• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, July 27, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მე დღემდე ძიების პროცესში ვარ, რადგან ხელოვნებას არ აქვს საზღვრები – ლალი დანილუკი

13 years ago
კატეგორია: კულტურა
A A
მე დღემდე ძიების პროცესში ვარ, რადგან ხელოვნებას არ აქვს საზღვრები – ლალი დანილუკი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

კულტურა ეს საძირკველია, რომელიც დღევანდელ ეპოქამდე მტკიცდება, მაგრდება და შემდეგ ამ საძირკველზე შენდება მსოფლიოს სახელმწიფოები. სახელმწიფოებს გამოარჩევს კულტურა, ისევე როგორც შენობას საძირკვლის სიმდგრადე. საქართველოში მრავალი ხელოვანი ცხოვრობს, რომლებიც თანამედროვე ეპოქის საძირკველს ამაგრებენ, მაგრამ მათი დაფასება და წარმოჩინება ხშირად ავიწყდებათ. ჩვენი მიზანი სწორედ ამ ნიჭიერების, კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა გაცნობაა, რომლებიც ცხოვრობენ აწმყოში და ქმნიან მომავალს, რომლის სრულყოფაც სწორედ მათზეა დამოკიდებული, რადგან ისინი ქმნიან ხელოვნებას, მაშასადამე კულტურას. ამ მხრივ მხატვრები მეტად დაუფასებლები არიან და მოკლებულნი საზოგადოების უდიდესი ნაწილის ყურადღებას.,,თბილისი თაიმსი“ აგრძელებს ფართო საზოგადოებისთვის ხელოვანთა წარდგენას. ამჯერად კი ჩვენ გთავაზობთ ძალიან ნიჭიერ და გამორჩეულ ხელოვანს, მხატვარს ლალი დანილუკს.

 1525193_780519051975189_1169951019_nმოგვიყევით თქვენს შესახებ, როდის აღმოაჩინეთ თქვენი ნიჭი და რა ასაკში დაიწყეთ ხატვა ?

 დავიბადე ქალაქ ბათუმში 1979 წელს. ჩემში ხატვის ნიჭი აღმოაჩინა ბაღის პედაგოგმა. შემდეგ მან უამბო ამის შესახებ დედაჩემს, რომ მიეხედათ ჩემთვის, რადგან საკმაოდ კარგად ვხატავდი, თუმცა მე დიდად არ ვიყავი დაინტერესებული ხატვით და სხვა ბავშვური გატაცებები მქონდა. მაგრამ 10 წლის ასაკში მაინც ჩავაბარე სამხატვრო სკოლაში. მოტყუებით მიმიყვანეს გამოცდაზე და გავჯიუტდი, მაგრამ მაინც დავხატე და მაღალი ქულის მიღებით მომეცა სტიმული, რომ გამეგრძელებინა ხატვა. შემდეგ სამხატვრო სკოლის დამთავრებას მოჰყვა სამხატვრო სასწავლებელი და ხელოვნების ინსტიტუტი.

 თქვენი გვარი – დანილუკი, ფსევდონიმია? საიდან მოდის?

 არა დანილუკი არ არის ფსევდონიმი,  ეს ჩემი გვარია ეროვნებით უკრაინელი ვარ.

 1532100_781600448533716_2089036756_nრომელ ჟარნრში მუშაობთ?

 მე დღემდე ძიების პროცესში ვარ, რადგან ხელოვნებას არ აქვს საზღვრები. ხოლო რაც შეეხება ჩემს სტილს ის რამდენიმე მიმართულებას შეიცავს და მაინც იკვრება ეგზისტენციალიზმში, რაც არსებობის ფილოსოფიას ნიშნავს.

 ამჟამად რა ნამუშევარზე მუშაობთ ?

 ამ ეტაპზე რამდენიმე ნამუშევარზე ვმუშაობ, რადგან ჩემთვის მეტად კომფორტულია ჩემი გონება იყოს ინფორმაციულად დატვირთული და ძიების პროცესში, პოულობდეს გამოსავალს ან ჩიხს სიუჟეტზე, რომლის განვითარება საჭიროებს განწყობას.

