• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, May 21, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ილია მეორე: „ანალიტიკურ აზროვნებას უნდა ვასწავლიდეთ სკოლაში პირველიდან მეთორმეტე კლასამდე“

12 years ago
in საზოგადოება
A A
ილია მეორეს კურთხევით მორწმუნეებს 1-ელ და 2 იანვარს თევზის მიღება შეუძლიათ
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

1356081766_patriarqi-2ანალიტიკურ აზროვნებას უნდა ვასწავლიდეთ სკოლაში პირველიდან მეთორმეტე კლასამდე, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. 

უწმინდესმა ანალიტიკური აზროვნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერს საკითხების სიღრმისეული ცოდნა აკლია. პატრიარქის აზრით, ადამიანებმა ხშირად უნდა გააანალიზონ მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები და ზერელე ცოდნა არ კმარა.

“ცოდნისა და ღრმა აზრების გარეშე საქართველო ვერ იარსებებს, რადგან მეცნიერება და ტექნიკა წინ უზარმაზარ ნაბიჯებს დგამს. მართალია ზნეობა ჩამორჩა, მაგრამ მეცნიერება და ტექნიკა წინ მიდის. ჩვენ უნდა მივდიოთ მას. უნდა გვესმოდეს სად მიდის და სად მიჰყავს ხალხი. როდესაც მეცნიერი მუშაობს, ის კეთილი მიზნებით ხელმძღვანელობს, მაგრამ შემდეგ იმ ტექნიკას ბოროტად იყენებენ. თუნდაც ავიღოთ ბირთვული იარაღი. ამიტომ ადამიანისთვის ზერელე ცოდნა არ კმარა. ადამიანი ერთი დარგის სპეციალისტი მაინც უნდა იყოს”, – ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, ადამიანებმა უნდა გააანალიზონ წარსული და აწმყო და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებენ მომავლის დანახვას. უწმინდესის შეფასებით, წარსული, აწმყო და მომავალი ერთმანეთთან უშუალოდ არის დაკავშირებული.

“როდესაც ხდება ესა თუ ის მოვლენა, ხშირად ჩვენ ფაქტის შემდეგ ვფიქრობთ რატომ მოხდა ეს, მაშინ, როდესაც უნდა გვქონდეს წინასწარ განჭვრეტის უნარი. უნდა ავირჩიოთ გზა ერისა, ქვეყნისა, ეკლესიისა, სადაც იქნება უშფოთველობა, მიმტევებლობა და ურთიერთგაგება. ეს გზა ერთადერთია, რომელიც გადაარჩენს ადამიანს, ერსა და ქვეყანას. ხშირია, როდესაც ფაქტის შემდეგაც ვერ ვააანალიზებთ მომხდარს და გვავიწყდება ჩვენი შეცდომები. რამდენი რამ გადაგვხდა, მაგრამ არც ერთი ფაქტი გაანალიზებული არ არის”, – აღნიშნა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, ეს არ შეიძლება აიხსნას იმით, რომ ქართველ ერს ანალიზის უნარი არ აქვს. უწმინდესი მიიჩნევს, რომ ადამიანები ამ საკითხს ყურადღებას არ აქცევენ.

“დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ანალიტიკურ აზროვნებას და ანალიტიკურ აზროვნებას უნდა ვასწავლიდეთ სკოლაში პირველიდან მეთორმეტე კლასამდე. თუ ამას ისწავლის ადამიანი, მას გაუადვილდება ცხოვრება, თავიდან აიცილებს მრავალ განსაცდელს. ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როდესაც ძალიან ბევრი ვიცით, მაგრამ სიღრმისეული ცოდნა გვაკლია, ყველაფერს ვეხებით, მაგრამ არ ვაანალიზებთ, ყველაფერი ზერელეა. ვკმაყოფილდებით ტელევიზიით და პრესით, როდესაც უნდა ვკითხულობდეთ წიგნებს როგორც საღვთისმეტყველო, ასევე ისტორიულ, ლიტერატურულ, ფილოსოფიურ, ანთროპოლოგიურ, ფსიქოლოგიურ წიგნებს. ჩვენ უნდა ვიფიქროთ სიღრმისეულ ცოდნაზე”, – ბრძანა უწმინდესმა. 

პატრიარქმა ამ საკითხთან დაკავშირებით მრევლს მისცა ლოცვა-კურთხევა, ყველამ აიღოს თითოეული საკითხი, რომელზეც სიღრმისეულად იმუშავებს და რომელთან დაკავშირებით არსებულ მასალებსაც სრულად შეისწავლის.

“მაქვს სურვილი, ყველა ჩვენგანმა აიღოს რომელიმე საკითხი. თუნდაც ფილოსოფიიდან, ისტორიიდან, მედიცინიდან ან სოფლის მეურნეობიდან და ღრმად შეისწავლოს იგი. გახდეს სპეციალისტი, შეისწავლოს ლიტერატურა, რომელიც გამოცემულია ამ საკითხზე. შეგიძლიათ აირჩიოთ რომელიმე პიროვნება, დავუშვათ დავით აღმაშენებელი ან თამარ მეფე, რაც გამოცემულია მათ შესახებ შევისწავლოთ და ჩვენ ვიქნებით სპეციალისტები. თუ ერთად შევკრებთ ამ მასალას, გვექნება უზარმაზარი ცოდნა, რაც გამოგვადგება ჩვენ და ჩვენს ერსაც”, – ბრძანა უწმინდესმა და აღნიშნა, რომ თავად შესასწავლად ნეტარი ავგუსტინეს ცხოვრება აირჩია.

06.01.14

ShareTweet

ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025

საინტერესო

აშშ-ში მიუსაფარმა ძაღლმა მაღაზიიდან ერთი და იგივე სათამაშოს მოპარვა ხუთჯერ სცადა🐕🦄

აშშ-ში მიუსაფარმა ძაღლმა მაღაზიიდან ერთი და იგივე სათამაშოს მოპარვა ხუთჯერ სცადა🐕🦄

5 years ago
გორის საკრებულოს დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს

გორის საკრებულოს დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს

10 years ago
“გაიცანი შენი თბილისი”  – მეგზურთა მხარდასაჭერად ახალი პროექტი იწყება

“გაიცანი შენი თბილისი” – მეგზურთა მხარდასაჭერად ახალი პროექტი იწყება

6 years ago
შს მინისტრი არ გამორიცხავს, რომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე „დაკავებები კიდევ იქნება“

შს მინისტრი არ გამორიცხავს, რომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე „დაკავებები კიდევ იქნება“

8 years ago

ახალი ამბები

გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა
ახალი ამბები

გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა

05/20/2026

გორის მუნიციპალიტეტში, ტყვიავი - ძევერის გზაზე, ბოლო ზარის მანქანების კოლონას ავარია შეემთხვა. წინასწარი ცნობით, ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა მკვეთრი მუხრუჭის...

Read moreDetails
“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე

“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე

05/19/2026
როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“

როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“

05/19/2026
“დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს,  ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა?

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა 05/20/2026
  • “ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე 05/19/2026
  • როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“ 05/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by