• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, December 17, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

როცა პატრიარქმა ასეთი ბავშვების ,,განწირულობაზე” და ,,პრობლემატურობაზე” ისაუბრა, განა ამით გაწირა ისინი?

12 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
როცა პატრიარქმა ასეთი ბავშვების ,,განწირულობაზე” და ,,პრობლემატურობაზე” ისაუბრა, განა ამით გაწირა ისინი?
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

60977_103459466384484_2955530_n_7536„რატომ დაინახეს პატრიარქის გამონათქვამში სუროგაციით გაჩენილი ბავშვების ან მათი მშობლების რაიმე სახით შეურცხოფა?“, – ამის შესახებ აცხადებს სვეტიცხოვლის მღვდელმსახური, დეკანოზი სერაფიმე დანელია.

დეკანოზი სერაფიმე დანელია პატრიარქის საშობაო ეპისტოლესთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს, რომელსაც ,,თბილისი თაიმსი“ უცვლელად გთავაზობთ.

,,საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ეპისტოლეს ირგვლივ ატეხილი ხმაური, პირველ რიგში საერო და სამწუხაროდ, სასულიერო საზოგადოების სულიერი დონის სისუსტეზე მიუთითებს, მეორე რიგში კი, ამ ეპისტოლეთი მხილებული ,,ამა სოფლის ძლიერთა” და ,,ბრძენთა” პოსტმოდერნისტულ და ფსევდო-ლიბერალურ გულისწყრომაზე…

საკითხში რომ გავერკვეთ, უპირველესად წმ. პავლე მოციქულის, პატრიარქის მიერ ციტირებული სიტყვები გავიხსენოთ:

,,ყველაფერი ნებადართულია , მაგრამ ყველაფერი როდია სარგო”…

რას ამბობს ამით მოციქული? ის, რომ ყველაფერი შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს: ცოდვა, სისულელე, შეცდომა, ასევე, ერთი შეხედვით კარგი საქციელი, სიკეთე, მაგრამ არ იყოს იგი სასარგებლო…აქ მთავარია კითხვა – სასარგებლო ვისთვის და რასთან მიმართებაში…

რას გულისხმობს თავად მოციქული? რა თქმა უნდა ის გულისხმობს – არასასარგებლოს და არახელისშემწყობს ადამიანის განღმთობისაკენ მისწრაფების გზაზე. მაგრამ აქ ყურადღებით ვიყოთ: ის არ ამბობს ,,აკრძალულია” ან ,,უნდა აიკრძალოს” – ის ამბობს ,,ნებადართულია” ანუ არა კაცის მიერ, არამედ ღვთის მიერ არის ნებადართული და დაშვებული ადამიანის ნებისმიერი საქციელი, სწორედ ღვთაებრივი თავისუფლების უზენაესობის გამო.

მაშ სად არის პრობლემა? რა ვერ გაიყვეს ორთოდოქსებმა და ლიბერალებმა? სად გადის ზღვარი ნებადართულს და უსარგებლოს შორის? რას გულისხმობს პავლე მოციქული ამ ფრაზაში?

ვგონებ უპირველესად იმას, რომ ვინც შეიყვარა ღმერთი და უნდა ღვთის მცნებისაებრ იაროს, ნებადართული თავისუფალი ქცევების სიმრავლიდან არჩევანი უნდა გააკეთოს და ღვთის მცნების შესაბამის, კონკრეტულად განსაზღვრულ გზას დაადგეს …

ფაქტობრივად, ამაზე ისაუბრა კიდეც ჩვენმა პატრიარქმა, მაგრამ ატეხილი ხმაურის მიზეზი არა პატრიარქის მიერ ამ რეალობის გაჟღერება, არამედ ამ ყველაფერს დამატებული შეფასების ფაქტია(რისი სრული უფლებაცა და მოვალეობაც აქვს).

მამამთავარი თავის ნათქვამით ამბობს, რომ აბორტი, ხელოვნური განაყოფიერება, სუროგატი დედის საშუალებით ბავშვის გაჩენა და ა.შ. ,, ნებადართულია”, მაგრამ ასეთი საქციელი არასწორი, არასარგო და ცოდვაა, ამის ჩამდენი ღვთის მცნების შესაბამისად მიიღებს პრობლემებს ცხოვრებაში…

რატომ დაინახეს პატრიარქის გამონათქვამში სუროგაციით გაჩენილი ბავშვების ან მათი მშობლების რაიმე სახით შეურცხოფა? ან პატრიარქს, თავისი ცხოვრების მანძილზე, ოდესმე გამოუხატავს მიუღებლობა ასეთი ადამიანისა? როცა პატრიარქმა ასეთი ბავშვების ,,განწირულობაზე” და ,,პრობლემატურობაზე” ისაუბრა, განა ამით გაწირა ისინი? თვითონ არ გვასწავლის ,,ნუ იქნებით კატეგორიულებიო?”… განა თვითონ უმეტესად არ გამოავლენდა სითბოს და ყურადღებას მათ მიმართ?

