თურქეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს
თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად ქალაქ ისქენდერუნში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე მ.შ. იპოვეს გარდაცვლილი. ინფორმაცია საგარეო უწყებაში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით,ცხედარი პროზექტურაშია გადაყვანილი.
დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, თურქეთში საქართველოს ოთხი მოქალაქე გარდაიცვალა.