არჩევნების ციებ -ცხელება ჩვენს ქვეყანას ჯერ კიდევ არ განელებია. პოლიტიკური ქაოსი ჩვენს ქვეყანას, არც აქამდე აკლდა, თუმცა არჩევნების დასრულების შემდეგ ეს ქაოსი კიდევ უდრო გაძლიერდა. რაც არ უნდა საკვირველი იყოს, საქართველოში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, იმდენი გამარჯვებული არსებობს, რამდენი კანდიდატიც იღებდა მასში მონაწილეობას. თითოეული მათგანი გამოდის და საკუთარ დაკარგულ ხმებზე საუბრობს, ვერავინ იტყვის სად მთავრდება რეალობა და სად იწყება ფანტაზია, თუმცა ვერავინ შემედავება იმაშიც, რომ ქართველებს შესაშური ფანტაზიის უნარი გვაქვს. არჩევნებიც, ხომ ამ არარეალურ სამყაროში არსებული ლაბირინთია, რომელიც მონაწილეებს იზიდავს, ითრევს, თავბრუს ახვევს, ამ ყველაფრის შემდეგ კი მათ ლაბირინთიდან გამოსასვლელი სწორი გზის პოვნა უჭირთ. ასეა თუ ისეა დღეს ჩვენი ქვეყანა უპრეცედენტო ფაქტის წინაშე დგას, საქართველოში პირველად დაინიშნა არჩევნების მეორე ტურის, „თბილის თაიმსს“ ჩატარებულ არჩევნებზე, დანიშნულ მეორე ტურზე და სხვა საინტერესო საიკთხებზე დამოუკიდებელი ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ესაუბრა.
- არჩევნების ძირითადი შედეგები უკვე ცნობილია და შესაბამისად შეიძლება ვისაუბროთ არჩევნების შედეგების სხვადასხვა ასპექტებზე. თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნებში აქტივობის ასეთ დაბალ დონეს? თბილისის გარდა კიდევ 7 ქალაქში და 12 თვითმართველ თემში მეორე ტურის ჩატარების აუცილებლობას?
მონაწილეების აქტივობა არჩევნების შედეგების მთავარი მახასიათებელი არ არის და ვითვალისწინებთ რა საკუთარ ლტოლვას ევროპული ღირებულებებისაკენ შეიძლება კმაყოფილნიც კი დავრჩეთ, რომ მსგავსად ევროპელებისა ჩვენთანაც 40%-ზე ნაკლები ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო უბნებში, მაგრამ თავს ზედმეტი კმაყოფილების უფლებასაც ნუ მივცემთ, რადგან ევროპასთან საკუთარი თავსი ასოცირება შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ მაშინ თუ სხვა ტიპის დემოკრატიული ფასეულობებიც წარმოადგენენ ჩვენი ქვეყნის რეალურ ვითარებას, ჯერჯერობით კი ჩვენ შორს ვართ ამისაგან. დავსვათ კითხვა რატომ მივიდა არჩევნებზე ასე ცოტა ამომრჩეველი? რამდენიმე მიზეზი არსებობს: ზოგი საუბრობს ნიჰილიზმზე, ზოგი ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მიუღებლობაზე, ზოგი თვლის, რომ საკუთარი ენერგიის დახარჯვა არჩევნებში მონაწილეობით საფუძვლიანად არ შეცვლის არაფერს… ამასთანავე უნდა გავაცნობიეროთ ისიც თუ რა შემთხვევაში მიდის ქართველი ამომრჩეველი დიდი რაოდენობით საარჩევნო ურნასთან? უკანასკნელი წლების გამოცდილება საშუალებას მაძლევს დავასკვანა, რომ ქართველი ამომრჩეველი აქტიურია არჩევნებზე მაშინ, როდესაც მას აქვს გარკვეული საფრთხის განცდა, არჩევნების შედეგების ისეთი რეალობისა, როდესაც მისთვის მიუღებელი პოლიტიკოსი ან პოლიტიკური ძალა შეიძლება გახდეს ამა თუ იმ მაღალი თანამდებობის მფლობელი. აქტივობის რეკორდული მაჩვენებლები ჩვენს ამომრჩეველს ჰქონდა 2008 წლის იანვარში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისას, მოტივიცია კი იყო შიში თბილისელებისა, რომ კვლავ მიხეილ სააკაშვილი გააგრძელებდა პრეზიდენტის სავარძელში ჯდომას, ამიტომ 80%-ზე მეტი ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო უბანში და შესამაბისად მიხეილ საკაშვილმა წააგო თბილისი. იგივე