თურმე მთქმელს მართლა ნდომებია გამგები… რაც პატრიარქმა იგულისხმა, გასაგებია უბრალო ადამიანისთვისაც: არასწორია ასეთი ქმედებები და ამას მოყვება თავისი ,,არასარგო’ შედეგები.

და თუ მოწინააღმდეგეებს არ მიაჩნიათ ცოდვად აბორტი, ხელოვნური განაყოფერების გამოყენება, სუროგატობა ანუ ღვთის მიერ შექმნილი ადამიანის ბუნების ნებაყოფლობითი დაკნინება, მაშინ საერთოდ რა არის ცოდვა? ან იქნებ დაკნინებას და ,,არასარგო” ქმედებას არ წარმოადგენს ადამიანის მიერ სიკვდილ-სიცოცხლეზე საკუთარი უფლებების გავრცელების მცდელობა? მომინდეს -მოვკლა და მომინდეს -გავაჩენ… განა ეს ღვთის სიტყვის საწინააღმდეგო არაა?

,,მე ვკლავ და მე ვაცოცხლებ” ამბობს უფალი…

ზოგმა თქვა: ,,თუ უარს ვამბობთ ბავშვის გაჩენაში ხელოვნურ დახმარებაზე, მაშინ უარი უნდა ვთქვათ ყოველნაირ ხელოვნური სახის დახმარებაზე…”

უფალმა, სწორედ სიკვდილ-სიცოცხლეზე გამოგვიცხადა თავისი უფლება და არა ხელოვნებასა და მეცნიერებაზე, ჩვენ კი ადამისა და ევას მსგავსად ღვთის ამ ერთადადერთ მოთხოვნას თუ თხოვნასაც მივადექით…ღმერთმა დაგვიფაროს იმის მსგავსი შედეგისაგან, რაც მოჰყვა მათ თავისუფალ, მაგრამ არასწორ არჩევანს…

ქრისტესმიერ ძმანო და დანო! ქრისტეშობის ამ დღეების მადლით ვთხოვოთ უფალს, გამოგვზარდოს სიბრძნესა გულისხმისყოფაში, რაც ასე სჭირდება დღეს ჩვენს ერსა და ბერს…“, – წერს დეკანოზი სერაფიმე დანელია.

10.01.14

 

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია
ახალი ამბები

სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

12/10/2025
BBC – საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს
ახალი ამბები

BBC – საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს

12/02/2025
სურსათის ეროვნული სააგენტო თევზის საწარმოებს ამოწმებს – რა დარღვევებია გამოვლენილი
ახალი ამბები

სურსათის ეროვნული სააგენტო თევზის საწარმოებს ამოწმებს – რა დარღვევებია გამოვლენილი

11/21/2025
“ნუ მაქცევთ მკვლელად, თქვენ ხედავთ 35-37კგ, ძაძებით შემოსილ ქალს, რომელიც უსუსურის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ცდებით” – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

“ნუ მაქცევთ მკვლელად, თქვენ ხედავთ 35-37კგ, ძაძებით შემოსილ ქალს, რომელიც უსუსურის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ცდებით” – მოკლული მასწავლებლის დედა

11/18/2025
ზურაბ ზვიადაურს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – მკვლელობის საქმეზე კი მის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ
ახალი ამბები

ზურაბ ზვიადაურს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – მკვლელობის საქმეზე კი მის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

11/16/2025
„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი დააკავეს
ახალი ამბები

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი დააკავეს

11/10/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “ალისკას ძმებთან აქვს ურთიერთობა, ძირითადად უფროს ძმასთან… ედუარდი რამდენჯერმე იყო ჩვენთან” – სოფო ნიჟარაძე საუბრობს მიხეილ სააკაშვილის შვილებთან და დედასთან ურთიერთობაზე 12/15/2025
  • პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში 12/15/2025
  • ზუგდიდში, დენის დარტყმის შედეგად მუშა დაიღუპა 12/15/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In