• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, August 20, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რომელი მედიკამენტები იწვევს მეხსიერების გაუარესებას და რა უნდა იცოდეთ იმ პრეპარატებზე, რომლებსაც შესაძლოა, ყოველდღიურად სვამთ – გიორგი ღოღობერიძე განმარტავს

3 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები, რჩევები
A A
რომელი მედიკამენტები იწვევს მეხსიერების გაუარესებას და რა უნდა იცოდეთ იმ პრეპარატებზე, რომლებსაც შესაძლოა, ყოველდღიურად სვამთ – გიორგი ღოღობერიძე განმარტავს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში “მთავარი დიაგნოზი” საუბრობს იმ მედიკამენტების შესახებ, რომელთა ხანგრძლივი დროის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა, მეხსიერება გაგიუარესდეთ:

– ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ მეხსიერების გაუარესება არა მარტო დაავადებებით, არამედ იმ მედიკამენტებითაც შეიძლება იყოს გამოწვეული, რომელთაც ყოველდღე სვამთ. მაგრამ, არ გიფიქრიათ, რომ ეს მედიკამენტი შესაძლოა, სწორედ რომ მეხსიერების გაუარესების მიზეზი იყოს. ზოგადად, მეხსიერების გაუარესება ნებისმიერ წამალს შეუძლია, როცა ის ხანგრძლივი დროითა და მაღალი დოზებითაა გამოყენებული. მაგრამ, არის გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც მეხსიერების გაუარესების განსაკუთრებული უნარით ხასიათდებიან, როცა მათ ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყენებენ. მაინც, რომელი მედიკამენტებია ესენი?

უპირობო ლიდერი ბენზოდიაზეპინებია – ეს არის ის მედიკამენტები, რომლებიც შფოთვების, აჟიტირების, კრუნჩხვების დროს გამოიყენება. ან კიდევ როცა საქმე ძილის პრობლემის მოგვარებას ეხება. როცა ადამიანს უძილობა აწუხებს, ამ ჯგუფის მედიკამენტებს სვამს. ასეთი მედიკამენტები, როდესაც მას ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვიყენებთ, მეხსიერების გაუარესებას იწვევენ.

გარდა აღნიშნული მედიკამენტებისა, მეხსიერების გაუარესება შეიძლება, ანტიდეპრესანტებმაც გამოიწვიოს. საქართველოში ანტიდეპრესანტებს ძალიან ბევრი ადამიანი იღებს. ის დოზები და ის ხანგრძლივობა, რომელიც დანიშნულია, მეხსიერებაზე არ აისახება, მაგრამ თუ აღნიშნულ პრეპარატებს დიდი ხნის განმავლობაში იყენებთ, შეიძლება, მას მეხსიერების გაუარესება, საკმაოდ მძიმე ფორმებშიც კი მოჰყვეს.

კრუნჩხვების საწინააღმდეგოდ გამოყენებული მედიკამენტები ასევე შეიძლება, მეხსიერების გაუარესების უნარით ხასიათდებოდეს.

გარდა ამისა, საყურადღებოა ანტიჰისტამინური საშუალებები. აღნიშნული მედიკამენტები, როგორც წესი, გაციების საწინააღმდეგო ჩაიში, თავბრუსხვევის, ყურებში შუილის სამართავად, გულის რევისა და ღებინების დროს გამოიყენება. თუ ამ მედიკამენტებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიიღებთ, მეხსიერება შეიძლება, ნამდვილად გაუარესდეს.

მეხსიერების გაუარესება შეიძლება ისეთმა მედიკამენტებმაც გამოიწვიოს, რომლებიც შარდის ბუშტის მოსაწესრიგებლად გამოიყენება, როცა ადამიანს გახშირებული, ან კიდევ შარდის შეუკავებლობა აქვს.

გარდა ამისა, მეხსიერების გაუარესება შეიძლება, გამოწვეული იყოს სტეროიდებით, ანუ ჰორმონებით, როცა მათ ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყენებენ.

ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქოლესტეროლის დასაქვეითებელი მედიკამენტებიც შეიძლება, მეხსიერების გაუარესებას იწვევდეს. თუმცა, ჯერჯერობით, მყარი მტკიცებულებები ამის შესახებ არ გვაქვს.

როგორც კი მედიკამენტის ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენებას იწყებთ – საუბარია თვეებსა და წლებზე, მეხსიერების გაუარესებას რომ შენიშნავთ, წამალი თვითნებურად არ უნდა შეწყვიტოთ და ექიმს ყოველთვის აცნობეთ. გამოსავალი არსებობს. ექიმს შეუძლია, იმავე ჯგუფის სხვა მედიკამენტი დაგინიშნოთ, რომელიც მეხსიერების გაუარესებით არ ხასიათდება და ამ კუთხით, ძირითადი პრობლემაც მოგიგვარებთ და მეხსიერებასაც შეგინარჩუნებთ.

ShareTweet

ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა
ახალი ამბები

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია
ახალი ამბები

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026

საინტერესო

პარტია “ქართული ოცნება” პარტიულ კონფერენციებს იწყებს

11 years ago
ცირკში ცხოველების ადგილი არ არის

ცირკში ცხოველების ადგილი არ არის

8 years ago
სესიაშვილი: სუსის უფროსი მზად არის ნდობის ჯგუფს სპეცოპერაციაზე ელაპარაკოს

ირაკლი სესიაშვილი: სტუმართმოყვარეობის ტრადიცია ტერორიზმთან თანამშრომლობას ვერ გადაფარავს

9 years ago

სარფში არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობები იქნა გამოვლენილი

13 years ago

ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე, დღეს, 18 აგვისტოს, 21:54 საათზე, ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა „Арцыд рæстæг“, რომელიც...

მეტის ნახვაDetails
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026
  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი 08/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by