმაციის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა, ეს დიდი სიკეთეა, მაგრამ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას
ახალი ამბები

შიო მესამე – ტექნოლოგიამ, ინფორმაციის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა, ეს დიდი სიკეთეა, მაგრამ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას

10/12/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება 10/19/2026
  • ტრაგედია „გლდანი მოლში“ – ახალგაზრდა კაცი აფთიაქში გარდაიცვალა 10/19/2026
  • „გამიფრინდა ჩემი ნესტიკი…“ – ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 10/17/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by