„ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილს ჩაუტარდა ყველანაირი სამედიცინო შემოწმება და მის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
„გაეწერა, ჩაუტარდა კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები. მწვავე ტრავმული დაზიანება არ არის ნანახი. თავის არეში ტრავმა გონების კარგვის ეპიზოდს არ აღნიშნავდა“, – აღნიშნა ნინო ნადირაძემ.