მოტივაციით, იგივე განმეორდა, 2012 წლის პირველ ოქტობმერს, სადაც მოსახლეობის რეკორდული რაოდენობა მივიდა, მათ იგრძნეს პასუხისმგებლობა საკუთარ მომავალზე და ამიტომ არ დაუშვეს არჩევნებში გამარჯვება. აქედან გამომდინარე გარვეული კომპლიმენტიც შეიძლება გამოვიყენოთ 15 ივნისის არჩევნების მიმართ, რადგან თურმე ჩვენს მოსახლეობას არანაერი დარდი, შფოთი არ აწუხებს, მითუმეტეს მაშინ როდესაც ასარჩევია არა ერთი და ორი ადამიანი, არამდედ 2500 სავარძელია გასანაწილებელი ქვეყანაში. ამასათანავე ნუ დავივიწყებთ, რომ ზოგიერთ ადამიანს არჩევნებში მონაწილეობის არ მიღება მიაჩნია რაიმე სახის მკაფიო პროტესტად, არსებული პოლიტიკური ვითარების მიმართ, ეს კი უკვე დაბალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია, რადგან საკუთარი ოჯახის წევრების წინაშე წარმოთქმული საპროტესტო ლოზუნგები არ მუშაობს, არ ფიქსირდება და არავის მიერ არ არის გათვალისწინებული, თუ საპროტესტო განწყობა არსებობს, შესაბამისი პოლიტიკური კულტურის არსებობისას სწორედ ასეთი მოტივიცია უბიძგებს ადამიანს წავიდეს საარჩევნო ოლქში და გადაშალოს ყევლა კანდიდატი, სწორედ ეს არის პროტქსტის გამოხატვა. ასეთი ბიულეტინები ითვლება და შემდგომ ქვეყნდება. ჩვენ ახლა ვერავინ გვეტყვის არჩევნებზე არ მისული ამომრჩეველთაგან რომელი გამოხატავდა პროტესტს, რომელი იყო ტიპიური მაჩვენებელი ქართული სიზარმაცისა, რომელი იყო დაკავებული გადაუდებელი საოჯახო საკითხებით და რამდენი მათგანი იყო ელემენტარულად ნაბახუსევზე, ამიტომ დავკმაყოფილდეთ იმით რაც გვაქვს. ის კი, რომ ტალღა საჩივრებისა საკმაოდ მძლავრია, როგორც ეს მოსალოდნენლი იყო, კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ სახელისუფლებო პოლიტიკური ძალა ემზადებოდა არჩევნებისათვის, ხოლო მათი ოპონენტები ემზადებოდნენ არჩევნების შემდგომი დღეებისათვის, რათა მაქსიმალურად გაეჭიანურებინათ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და როგორმე მოეხერხებინათ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ქართული დელეგაცია აღმოჩენმილიყო საქართველოში დაულაგებელი რეალობით და აწეწილი მდგომარეობით. ისინი კმაყოფილნი არიან 2012-2013 წლებში ჩატარებული არჩევნების შდეგებით და ახლა ოპოზიციას სურს დღევანდელი ხელისუფლება წარმოაჩინოს, როგორც უუნარო ჩვეულებრივი არჩევნების ჩატარებისასაც კი, მითუმეტეს თუ მათ ოპოზიციაში ნაციონალური მოძრაობა ჰყავთ. ასე, რომ ეს აფსოლუტურად უმადური ქმედებაა მთლიანად სახელმწიფოს პერსპექტივის მიმართ. რასაკვირველია ეს საჩივრები განიხილება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, მაგრამ ამ ყველაფერმა აგრესია კი არ უნდა გამოიწვიოს ჩვენს ხელისუფლებაში, არამედ მათ უნდა მონახონ ჯერჯერობით არარსებული მუხტი თვითკრიტიკისა, რადგან თვითკრიტიკის გარეშე ვერცერთი პოლიტიკური ძალა ევრ დაიტრაბახებს ხანგრძლივი პერსპექტივით, მოსახლეობისთვის საინტერესო იქნება, არა მხოლოდ თავის მართლების რეჟიმში მყოფი ხელისუფლება, რომელიც რეაგირებს მხოლოდ იმ გამოწვევებზე, რომლებიც მათ მუდმივად გააჩნიათ ე.წ მთავარი ოპოზიციური ძალისაგან, არამედ საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება, როგორ აპირებს ხელისუფლება ამა თუ იმ გამოწვევისთვის თავის არიდებას და რა არის მიზეზი ასეთი გამოწვევბის არსებობისა. ეს მიზეზი კი საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ და არა სხვაგან.
