• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, July 3, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ზაზა ვაშაყმაძე – „მოხეს სადავო შენობის წარმომავლობის დასადგენად 80 000 დოლარია საჭირო“

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ამ დროისთვის სიტუაციას სოფელ მოხეში პოლიცია აკონტროლებს, მუსლიმი თემის წარმომადგელები  სადავო შენობის გარეთ ლოცვას განაგრძნობენ და პრობლემის მოგავრების ერთადერთ გზად სამლოცველოს დაბრუნებას ასახელებენ.

მას შემდეგ, რაც მოხეს სადავო შენობაში ადგილობრივმა მუსლიმებმა ლოცვა განაახლეს ადიგენის გამგეობაში შეხვედრა გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე  ზაზა ვაშაყმაძეს, საქართველოს მუფტის მოადგილეს  ადამ შანთაძესა და ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს შორის, სადაც მუსლიმთა სამმართველომ  განმარტა, რომ აღნიშნული ქმედებები მათთან არ იყო შეთანხმებული და  ადგილობრივი მუსლიმები თვითნებურად შევიდნენ სადავო შენობაში.

14686490_1106641459432910_1763343686_n

მართლმადიდებლურმა მხარემ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა, ხელისუფლებას კი  ქმედითი ღონისძიებების გატარებისკენ, რათა თავიდან იქნეს აცილებული ძალადობა და დაპირისპირება.

„მივმართავთ სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, რომ დაიცვან სოფელ მოხესა და მიმდებარე სოფლებში მართლმადიდებელი მოსახლეობის უფლებები, რომლებიც უმცირესობას წარმოადგენენ და გამოიძიონ ვინ გეგმავს ამ პროვოკაციას და ცდილობს გამოიწვიოს დაპირისპირება ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის. მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, ამ საარჩევნო პერიოდში ნუ შეეცდებიან ადამიანთა რელიგიური გრძნობები გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური ინტერესებისთვის. იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი მუსლიმი თანამემამულეები გამოიჩენენ კეთილგონიერებას, არ აჰყვებიან პროვოკაციებს და შეწყვეტენ სადავო შენობაში თვითნებურ მოქმედებებს.“– ნათქვამია ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის განცხადებაში.

მუსლიმთა სამმართველოსგან განსხვავებით, „საქართველოს მუსლიმთა კავშირის“ წარმომადგენელი ტარიელ ნაკაიძე ვითარების დაძაბვას რელიგიის სააგენტოს მიერ შექმნილი კომისიის უმოქმედობას უკავშირებს  და  ზაზა ვაშაყმაძის პასუხიმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს. მუსლიმთა სამმართველოს კი „ფსევდო კომისიის“ დატოვებას უწევს.

tariel nakaiZe„ეს არის სახლემწიფოს მიერ კიდევ ერთი მცდელობა მუსლიმი თემის დისკრიმინაციისა. ორი წლის წინ რელიგიის საკითხთა სახლემწიფო სააგენტოს თამვჯდომარის ზაზა ვაშაყმაძის მეთაურობით შეიქმნა ფსევდო კომისია, რომელიც თითქოს გაარკვევდა სოფელ მოხეში არსებული შენობის წარმომავლობას, რაც აშკარად თვალში ნაცრის შეყრას ნიშნავდა. სამწუხაროა, რომ ამ კომისიაში შევიდა მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელობა, რომელმაც ლეგიტიმაცია შესძინა ამ უმოქმედობას. საგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები და გადაწყვეტილებები, რომელსაც სახელმწიფოს სახელით იღებს, დღითიდღე უფრო მეტად აშორებს მუსლიმ თემსა და სახელმწიფოს ერთმანეთისაგან. სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ყოველთვის ცდილობდა მუსლიმი თემის ნების წინააღმდეგ სხვადასხვა სახის ქმედებების განხორციელებას. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ამ ქმედებებს საქართველოს ხელისუფლების სახელით და მისი ქოლგის ქვეშ აკეთებს.  მოუწოდებ საქართველოს პრემიერ მინისტრს დაუყონებლივ გააუქმოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, რომელსაც არ აქვს არცერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის დადებითი რეკომედაცია. ასევე დადგეს მისი თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძის პასუხიმგებლობის საკითხი. ასევე მოუწოდებ საქართველოს საპატრიარქოს დროულად და მყისიერად იმოქმედოს თავისი წინამძღვრების მწყემსვაში და ნუ შეეცდებიან იძალადონ მუსლიმ თემზე.“-წერს პირად ფეისბუქ გვერდზე ტარიელ ნაკაიძე.

