Telegram-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მილიარდერმა პაველ დუროვმა, მისსავე პლატფორმაზე სკანდალური ინფორმაცია გამოაქვეყნა. მისი თქმით, სპერმის დონაციის გზით, 12 ქვეყანაში ასზე მეტი შვილი შეეძინა.
ვრცელ პოსტში დუროვმა განმარტა, თუ როგორ გახდა ბავშვების “ბიოლოგიური მამა”. ის ასევე აღნიშნავს, რომ გეგმავს მისი დნმ-ის საჯაროდ ხელმისაწვდომობას, რათა ბიოლოგიურ შვილებს ერთმანეთთან დაკავშირებაში დაეხმაროს.
”მე ახლახან გავიგე, რომ 100-ზე მეტი ბიოლოგიური შვილი მყავს. როგორ არის ეს შესაძლებელი მათთვის, ვინც არასოდეს ყოფილა დაქორწინებული და ამჯობინებს მარტო ცხოვრებას?” – დაწერა მილირდერმა “ტელეგრამარხზე“. გააგრძელეთ კითხვა