- თქვენი აზრით არჩევნების შედეგებით რა ძირითადი გზავნილები მიიღეს მმართველმა გუნდმა და დანარჩენმა ოპოზოციურმა სპექტრმა, როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციამ?
ჩემი აზრით, ძირითადი გზავნილი შეიძლება ჯერ არც თუ ისე თვალსაჩინო იყოს. განსხვავებული მიდგომები საარჩევნო პრეცესის მიმართ, პოლოტიკური პარტიებისა და საზოგადოების ზედმეტი პოლიტიზირება ქვეყანაში შექმნილი ვითარების, გარკვეული გაღიზიანების საფუძველია ჩვენი საზოგადოების ფართო წრეებისთვის. არ შეიძლება გულგრილი იყო იმ ფაქტის მიმართ, რომ ჩვენს პატარა ქვეყანაში დარეგისტრირებულია 220-ზე მეტი პოლიტიკური სუბიექტი. ამ მხრივ ჩვენი კანონმდებლობაც მოიკლოჭებს, ხშირად დავსდევთ ახალ არჩეულ პარლამენატის წევრებს და ვარკვევთ, ხომ არ ერთობიან ისინი ნარკოტიკული საშუალებებით, მიდინარეობს შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები. რატომღაც არავინ დაფიქრებულა იმაზე, თუ მანქანის მართვის მოწმობის მისაღებად ჩვენ ვალდებულები ვართ საკუთარი ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა ვიქონიოთ, სახელმწიფოს მართვისთვის ასეთი ცნობა არ მოითხოვება. ჩემი აზრით ასეთი აბსურდული რეალობა გახდა საფუძველი, რომ ჩვენმა 55 მოქალაქემ მოისურვა საქართველოს პრეზიდენტობა და ჩათავალა, რომ სხვაზე ნაკლები არაა. საოზოგადოება ითმენს, ელოდება, მაგრამ ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს, თუ შემდგომ წლებშიც მოწმენი ვიქნებით მუდმივი პოლიტიკური კინკლაობისა, ყველა მიუღებელ თემაზე ერთმანეთისთვის ჩირქის მოცხობისა, სურვილ კვლავ თვალსაჩინო იქნა, სერიოზული ნიჰილიზმის საგანი გახდება პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები, რადგან საზოგადოების მოთმინების ფიალას ბევრი სხვა გამოწვევაც ავსებს, მათ პოლიტიკოსთა სიამტკბილობისათვის დასახარჯი აღარც დრო ექნებათ და აღარც ენერგია. ქვეყანას წარმატება მხოლოდ მაშინ ექნება, თუ პოლიტიკური და საზოგადოებრივი სტრუქტურები იქნებიან თანამხვედრნი პერპექტივის ხედვაში და მათი მუდმივი კომუნიკაცია, არა თუ ვალდებულება, არამედ მოთხოვნილება იქნება ორივე მხარისთვის.
- რამდენად დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა ეს არჩევნები?
