• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, December 15, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„სავალუტო ფონდი ცდება, საქართველოში უმუშევრობის დონის ზრდა არ შეინიშნება“ – იაშა მესხია

12 years ago
კატეგორია: ანალიტიკა
A A
„სავალუტო ფონდი ცდება, საქართველოში უმუშევრობის დონის ზრდა არ შეინიშნება“ – იაშა მესხია
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნით საქართველოში ეკონომიკის ზრდის ინდექსი 2,5%-მდეა შემცირებული, უმუშევრობის დონე კი წინა წელთან შედარებით 1,7%-ით გაიზარდა, სსფ-ის ”2013 წლის ეკონომიკურ პროგნოზში”  ნათქვამია, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდის შენელება განპირობებულია შემცირებული კერძო ინვესტიციებითა და კრედიტებით. ნოდარ ხადური სსფის დასკვნას არ ენდობა და აცხადებს , რომ ეთანხმება საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნას, რადგან ამ საკითხზე კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასა და სსფ-ს შორის არ ყოფილა. მიმდინარე ეკონომიკურ მოვლენების შეფასება ”თბილისი თაიმსმა” ექსპერტ იაშა მესხიას სთხოვა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მონაცემებით საქართველოში ეკონომიკის ზრდის ინდექსი 2,5 %-მდეა შემცირებული, როცა 2013 წლის დასაწყისში იგივე მონაცემი 6%-ი იყო, ხოლო ივნისსში 4 %-იან ზრდას ვარაუდობდნენ, თქვენი აზრით რამ განაპირობა ეს ფაქტი, ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობა არის თუ არა ყოველივე ამის მიზეზი?

2013 წელს ეკონომიკური ზრდა, რომ დაგეგმილ 6 პროცენტს ვერ მიაღწევდა, ეს ცხადი იყო ჯერ კიდევ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში. მართალია, გასული წლის პირველ კვარტალში 6 პროცენტიან ზრდას ჰქონდა ადგილი, მაგრამ შემდგომ ეს ტემპი დაეცა, შემცირდა აგრეთვე უცხოური ინვესტიციების მოცულობა. იმდენად ცოტა დრო იყო დარჩენილი ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის შესადგენად, რომ ვერ მოხერხდა ახალი, უფრო რეალური ორიენტირის „ჩადება“. ვიდრე საერთაშორისო ორგანიზაციები შეცვლიდნენ თავიანთ პროგნოზებს შემცირების მიმართულებით, ექსპერტებმა და მათ შორის მეც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დავაპროგნოზეთ წლიური 2–3 პროცენტიანი ზრდა. ამის საფუძველი იყო შემდეგი გარემოებები: ისეთ მცირე ზომის ქვეყანაში როგორიც საქართველოა, საარჩევნო პერიოდში ბიზნესი ყოველთვის გადადის მოლოდინის რეჟიმში. თანაც გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მსხვილი ბიზნესი, რომელიც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 80 პროცენტს აწარმოებს, შეზრდილი იყო ხელისუფლებასთან. მეორე პრობლემა, რომელმაც ხელი შეუწყო ეკონომიკური ზრდის ტემპების შენელებას, იყო ქვეყანაში ჩამოყალიბებული ორხელისუფლებიანობა და აქედან გამომდინარე პოლიტიკური არასტაბილურობა. ახალი პარლამენტის პირველივე სხდომაზე ოპოზიციამ ბრალი დასდო ხელისუფლებას იმაში, რომ იგი ვერ ასრულებდა წინასაარჩევნო დაპირებებს, უფრო მეტიც, მათ გააჟღერეს ცრუ ინფორმაცია საბიუჯეტო კრიზისის დაწყების შესახებ. და მესამე ფაქტორი, რომელმაც განაპირობა ეკონომიკის ზრდის ტემპების შემცირება იყო ეკონომიკის გადალაგება ახალი მოთხოვნების შესაბამისად. ეს იყო ბიზნესის სრული გათავისუფლება სახელმწიფო ზეწოლისაგან, ადრე დაწყებული სამშენებლო პროექტების გადასინჯვა, ბიუჯეტის სოციალური ორიენტაციის ზრდა და სხვა. ჩემი აზრით, ყველაზე დიდი როლი მაინც რევანშიზმით გამოწვეულმა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ ითამაშა.

ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა არ ეთანხმება სსფ–ს მონაცემებს, რომელიც ამ დღეებში გამოქვეყნდა, თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია  სსფ–ის  დასკვნა?

საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მიხედავად მისი დიდი ავტორიტეტისა, შეუცდომელი არაა. პირველი შემთხვევა როდია, რომ იგი არასწორ პროგნოზს აკეთებს. გარედან მხოლოდ შიშველი ციფრები ჩანს, რაც არაა საკმარისი მაღალი სიზუსტის პროგნოზის გასაკეთებლად. ამ შემთხვევაში ფინანსთა მინისტრს ეყო გამბედაობა და თქვა ის რაც თქვა. მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს როგორი პოლიტიკური სიტუაცია ჩამოყალიბდება პრეზიდენტის არჩევნებისა და ახალი პრემიერ მინისტრის დანიშვნის შემდეგ. თუ ქვეყანაში არ დამყარდა პოლიტიკური სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპების მიღწევა პრობლემური იქნება.

რა რეკომენდაციებს მისცემდით ხელისუფლებას?

ჩემი აზრით, უფრო მეტი გაბედულობა და სისწრაფეა საჭირო რეფორმების განხორციელების კუთხით. უპირველეს ყოვლისა დასარეგულირებელია მონოპოლიზმის პრობლემა, მისაღებია შესაბამისი კანონი. გასაძლიერებელია მუშაობა საკუთრების დაცვის კუთხით. ამ მხრივ სამართლიანობის აღდგენა სრული მასშტაბით შეუძლებელია, მაგრამ ყველაზე გახმაურებულ პრობლემებს რაღაც ფორმით უნდა მოევლოს. მაქსიმალური ძალისხმევაა საჭირო უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. მარტო ახლად შექმნილი საინვესტიციო ფონდები ვერაფერს გახდებიან, თუ ამ საქმეში სრულად არ ჩაერთო მთავრობის ყველა სტრუქტურა. საბანკო სექტორი უფრო „დამთმობი“ უნდა გახდეს კლიენტების მიმართ, მაღალი მოგება ბიზნესის მთავარი ორიენტირია, მაგრამ ქვეყნის ინტერესებიც უნდა გაითვალისწინონ.

უმუშევრობის დონე საქართველოში 15%-ს აღწევს რაც, დსთის სივრცეში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია  სომხეთის შემდეგ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით ეს მაჩვენებელი მომავალი წლისთვის 17,3%-ს მიაღწევს, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქვეყანამ  ამ რიცხვების შესამცირებლად და შეიმჩნევა თუ არა ხელისუფლების მიერ რაიმე სახის ძვრები აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად?

აქ სავალუტო ფონდი ნამდვილად ცდება. უმუშევრობის დონის ზრდის არანაირი საფუძველი არ არსებობს. პირიქით, მომავალ წელს გაიზრდება დასაქმების დონე, როგორც ქალაქად, ასევე სოფლად. დაგეგმილია ახალი ინფრასტრუქტურული პროგრამები, ამუშავდებიან ინვესტიციური ფონდები, სოფლის მეურნეობაში მიმდინარე რეფორმები ხელს შეუწყობენ დასაქმებას. ტურიზმის სფეროში მიმდინარე პროგრესული ძვრები ასევე დადებით გავლენას მოახდენს დასაქმებაზე. ერთი რამ ცხადია, უმუშევრობის ბუნებრივ დონემდე დაყვანას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება. ამისათვის საჭიროა ეკონომიკის სტრუქტურული გადაწყობა, ახალი ინოვაციური საწარმოების შექმნა, კრეატიული და კონკურენტუნარიანი ბიზნესის ფორმირება, ევროკავშირთან სრულფასოვანი სავაჭრო ურთიერთობის დამყარება, მეზობელ ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების დალაგება და სხვა.

რამდენიმე დღის წინ ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზარი გაიხსნა, თქვენ როგორ აფასებთ ამ ფაქტს, თქვენი პროგნოზი როგორია? რუსული ბაზრის გახსნა თუ მოახდენს  ძირეულ ცვლილებას ქართული ეკონომიკის ზრდიის ტემპებზე და იქნება თუ არა ეს ბაზარი სტაბილური?