 რამდენი გამოფენა გაქვთ ჩატარებული და სად?

 სამი პერსონალური გამოფენა მქონდა 2005 და 2010 წლებში ქალაქ თბილისში და 2007 წელს ქალაქ ბათუმში. აგრეთვე მივიღე მონაწილეობა, რამდენიმე ჯგუფურ გამოფენაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.

 ხატვის გარდა რა საქმიანობით ხართ დაკავებული?

 ამ ეტაპზე დაკავებული ვარ მხოლოდ ხატვით და გამოფენისათვის მზადებით.

 1560494_780522795308148_6806183_nრა ინდივიდუალური ნიშნით გამოირჩევა თქვენი ნახატები?

 გამოირჩევა რასაკვირველია ფერით. სწორედ ესაა განწყობის და გულწრფელობის მანიშნებელი ჩემს შემოქმედებაში. ის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემს ნახატებში.

 სულ რამდენი ნამუშევარი გაქვთ შექმნილი? და მათგან რომელია თქვენთვის ყველაზე საყვარელი?

 ზუსტად არ ვიცი რამდენი ნამუშევარი შემიქმნია. არ დამითვლია ის ხომ ინდივიდუალურია და დასრულების შემდეგ ცალკე ორგანიზმია. მე მხოლოდ შექმნის პროცესში ვარ მათთან ახლოს, შემდეგ მათ თავისი ისტორია აქვთ და თავის სივრცის ძიებაშია. თუმცა არის ერთი ნამუშევარი, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მასზე არის ასახული ჩემი განწყობა, სევდა იმ პერიოდის რომელშიც დაბრუნება არასოდეს არ მინდა და არც არასდროს დავბრუნდები.

 ვინ არის თქვენთვის იდეალი მხატვრობაში? რატომ?

 მიქელანჯელო არის ჩემი იდეალი. მასში ხელოვნებამ მიაღწია იდეალურ განვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ხელოვანისათვის.

1493280_780522241974870_809726396_n როგორ ახდენთ თქვენი ნახატების რეალიზაციას ან სად არის შესაძლებელი მათი ნახვა და შეძენა?

 ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია ჩემს პირად ვებ-საიტზე და აგრეთვე სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ გვერდზე, ამასთანავე სახელოსნოში. ყოველთვის ვცდილობ პირადად ვიცნობდე ადამიანებს, ვინც ყიდულობენ ჩემს ნამუშევრებს, უმეტესად კი უცხოელები ყიდულობენ.

 როგორ დაიმკვიდრეთ თავი მხატვრობაში? თუ გაქვთ რაიმე განსაკუთრებული გზა რასაც მიყვებით?

 მე ვაკეთებ იმას რასაც უნდა ვაკეთებდე და ვცდილობ ხელოვნებაში ვიყო გულწრფელი.

1517430_780522711974823_631487246_n როდის გეგმავთ გამოფენას ან საზღვარგარეთ ხომ არ აპირებთ საქმიანობის გაგრძელებას?

 გამოფენას ვგეგმავ ზაფხულში, რაზეც უკვე ვმუშაობ. სამომავლო გეგმები რა თქმა უნდა არის კავშირში საზღვარსგარეთ სწავლის და მუშაობის გაგრძელებასთან, მაგრამ ამ ეტაპზე საიდუმლოდ დავტოვოთ.

 რა რჩევას მისცემდით დამწყებ მხატვარებს? არის თუ არა საქართველოში ისეთი გარემო, რომ ახალგაზრდა ან დამწყებმა მხატვრებმა რეალიზაცია მარტივად შეძლონ?

 მე, როგორ მივცე რჩევა ხელოვანებს, თავად ვარ დამწყები ხელოვანი, უბრალოდ ვეტყვი, რომ აკეთონ ის რასაც გრძნობენ და იარონ იმ გზით, რომელიც მათთვის მართებულია. აგრეთვე ბევრი ინფორმაცია მიიღონ ხელოვნების შესახებ. საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობს ბაზარი, ამიტომ წარმოუდგენელია აქ ნამუშევრების რეალიზაცია.

379762_780522855308142_1222624292_n როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს სახელმწიფომ ხელოვნების ხელშეწყობისა და განვითარებისთვის?

