• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, July 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“სპექტაკლის საქართველოში გამართვა ჩვენი საოცნებო პერსპექტივაა” – გიორგი ფოცხვერია

12 years ago
კატეგორია: კულტურა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სამშობლოსთან განშორება ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობა და ტკივილია, თუმცა თანამედროვე ეპოქის სირთულეებმა განაპირობა ის, რომ დღეს გვყავს ძალიან ბევრი ქართველი ემიგრანტი და მათ ენატრებათ საქართველო და უცხო ქვეყანაში ცდილობენ იპოვონ საკუთარი სამშბლო. ამის საუკეთესო საშუალება ქართული კულტურაა, ქართული თეატრი. აქ ყველაზე მეტად იგრძნობა საქართველო და მისი მონატრებაც მსუბუქდება. ქართველი ემიგრანტები ქართულ თეატრში სამშობლოს ეძებენ, პოულობენ და მთელი ღირსებით წარმოაჩენენ. ერთ-ერთი მათგანი, ქართველი ემიგრანტი გიორგი ფოცხვერიაა, რომელიც „თბილისი თაიმსს“ ემიგრაციასა და ქართულ თეატრზე ესაუბრა.

ბატონო გიორგი გვიამბეთ თქვენს შესახებ, როგორ დაიწყეთ კარიერა?

10356349_10204048723357327_2766856798913685213_nარ ვიცი სიტყვა კარიერა რამდენად შეესაბამება მოულოდნელობებით სავსე ცხოვრების გზაზე  მიღებულ გადაწყვეტილებებს.  ალბათ ძნელი იქნება ამ გზის დასაწყისის პოვნაც.  არც თუ ხშირად  ემთხვევა ჩემი მოლოდინები და მოვლენების ჯაჭვი ერთმანეთს. ჩემი ბიოგრაფიის მშრალი ფაქტები ასეთია: თბილისში დავამთავრე ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატი-მაგისტრატურა,  შემდეგ კი  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი „GIPA“.  გარკვეული პერიოდი  ვმუშაობდი გაზისა და ნავთობის კორპორაციაში, 2008 წლის გაზაფხულზე   ე.წ. „მწვანე ბარათით“ მე და ჩემმა მეუღლემ დავტოვეთ საქართველო და აქ ჩამოვედით. სწორედ აქ ემიგრაციაში კერძოდ კი  ნიუ-იორკში  დაიწყო ჩემი თეატრალური კარიერა. ბოლო წლებია ვცდილობთ შევეგუოთ ახალ გარემოს, ვსწავლობთ, ვმუშაობთ და ვმეგობრობთ ჩვენსავით სამშობლოდან გადმოხვეწილ ადამიანებთან.   ჩვენ ბევრი გვაქვს საერთო, მათ შორის ყველაზე მთავარი –  ჩვენი  საქართველო.

რას საქმიანობთ ამჟამად ნიუ–იორკში?

მომიწია ახალი პროფესიის დაუფლება.  ვმუშაობ კერძო კომპანიაში, რომელიც საგზაო მშენებლობების  სერვისების მიმწოდებელია. ჩემი ფუნქცია გზის დაგების ხარისხის შემოწმებაა.  დარჩენილი დროის დიდ ნაწილს  ქართული თეატრით ვავსებ.

როგორ აფასებთ ქართველი ხელოვანების საზღვარგარეთ მუშაობას?

603620_10203798195294282_3603958574677524000_nმსოფლიოს სხვადასხვა ადგილზე  ქართული ხელოვნების არსებობისათვის ძალისხმევა ყველაზე პატრიოტულ საქმედ მიმაჩნია. ასეთ საქმიანობას ხელშეწყობა და დახმარება სჭირდება. ამ მხრივ ბატონი ვიკტორი და ქალბატონი ლიკა სილერსონების ქართულ-ამერიკული ოჯახი აქაური ემიგრაციის დიდ მადლიერებას იმსახურებს.

გვიამბეთ სპექტაკლ „თეთრი ბაირაღებისა“ და თქვენი როლის შესახებ.