რუსული ბაზრის გახსნა უდავოდ დადებით გავლენა მოახდენს  ჩვენი ეკონომიკის ზრდაზე, განსაკუთრებით იგი ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას. აღორძინდება ისეთი მიტოვებული კულტურების წარმოება როგორიცაა ჩაი, დაფნა და სხვა. თუმცა ბაზარი მაინც დივერსიფიცირებული უნდა იყოს, მარტო რუსულ ბაზარზე მიბმა მაინც დიდი საფრთხის შემცველია, რადგან მისი სტაბილურობის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია.

როგორც ცნობილია, მთავრობა დაგროვებითი პენსიის რეფორმის გატარებას გეგმავს,თქვენი აზრით ,  როცა ქვეყანაში უმუშევრობის დონე ძალიან მაღალია როგორ იქნება დაბალანსებული ეს პროცესი  და რამდენად გამჭვირვალედ  მოხდება  ყოველივე ეს? 

ეს საქმე მაინც დასაწყებია, მთელი მსოფლიო (განვითარებული ქვეყნები)  ამ მოდელით მუშაობს. ვინც მუშაობს ის დააგროვებს მომავლისათვის სახსრებს, ხოლო ვინც არ მუშაობს ის მთავრობის შესანახი იქნება. ასეა თუ ისე, საპენსიო სისტემა ძირეულ რეფორმას საჭიროებს. აქ დასამალი არაფერია, რეფორმა სრული გაჭვირვალობით უნდა წარიმართოს.

ბატონო იაშა, თქვენი აზრით, მთავრობის მხრიდან დაგროვებითი პენსიის რეფორმა ხომ არ არის პოპულისტური და პიარზე გათვლილი ნაბიჯი?

არანაირი პოპულიზმი, ეს დაგვიანებულია. ამაში მე პოპულიზმის ნიშნებს ვერ ვხედავ.

არსებობს თუ არა მსგავსი პროგრამა საზღვარგარეთ?  

ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ასეთი პროგრამები არსებოს. იქმნება უზარმაზარი საპენსიო ფონდები, რომლების „აბრუნებენ“ თავისუფალ თანხებს და ზრდიან მის პირვანდელ მოცულობას.

 საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არის თუ არა მოსალოდნელი ცვლილებები ეკონომიკაში? თქვენი პროგნოზი…

ცვლილებები ეკონომიკაში მუდმივი პროცესია, გაგრძელდება მუშაობა ეკონომიკის ლიბერალიზაციის კუთხით, გააქტიურდება სტრუქტურული გარდაქმნები…და ა. შ. მაგრამ მთავარია ქვეყანაში იყოს პოლიტიკური სტაბილურობა და ცივილური ურთიერთობები.

26.10.13

ნინა პირტახია

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1

ახალი ამბები

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025
EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა
ანალიტიკა

EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა

09/29/2025
ისრაელი ირანის შეტევის მოსაგერიებლად ემზადება – უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ მოსალოდნელი საფრთხის დონე, წინა დღესთან შედარებით, გაცილებით მაღალია
ანალიტიკა

ისრაელი ირანის შეტევის მოსაგერიებლად ემზადება – უსაფრთხოების სამსახური ვარაუდობს, რომ მოსალოდნელი საფრთხის დონე, წინა დღესთან შედარებით, გაცილებით მაღალია

06/14/2025
„ქვეყანაში ქართველების წილი მცირდება“ – ვის ხარჯზე იზრდება მოსახლეობა?
ანალიტიკა

„ქვეყანაში ქართველების წილი მცირდება“ – ვის ხარჯზე იზრდება მოსახლეობა?

04/25/2025
საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ | ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო
ანალიტიკა

საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ | ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო

04/24/2025
ქორწინების ბეჭედი 33%-ით, საავადმყოფოს მომსახურება კი 22%-ით გაძვირდა | 3%-ით გაიაფდა მიცვალებულის სასახლის დამზადება
ანალიტიკა

ქორწინების ბეჭედი 33%-ით, საავადმყოფოს მომსახურება კი 22%-ით გაძვირდა | 3%-ით გაიაფდა მიცვალებულის სასახლის დამზადება

03/19/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • ცნობილია, ვინ არის ნაძალადევზე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალი 12/12/2025
  • ცნობილია, დიდ დიღომში გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა 12/12/2025
  • მარნეულში, თანასკოლელმა მე-8 კლასის მოსწავლე დანით დაჭრა – შსს-მ გამოძიება დაიწყო 12/12/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In