ყველაზე დემოკრატიული, მე ვიტყოდი თამამი ნაბიჯიც კი ქართულმა ოცნებამ მაშინ გადადგა, როდესაც შეცვალა ნაციონალური მოძრაობის მიერ დიდი ხნის განმავლობაში მოქმედი კანონი და გამარჯვებულისგან მოითხოვა, რომ მას ქონოდა არა 30%-ი არამედ 50 %-ი ხმების. მართალია, ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა არასაპარლამენტო ოპოზიციის ძლიერი ზეწოლის შედეგად და საერთაშორისო ორგანიზაციათა არცთუ უსაფუძვლო კრიტიკს შემდეგ, მაგრამ მაინც სატრაბახოდ აქვს ქართულ ოცნებას, რადგან მათ ამით პრაქტიკულად უარი თქვეს პირველსავე ტურში გამარჯვებაზე. მხოლოდ ზღვარგადასული ოპტიომისტები თუ ჩათვლიდნენ, რომ პირველსავე ტურში დამთავრდებოდა არჩევნები მთელ საქართველოში. ეს გარკვეული მინუსი გახლლავთ იმ ორატორებისთვის, რომლებიც გვარწმუნებდნენ, რომ მეორე ტური არსად შედგებოდა და ყველაფერი პირველსავე ტურში დასრულდებოდა. ეს გახლავთ სერიოზული შეცდომა იმ პიარ სამსხურებისა, რომლებიც წინ არ აღუდგნენ მათი დამქირავლებლების მიერ მცდარი თეზისების გავრცელებას, ამიტომ გადასახედია პიარ ურთიერთობებთან დამოკიდებულება, როგორც სახელისუფლებო ძალებისა, ასევე მათი ოპონენტებისა. ახლა აღარ მუშაობს, ის რაც მუშაობდა წლების წინ. როდესაც კანონმდებლობა იხვეწება მას მხარი უნდა აუბას ყველა იმ კომპონენტმა, რომელიც არის მახასიათებელი და შემფასებელი საარჩევნო პროცესისა.
- ქართული ოცნების რეიტინგმა საკმაოდ დაიწია, რატომ დაკარგა ქართულმა ოცნებამ მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ნდობა? „ნაცონალური მმოძრაობის“ მაჩვენებელმა წინა არჩევნებთან შედარებით მოიმატა კიდეც. თქვენი აზრით, რას შეიძლება ნიშნავდეს „ქართული ოცნების“ 51%, „ ნაციონალური მოძრაობის“ 21%, პრაქტილულად ერთი პოლიტიკური ორიენტაციის სხვადასხვა პარტიების ბურჯანაძე-ქრისტიან-დემოკრატების 10%, ინაშვილი-„პატრიოტთა კავშირის“ 4%, კუკავა-მემარჯვენეების 2%, ამავე პარტიების მიერ მარტო თბილისში 21% მიღება?
მე მგონი, ჩვენ ეს საუბარი მეორე ტურის დასრულების შემდეგ, რომ გვქონოდა ამ კითხვას საფუძველი გამოეცლებოდა, თუ დავრწმინდით, რომ საარჩევნო სუბიექტთა ოდენობა და რეალური სურათი გამარჯვებულთა ჩამონათვალისა ერთმანეთთან ადეკვატურია, მაშინ მუვიღებთ სურათს, რომ ძალიან დიდი უმრავლესობით ამ მოხელეთა სავარძლები დაკომპლექტებული იქნება მმათველი ძალის, ანუ „ქართული ოცნების“ წევების მიერ, რაც აღარ მოგვცემდა საფუძველს, რომ გვესაუბრა იმაზე, რომ მათი რეიტინგი დაეცა.
- თუმცა წინა არჩევნებთან შედაერებით მათი რეიტინგი მაინც დაწეულია?
კი მაგრამ, სიახლის მოლოდინი მუდმივად არსებობს ელექტორატში, როდესაც გამოჩნდა რამდენიმე ახალი გადახალისებული პოლიტიკური ძალა, რასაკვირველია ისინი ინტერესის სფეროში აღმოჩნდნენ, რაც შეეხება გამარჯვების მახასითებელს, აქ რაიმე საფრთხე მმართველ პარტიას არ გააჩნდა, თუმცა ჯობდა, რომ ნაკლებად თვითდაჯერებული გამოსვლები ყოფილიყო და თვითმართველი ქალაქების მეროების კანდიდატების წარდგენისას გაეთვალისწინებინათ ამომრჩევლების დამოკიდებულება არა, ამა თუ, იმ კანდიდატის მიმართ, არამედ საკუთარი თავის მიმართ. როდესაც ვისმენთ, რომ ესა თუ ის ადამიანი არის უალტერნატივო კანდიდატი და მხოლოდ ის და არავინ სხვა იქნება გამარჯვებული, ნუ დავიმორცხვებთ და პირდაპირ ვთვქთ, რომ ეს უპირველეს ყოვლისა ელექტორატისთვისაა შეურაცმყოფელი, რომელსაც ასეთი განცხადების შემდეგ რჩება წამოდგენა, რომ მას არვიან არაფერს ეკითხება. შესაბამისად არჩევნებზე მას ფუნქცია არ გაჩნია. ზემოთ ნათქვამს დავუბრუნდები, ესეც ერთ-ერთი მიზეზთაგანი გახლდათ, იმისა, რომ ჩვენი ელექტორატის ნაწილმა არ ისურვა არჩევნებზე მისვლა. ზედმეტი ტრაბახი და დარწმუნება ამომრჩევლისა, რომ ის სულაც ყირაზე, რომ დაგეს მაინც მათი დასახელებული კანდიდატი იქნება გამარჯვებული, ვერ გეტყვით, რომ დამაჯერებელი მაჩვენებელია ქართული დემოკრატის გაფურჩქვნისა.