524889_611798772180595_495724957_nნოდარ დუმბაძის შესანიშნავი რომანი „თეთრიბაირაღები“  სხვადასხვა თაობის ქართველისათვის ერთდროულად  ახლობელიც და უკვე დაკარგული  სამყაროს გაცოცხლებაა.  უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებს ყველა მონაწილეს ამ რომანის და სპექტაკლის გმირების განცდების გაზიარება.  ჩემი გმირი “ტიგრან გულოიანი“  შეუმდგარი კაცია. ის ცხოვრების ბნელ ჩიხში მოექცა და მას აღარ დარჩა სიკეთის მოლოდინის უფლება. ამის მიუხედავად, მასში ცხოვრების სიყვარული არ ჩამქრალა. ასეთ ადამიანში ძნელად ასახსნელი ერთიანობაა სიკეთის და ბოროტების. ყველაფრის მიუხედავად, მასაც შეუძლია იყოს სამართლიანი, კეთილი და შეუძლია თავგანწირვაც.  მე მინდა რომ ჩემი გმირი მაყურებლის თანაგძნობას იმსახურებდეს.

აპირებთ თუ არა სპექტაკლის საქართველოში ჩამოტანას და რა სახის ხელშეწყობა გჭირდებათ ამისთვის?

64439_10200787102458843_1369919048_nსპექტაკლი ამერიკაში, კერძოდ ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველებისთვისაა  დადგმული. სპექტაკლის მსვლელობისას  მაყურებელსა და მსახიობებს გვიჩნდება ილუზია, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვართ და ვართ სამშობლოში.  თბილისის  სცენაზე ამ სპექტაკლის ჩვენება ნიუ-იორკის ქართული დიასპორისა და დანარჩენი საქართველოს  დიალოგის  განხორციელება იქნება.  ამიტომ ეს საკითხი ძალიან მგძნობიარეა თეატრის ყველა წევრისთვის. სპექტაკლის საქართველოში გამართვა ჩვენი საოცნებო პერსპექტივაა. რაც შეეხება ხელშეწყობას, ალბათ ცოტა ორმხრივი სურვილი და ცოტაც რესურსია მოსაძიებელი.

რა გეგმები გაქვთ სამსახიობო ხელოვნებაში, სხვა სპექტაკლებშიც ხომ არ ხართ დაკავებული?

დიახ ვარ, სპექტაკლი „სარკე“ ქალბატონი ლიკა სირელსონის სცენარის მიხედვით არის დადგმული, რეჟისორი რამაზ ზურაბაშვილი, მადლობა მინდა გადავუხადო ხათუნა იოსელიანს და ცუცა კაპანაძეს მასტერ-კლასებისთვის, ეს ორი ადამიანილიკასთან და ვიკტორთან ერთად თაობებს ზრდიან ემიგრაციაში.  ქართული თეატრი  ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად იქცა, ვნახოთ, მომავალი რას მოიტანს.

რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ,  რომ სამშობლოდან შორს მყოფი ადამიანები დაბრუნდნენ სამშობლოში?

1549496_809799125713891_346251662_nაქ მყოფიქართველების უმრავლესობა ბედნიერი იქნება, თუ  სამშობლოსათვისთავს საჭიროდ იგრძნობს და იქ იპოვის თავის ადგილს.  ჩვენ აქაც ვინარჩუნებთ ეროვნულ კულტურას და ტრადიციებს.  საქართველოში დღეს  არსებობს ობიექტური რეალობა, რომლის  უცებ შეცვლა არავის შეუძლია. მთავარია გაჩნდეს უკეთესი მომავლისკენ მოძრაობის ტენდენციები. ამ ტენდენციების შექმნა დროს და  მოთმინებას საჭიროებს. პრობლემების ნაწილი ქვეყნის შიგნითაა მოსაგვარებელი, მაგალითად, როგორც იქნა ვეღირსეთ, რომ ხელისუფლება ლეგიტიმურად – არჩევნებით შეიცვალა.  ქვეყანაში შენარჩუნებულია სახელისუფლო შტოებს შორის კანონით განსაზღვრული ბალანსი. ეს კარგი საფუძველია ეკონომიკის განვითარებისათვის, თუმცა პრობლემების ნაწილი  საგარეოა და მათი მოუგვარებლობა მძიმე სამომავლო ტვირთია.