 ჯერ უნდა გაახსენდეთ, რომ ამ ქვეყანაში არსებობს ხელოვნება და უნიჭიერესი ხელოვანები და არა ფსევდო, უნიჭო შარლატანები. მხოლოდ შემდეგ იქნება მსჯელობა ხელოვნების განვითარებისათვის.

 და ბოლოს, თქვენი პიროვნებიდან გამომდინარე, ჩამოგვითვალეთ 10 ღირებულება და ფასეულობა, რომლებიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

 ესაა პატიოსნება, შინაგანი კულტურა, ინდივიდუალიზმი, გულწრფელობა, თავშეკავებულობა, სიკეთე, პასუხისმგებლობა, სიყვარული, თავგანწირვა, მეგობრობა.

 07.01.14

გიორგი ჩუბინიძე

Share1Tweet1

ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
ახალი ამბები

მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

12/10/2024
„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

11/14/2024
„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე
ახალი ამბები

„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე

11/01/2024
ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს
ახალი ამბები

ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს

04/12/2024
ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა
ახალი ამბები

ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

04/07/2024

საინტერესო

“აი ასეთი წესრიგია დღეს საქართველოში…” – ბათუმში გარდაცვლილი დავით მღებრიშვილის ბოლო facebook პოსტი

10 years ago
პრემიერმ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრის მოადგილეები დანიშნა

პრემიერმ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრის მოადგილეები დანიშნა

12 years ago
ატმის ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6 -ჯერ გაიზარდა

ატმის ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6 -ჯერ გაიზარდა

10 years ago
“ყველაფერი გაკეთდება, რომ  ის უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობაში გვაქვს, შევინარჩუნოთ”

ირაკლი კობახიძე-“ნიკა გვარამიას გამონათქვამი იყო კონკრეტული მუქარა იმ ადამიანების მიმართ, რომელიც მხარს უჭერენ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს”

8 years ago

ახალი ამბები

“უმძიმეს მდგომარეობაში შემოიყვანეს ბიჭი, რომელსაც ჰქონდა მარჯვენა ზედა კიდურის სრული ამპუტაცია” – ექიმი იმერეთში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობაზე
ახალი ამბები

“უმძიმეს მდგომარეობაში შემოიყვანეს ბიჭი, რომელსაც ჰქონდა მარჯვენა ზედა კიდურის სრული ამპუტაცია” – ექიმი იმერეთში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობაზე

07/26/2026

ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს. ზესტაფონის კლინიკა "ფერომედის" რეანიმაცია-ანესთეზიის სამსახურის...

მეტის ნახვაDetails
ცნობილია ახალგაზრდა ქალის ვინაობა, რომელიც ყვარელში ავარიას ემსხვერპლა

ცნობილია ახალგაზრდა ქალის ვინაობა, რომელიც ყვარელში ავარიას ემსხვერპლა

07/26/2026
,,სამწუხაროდ, ტრავმა შეუთავსებელი იყო სიცოცხლისთვის” – ექიმი ირაკლი ფირცხალეიშვილი ვერაზე სროლის შედეგად გარდაცვლილ არასრულწლოვანზე

,,სამწუხაროდ, ტრავმა შეუთავსებელი იყო სიცოცხლისთვის” – ექიმი ირაკლი ფირცხალეიშვილი ვერაზე სროლის შედეგად გარდაცვლილ არასრულწლოვანზე

07/23/2026
მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

07/23/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • “უმძიმეს მდგომარეობაში შემოიყვანეს ბიჭი, რომელსაც ჰქონდა მარჯვენა ზედა კიდურის სრული ამპუტაცია” – ექიმი იმერეთში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობაზე 07/26/2026
  • ცნობილია ახალგაზრდა ქალის ვინაობა, რომელიც ყვარელში ავარიას ემსხვერპლა 07/26/2026
  • ,,სამწუხაროდ, ტრავმა შეუთავსებელი იყო სიცოცხლისთვის” – ექიმი ირაკლი ფირცხალეიშვილი ვერაზე სროლის შედეგად გარდაცვლილ არასრულწლოვანზე 07/23/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by