- რამდენად სწორიმ იყო „ქართული ოცნების“ საქციელი, როდესაც მათ საბოლოო შდეგების გამოცხადებამდე აღნიშნეს დავით ნარმანიას არჩევნებში გამარჯვება?
ეს, იყო გარკვეული გაუგებრობა და როგორც ჩანს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ელიტა თვლის, რომ სიმართლეა ის რასაც ბძანებს მათი უშუალო ხელმძღვანელი, ამიტომ არანაირი მზაობა მეორე ტურისთვის როგორც ჩანს არ სუფევდა. ამდენად, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მეორე ტურის შემდეგ როდესაც ლეგიტიმურ საფუძველს შეიძენს არჩევნების შედეგი და დავით ნარმანია სრულიად სამრთლიანად დაიკავებს მერის სავარძელს იმ საღამოს მაინც აღარ ვიხილავთ იგივე ტაშფანდურს, რადგან ერთი ადამიანის ორჯერ არჩევა არ ხდება.
- როგორ ფიქრობთ ოპოზიცია, რომ შეთანხმებული და თბილისის მერობის საერთო კანდიდატი წარმოედგინა, მათ გამარჯვების შანსი ექნებოდათ?
ეს ძალიან გაბედულლი ფანტაზიის ნაყოფია, რომ ოპოზიცია რამეში შეიძლება გაერთიანებულიყო. მათ არჩევნები წააგეს არჩევნების დღემდე, როდესაც სამი-ოთხი კოლაიცია ჩამოყალიბდა ნაცვლად ერთისა. ეს ადამიანის ბუნების მახასიათებელი გახლავთ და ვერ ვიტყვი, რომ აქ მტყუან მართალის გარკვევის მცდელობა სასიკეთო იყოს სამომავლოდ. შარშან წარმოუდგენელი იყო, ის რაც დღეს ხდება, კონფიგურაციები უკვე ვნახეთ, მაგრამ ის საერთო მუხტი რაც რეალობად აქცევს ოპოზიციის წარმატებას ჩვენ ვერ დავინახეთ და ვერც დავინახავთ, რადგან ასეთი განწყობა თავად არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს საკმარისად არ აღმოაჩნდათ.
- რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის მეორე ტურის დანიშვნა? ის რომ ხელისუფლებამ მეორე ტურის არსებობა აღიარა არის თუ არა მისი მოწიფულობის მაჩვენებელი?
ნათქვამია, თავს ზევით ძალა არ არისო, ვწუხვარ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეორე ტურის როგორც დემოკრატიული სიკეთის ინსტუტის შესახებ საუბარი დაიწყეს მხოლოდ პირველი ტურის დამთავრების შემდეგ. ჩვენ არაერთხელ გვქონდა უთანხმოება ყოფილ პრემიერ-მინისტრთან იმის გამო, რომ დასაშვებად მიგვაჩნდა მერე ტურის გამართვა ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების დროს. მეორე ტური არავისთვის არ შეიძლება იყოს შეურაცმყოფელი, ეს არის ქვეყანაში პლურალიზმის არსებობის ყველაზე მკაფიო მახასიათებელი, პლურალიზმი კი დემოკრატიის ერთ-ერთი ფუძე გახლავთ და ამ მხრივ რასაკვირველია კმაყოფილები უნდა ვიყოთ, მაგრამ ვინ გვაცადა ეს კმაყოფილება, რა დონის დემოკრატიაზე უნდა ვიოცნებოთ ამაში დაგვარწმუნა მარნეულის საარჩევნო ოლქებში შექმნილმა ვიდეო ფირმა. ჩემთვის კიდევ უფრო შემაძრწუნებელი იყო ამ ფირზე გამოსახული გმირების ოჯახის წევრთა განმარტებები და სრულიად ბუნებრივი გაოცება, რომ რა მოხდა თუ ერთმა კაცმა მთელი ოჯახის მაგივრად მისცა ხმა.