ამერიკაში როგორი გარემოა თქვენი პროფესიის ადამიანებისთვის და რამდენად მარტივია თავის დამკვიდრება?

1924446_10203446665826265_1624345165_nუცხო ქვეყანაში შეუძლებელია ადვილი იყოს საკუთარი ადგილის მოძებნა. ძნელია  ახალ რიტმსა და კულტურას  შეუერთდე და  მოახერხო ფუნქციის შეძენა.  ყოველდღიური ყოფა საკმაოდ დაძაბულია. ემიგრანტობა გაზრდილ პასუხისმგებლობას გულისხმობს.

თქვენი აზრით რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ ღირსეულად წარმოაჩინოს და დააფასოს ქართველი ხელოვანები?

ღარიბ ქვეყანაში ყველას თუ არა, უმეტესობას უჭირს და ეს თანაბრად ვრცელდება ხელოვანებზეც.  სხვა მხრივ,  ხელოვანი ადამიანები ხალხმა უნდა აღიაროს, ამ საქმეში ხელისუფლების მიერ დარიგებული „ჩინ-მენდლები“ ბევრს არაფერს ცვლის.

რა იქნება თქვენი მოწოდება და სათქმელი სრულიად საქართველოს მიმართ?

ალბათ,  დამსახურება სჭირდება იმას, რომ მიმართო საქართველოს და ქართულ საზოგადოებას. იმ მძიმე „გაკვეთილების“ შემდეგ  რაც ქვეყანას ორი საუკუნის მიჯნაზე დაატყდა თავს,   ქართველებს აღარ გვაქვს შეცდომების დაშვების უფლება.  ჩვენ მშვიდი, რაციონალური და გათვლილი ნაბიჯებით  უნდა ვიაროთ.  ურთიერთობა სამყაროსთან  ჩვენი მეზობლებით იწყება დააქ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს.  ალბათ არც შორეული და ახალი წარსულის გამოცდილების ანალიზი გვაწყენს. ქვეყნის დაშლა, კრიზისი და გაჭირვება უცხო არ არის საქართველოს მატიანესთვის. აქედან გამოსასვლელი გზაც არ იქნება უმტკივნეულო.

არ ვიცი რა გზით, მაგრამ  ძალიან გვჭირდება ერის განწყობა და მზადყოფნა ბედნიერი ქვეყნის აშენებისთვის. უდავოა, საქართველოს მზიანი დღეები გაუთენდება.

28.05.14

 გიორგი ჩუბინიძე

Share2Tweet1

ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
ახალი ამბები

მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

12/10/2024
„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

11/14/2024
„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე
ახალი ამბები

„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე

11/01/2024
ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს
ახალი ამბები

ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს

04/12/2024
ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა
ახალი ამბები

ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

04/07/2024

საინტერესო

“დარიალი ენერჯისა” და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს შორის ფინანსირების ხელშეკრულება გაფორმდა

“დარიალი ენერჯისა” და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს შორის ფინანსირების ხელშეკრულება გაფორმდა

12 years ago
“11 წლის იყო, როცა სეპარატისტებმა გაიტაცეს” – ფალავნის რთული გზა ოლიმპიადამდე: ტყვეობა, საყვარელი მწვრთნელის დაკარგვა, ულამაზესი მეუღლე და ცრემლიანი ტოკიოს ოლიმპიადა

“11 წლის იყო, როცა სეპარატისტებმა გაიტაცეს” – ფალავნის რთული გზა ოლიმპიადამდე: ტყვეობა, საყვარელი მწვრთნელის დაკარგვა, ულამაზესი მეუღლე და ცრემლიანი ტოკიოს ოლიმპიადა

2 years ago
ძიუდოისტებს ახალი ევროპული სტანდარტების დარბაზი ექნებათ

ძიუდოისტებს ახალი ევროპული სტანდარტების დარბაზი ექნებათ

12 years ago
დღეიდან მასობრივი თავშეყრის ობიექტებისთვის სავალდებულო დაზღვევა ამოქმედდა

დღეიდან მასობრივი თავშეყრის ობიექტებისთვის სავალდებულო დაზღვევა ამოქმედდა

8 years ago

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა. შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები...

მეტის ნახვაDetails
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 07/09/2026
  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by