ბრალდებებს უპასუხა ზაზა ვაშაყმაძემ მთავარობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მუსლიმი თემის დიკრიმინაციაზე საუბარი ტყუილი და არასწორია,  ე.წ. მოხეს კომისიის ორ წლიანი მუშაობის შედეგად კი სასულიერო ლიდერებს, მუფტსა და მეუფეს შორის დიალოგის აღდგენა დაასახელა. არასამთავრობო სექტორისა და დაინტერესებული მხარეების მიერ გაკეთებული არა ერთ განცხადებას,  რომ თითქოს ხელოვნურად ხდება მოხეს კომისიის გაჭიანურება და პრობლემების გადაწევა რეილგიის სააგენტოს თავჯდომარე არასწორს უწოდებს და აცხადებს, რომ შექმნის დღიდან მათ ხუთი შეხვედრა გამართეს და კონკრეტული წინადადებები განიხილეს, თუმცა, შეთანხმება ვერ მოხერხდა. მისი განმარტებით, შენობის წარმოშობის დადგენა, სამუშაოების ძვირადღირებულობის გამო ფერხდება, რადგან მხოლოდ საწყის ეტაპზე, დაახლოებით 80 ათასი დოლარია საჭირო.

ვაშაყმაძე ზაზაზაზა ვაშაყმაძე – „მე ვსვამ კითხვას, სახელმწიფოს, რომ არ უნდოდეს მუსლიმი თემის ინტერესების განხორციელება, 130 მეჩეთი გადასცა რელიგიის სააგენტომ მუსლიმ თემს და ერთ მოხეს დაამადლებდა? გარდა ამისა, 2014 წელს საბჭოთა პერიოდში მიღებული ზიანის ანაზღაურებისთვის მუსლიმმა თემმა მიიღო 1 100 000 ლარი, 2015 წელს – 2 200 000. ამ დროისთვის მათთვის გადარიცხულია 2 200 000 ლარი, წლის ბოლომდე მიიღებენ 550 ათას ლარს მიირებენ. შარშან სახელმწიფომ ბათუმში 4-სართულიანი შენობა გადასცა მედრესეს და უახლოეს მომავალში, როდესაც შეჯერდება ყველა ის შესაძლო პროგრამა, რაც უნდა დაინერგოს, განათლების სამინისტროს მიერ მოხდება პროგრამების ლიცენზირება, ამოქმედდება პირველი ქართული მუსლიმური სასწავლებელი. ეს არის მათთვის, რათა აქ მომზადდეს კადრები  და არ მოხდეს მათი გადინება უცხოეთში სასწავლებლად.  ყოველივე ამის შემდეგ, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ეს, სახალხო დამცველი, ნებისმიერი დაინტერესებული პირი თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, იმის თქმა, რომ საქართველოში მუსლიმი თემი არის დისკრიმინირებულ მდგომარეობაში ან არის მათ მიმართ არასათანადო მოპყრობა, ცოტა არ იყოს, ტყუილი და არაზუსტია.“

უცნობია, აქვს თუ არა მოხეს სადავო შენობის ირგვლივ არსებული სიტუაციის გამწვავებას პოლიტიკური სარჩული. რელიგიის სააგენტო აღნიშნულ ფაქტს არ გამორიცხავს, თუმცა მოხეში მცხოვრები მუსლიმი თემი აღნიშნავს, რომ მათი ქმედებები პოლიტიკურად არ არის მოტივირებული. ადგილობრივი მუსლიმი და მართლმადიდებელი მოსახლეობა სახელმწიფოს გადაწყვეტილების მოლოდინში სიმშვიდეს ინარჩუნებენ.

სიფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

 

 

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

07/01/2026
შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული
ახალი ამბები

პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული

05/25/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

ირაკლი ღარიბაშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

11 years ago
ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის გეგმა დამტკიცდა

ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის გეგმა დამტკიცდა

8 years ago

მთავრობის წევრობის კანდიდატთა შემადგენლობა ცნობილია

10 years ago
საქართველოს საგარეო უწყება სტამბოლში მომხდარ ტერაქტს გმობს

უვიზო რეჟიმის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს

8 years ago

ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026

ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დუშეთის პოლიციამ 1 პირი დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა დუშეთში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღის...

მეტის ნახვაDetails
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026
არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

07/01/2026
საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026
  • გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად 07/01/2026
  • არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს 07/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by