- რამდენად სწორი და სამართლიანია, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დღეს არჩევნების უპრეცედენტო გაყალბებაზე საუბრობენ?
პოლიტიკური აგონიისას არ არის საკმარისი ის გამოცდილება, როდესაც ზენიტში მყოფი პოლიტიკური ძალა ტრაბახობს, არჩევნების გაყალბება როგორ უნდა ამას ყველანი გავიგებთ, როდესაც გაივლის დრო და ზურაბ ადეიშვილი მემუარებს შექმნის. გაიხსენებს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს, როდესაც აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ვერ გადალახა 50%-იანი ბარიერი, რამდენიმე სათით გაითიშა სინათლე მთელ ქვეყანში და მხოლოდ 2-3 საათის შემდეგ მოვიდა, სწორედ ამის შემდეგ აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილიმა 50%-ი გადალახა. მე მაქვს ინფრორმაცია იმის თაობაზე, რომ ანალოგიური შეთავაზება ადეიშვილის მიერ 2013 წლის 1 ოქტომბრის საღამოსაც იყო, მაგრამ მადლობა უნდა გადავუხადოთ ბატონ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც უარი თქვა საქართველოს კვლავ რამდენიმე საათით სიბნელეში ჩამარხვაზე და მოტივად მოიყვანა უზარმაზარი ყურადღება, რომელიც დასავლეთის ცივილიზაციის წარმომადგენლებს ქონდათ მომართული იმ დროს არჩევნებზე, ამიტომ არ ნახული გაყალბება შეიძლება ვუწოდოთ ამ ტერმინის გამომყენებელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგელებს ასეთი შეფასების გამო.
- რა მოლოდინი გაქვთ მერე ტურის შემდეგ?
მეორე ტურის შემდეგ დიდი მოლოდინი მაქვს იმისა, რომ არ შედგება მესამე ტური. ეს ის მოლოდინია, რომელიც დარწმუნბული ვარ, შემისრულდება. სხვა მოლოდინების საჯაროდ გაჟღერების თავხედობა მემგონი არ უნდა ქონდეს არავის, რადგან ნაკლებად პროგნოზირებადია, არა მხოლოდ ჩვენი შიდა პოილიტიკური ვითარება, არამედ გარშემო არსებული გამოწვევებიც. ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ მხოლოდ სურვილებზე და არა რეალობაზე. ჩემთვის სიმშვიდის დანერგვის ერთ-ერთი ფორმალური ნიშანი იქნებოდა, მრავალთვიანი პაუზის შემდეგ, თუ ქვეყანაში შეიკრიბება ერთ-ერთი უმნუშვნელოვანესი კონსტიტუციური ძალის მქონე ორგანო – სახელმწიფო უშიშრეობის საბჭო. ვიდრე ჩვენ თავხედურად ვარღვევთ კონსტიტიციას და კვირა არ გავა, რომ რაიმე ფუნქია არ შევუმციროთ საქართველოს პრეზიდენტს, ასეთი მიდგომა ავნებს უპირველეს ყოვლისა ამ იდეების ავტორებს და მათ განმახორციელებებსაც. მოსახლებოსთვიც ყველაფერი ცნობილია და დამალული არაფერი არ რჩება, ამიტომ ზედმეტი აყალმაყალის გარეშე ყველამ უნდა შეძლოს იარსებოს კონსტიტუციურ ველში, სახელისუფლებო საბნის საკუთარ მხარეს გადაქაჩვა, არა უსაბნოდ დარჩენილს გააშიშვლებს, არამედ მთესლ მსოფლიოს დაანახებს რა ცნობიერების არიან ადამიანები, რომლებსაც მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცხელათ მიანც მზად არიან სხვიცი საბანი თავზე გადაიფარონ. 24.06.14 ანო მუქათარიძე