• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, February 1, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ჩემი ნამუშევრები ძალიან მგავს და პირდაპირ გამოხატავს ჩემს შინაგან მდგომარეობას“ – ანუკი აბაშმაძე

2 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, პერსონა
A A
„ჩემი ნამუშევრები ძალიან მგავს და პირდაპირ გამოხატავს ჩემს შინაგან მდგომარეობას“ – ანუკი აბაშმაძე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ხელნაკეთი ნივთები, აქსესუარები დღეს ძალიან ფასეული და მოთხოვნადია. ინტერესი განსაკუთრებით დიდია, თუკი ისინი ბევრისგან გამორჩეულია. ანუკი  აბაშმაძე მინისგან ფერად საოცრებებს ქმნის. შთამბეჭდავი ნამუშევრების ავტორი მიიჩნევს, რომ მინის შესაძლებლობები უსაზღვროა. ამ მხრივ მიღებულ განათლებაზე, საკუთარი ნაკეთობების მახასიათებელსა და მზადების პროცესზე, ხელოვანი „თბილისი თაიმსს“ ესაუბრა.

თავდაპირველად, გვითხარით – რას ითვალისწინებს თქვენი საქმიანობა?

ვარ მხატვრული მინის დიზაინერი. ვმუშაობ ორ ტექნიკაში, ესენია ფიუზინგის ტექნიკა, რაც მოიცავს მინის წვას ღუმელში 750- დან 850 გრადუსამდე, დამოკიდებულია – რა ნივთს ვამზადებთ და რამდენად გადამღვალი გვინდა – იყოს. ასევე, ტიფანის ტექნიკა, რაც ცივ დამუშავებას მოიცავს და მუშავდება სპილენძის ფოლგით, დეტალებიის შედუღება ხდება სარჩილავით, ასე ეტაპობრივად ხდება მთლიანი კომპოზიციის მიღება.

კონკრეტულად, რას ამზადებთ?


ვამზადებ სამკაულიდან დაწყებული – ვიტრაჟის კარ-ფანჯრით დამთავრებული. მინის შესაძლებლობები ამოუწურავია და ნებისმიერი რამ შეიძლება, დამზადდეს მისგან.

რა ეტაპები გაიარეთ, სანამ ამ საქმიანობას პროფესიონალურად შეისწავლიდით?

ვსწავლობდი ილიაუნიში კერამიკა-მონუმენტური მოხატვა- ვიტრაჟზე, სადაც პირველად მომეცა შესაძლებლობა, გავცნობოდი ამ საოცარ მიმართულებას, რასაც მინის მხატვრული დამუშავება ჰქვია. დიპლომიც დავიცავი მინის მიმართულებიც, რომლის კონცეფციაც იყო სარეცხი სარჭი და დავამზადე ბაღის ორადგილიანი სკამი ფერადი მინისა და ლითონის სინთეზში. შემდეგ ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში დიზაინის ფაკულტეტზე მინის მიმართულებით. რამდენიმე წელი კერძო მინის სახელოსნოში ვეხმარებოდი მინის ოსტატს და ეს ყველაზე დიდი გამოცდილება იყო ჩემი საქმიანობისთვის.

რა დეტალი აერთიანებს თქვენს ყველა ნამუშევარს?

ვფიქრობ, ჩემი ნამუშევრები ძალიან მგავს და პირდაპირ გამოხატავს ჩემს შინაგან მდგომარეობას. ის, რაც ცნობიერსა და ქვეცნობიერშია, ყოველთვის ჩემგან დამოუკიდებლად გადმოდის ჩემს საავტორო ნამუშევრებშიც. არასდროს ვერიდები ბევრი ფერის გამოყენებას ერთ კომპოზიციაში – მთავარია, ფერები ჰარმონიულად შეუსაბამო ერთმანეთს და რატომაც არა, იყოს ძალიან ფერადი.

მათ მხოლოდ თქვენი განწყობის და გემოვნების მიხედვით ქმნით?

რა თქმა უნდა, საავტორო ნამუშევრებიც მაქვს და ასევე აუცილებლად დაკვეთითაც ხდება დამზადება. აუცილებლად ვითვალისწინებ დამკვეთის სურვილებს და მოთხოვნებს, თუმცა, გაცილებით სასიამოვნოა, როდესაც დამკვეთი ბოლომდე განდობს და კარნახით არ გიწევს სამუშაო პროცესის შესრულება.
ძალიან მინდა, ისევ დავუბრუნდე კერამიკას და მოვახდინო ამ ორი მასალის სინთეზი ნამუშევრებში.

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

01/30/2026
„19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა
ახალი ამბები

„19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა

01/30/2026
ორი დაღუპული და ერთი დაშავებული – უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე
ახალი ამბები

ორი დაღუპული და ერთი დაშავებული – უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე

01/30/2026
100 როზგი ქორწინების გარეშე სექსისთვის და 40 ალკოჰოლის მოხმარებისთვის – ინდონეზიაში წყვილი საჯაროდ დასაჯეს
ახალი ამბები

100 როზგი ქორწინების გარეშე სექსისთვის და 40 ალკოჰოლის მოხმარებისთვის – ინდონეზიაში წყვილი საჯაროდ დასაჯეს

01/30/2026
სურსათის სააგენტოს სპეციალური განცხადება – დაილუქა 109 კგ ქათამი, რომელიც ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე იყო დაკლული
ახალი ამბები

სურსათის სააგენტოს სპეციალური განცხადება – დაილუქა 109 კგ ქათამი, რომელიც ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე იყო დაკლული

01/30/2026
„უდიდესი ტრაგედიაა… ოღონდ ეს არ გამეგო“ – ზუგდიდში მოულოდნელად გარდაცვლილ ახალგაზრდას გლოვობენ
ახალი ამბები

„უდიდესი ტრაგედიაა… ოღონდ ეს არ გამეგო“ – ზუგდიდში მოულოდნელად გარდაცვლილ ახალგაზრდას გლოვობენ

01/29/2026

კალენდარი

February 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« Jan    

სიახლეები

  • იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება 01/30/2026
  • „19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა 01/30/2026
  • ორი დაღუპული და ერთი დაშავებული – უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე 01/30/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In