• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“მისი ნაკბენი ანაფილაქსიურ შოკს იწვევს…” – აშშ-ში, ახალი ტიპის მწერები გამრავლდნენ

1 year ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
“მისი ნაკბენი ანაფილაქსიურ შოკს იწვევს…” – აშშ-ში, ახალი ტიპის მწერები გამრავლდნენ
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

აზიური ნემსიანი ჭიანჭველების (Brachyponera chinensis) ნესტარი ადამიანებში სასიკვდილო ალერგიულ რეაქციას იწვევს. ისინი აშშ-ში გამოჩენის შემდეგ თითქმის შეუმჩნევლად არსებობდნენ, თუმცა ენტომოლოგებმა რამდენიმე სამხრეთ-აღმოსავლური შტატიდან ახალი ინგლისისა და შუა დასავლეთის მიმართულებით ჭიანჭველების გავრცელება ახლახან დააფიქსირეს.

აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) თანახმად, რადგან გაზაფხულის სეზონური გამრავლების პერიოდი ახლოვდება, საფრთხე არსებობს, რომ ჭიანჭველებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო საგანგებო სიტუაციები გამოიწვიონ.

“კონკრეტული სახეობის ჭიანჭველებს მავნებლად უკვე სამედიცინო დონეზე მივიჩნევთ”, — განაცხადა დენ სუიტერმა, ენტომოლოგიის პროფესორმა ჯორჯიის უნივერსიტეტიდან.

სუიტერის თქმით, მან აზიური ნემსიანი ჭიანჭველას ნაკბენების რაოდენობის განსაკუთრებული ზრდა ბოლო დროს შენიშნა. 2024 წელს პროფესორს სამი ისეთი ადამიანი დაუკავშირდა, რომლებშიც ამ მწერის ნაკბენმა ანაფილაქსიური შოკი გამოიწვია. ეს რაოდენობა წინა წლების მონაცემებთან შედარებით მაღალია.

ანაფილაქსია მთელ სხეულზე გავრცელებულ მწვავე ალერგიული რეაქციაა. ის ზოგიერთ ადამიანში მედიკამენტების, საკვების ან მწერის ნაკბენის გამო ძალიან სწრაფად ვითარდება. მეიოს კლინიკის თანახმად, მისი სიმპტომებია სუსტი და სწრაფი პულსი, კანზე გამონაყარი და გულისრევა. ანაფილაქსია სასიკვდილოც კი შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან ის იმუნურ სისტემას კონკრეტული ქიმიური ნივთიერებების დიდი რაოდენობით გამოყოფისკენ უბიძგებს, რომლებიც სასუნთქ გზებს ავიწროებს და სუნთქვას აფერხებს. ამ ქიმიკატებს ასევე შეუძლია სისხლის წნევის ვარდნა გამოიწვიოს, რაც გულის გაჩერების რისკს ზრდის. ამ ეტაპზე, ცნობილი არაა, რამდენი ადამიანი მოკვდა აზიური ნემსიანი ჭიანჭველას ნაკბენის შედეგად.

„ჭიანჭველები გავრცელებული მავნებლები არიან. სიტუაცია სერიოზულ სახეს იღებს მაშინ, როცა მწერის ნესტარი ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია, განსაკუთრებით თუ მას ანაფილაქსია ემართება”, – ამბობს სუიტერი.

აზიური ნემსიანი ჭიანჭველები მცირე ზომის, მბზინავი, მუქ ყავისფერსა და შავს შორის გარდამავალი შეფერილობის ჭიანჭველები არიან. ისინი ჩინეთიდან, იაპონიიდან და კორეიდან გავრცელდნენ. მწერები აშშ-ში პირველად 1932 წელს აღმოაჩინეს. ვარაუდობენ, რომ ისინი იქ გადაზიდვების გზით მოხვდნენ. USDA აცხადებს, რომ იმ დროისთვის ეს ჭიანჭველები სულ მცირე სამ სამხრეთ-აღმოსავლურ შტატში უკვე გავრცელებულნი იყვნენ.

აზიური ნემსიანი ჭიანჭველები აგრესიულები არ არიან და თავიანთ ბუდეებს ცეცხლოვანი ჭიანჭველების (Solenopsis) მსგავსად არ იცავენ. მიუხედავად ამისა, თუ ისინი ადამიანის ტანსაცმელში ან სხეულზე მოხვდებიან, შხამიან ნესტარს იყენებენ. სახეობის ამოცნობა გამოუცდელი თვალისთვის რთულია, თუმცა მოსახლეობამ ყურადღება მათ ნარინჯისფერ ანტენებსა და ფეხის წვერებს უნდა მიაქციოს.

სამწუხაროდ, ზუსტად არაა დადგენილ, ვინაა ანაფილაქსიური შოკის განვითარების რისკის ქვეშ. სუიტერი ამბობს, რომ უფრო მეტი ყურადღება მათ უნდა გამოიჩინონ, ვისი ორგანიზმიც სხვა მწერების ნაკბენზე რეაგირებს. USDA-ს მიხედვით, ადამიანი ალერგიულია თუ არა, აზიური ნემსიანი ჭიანჭველას ნესტარი კბენის ადგილზე ყველა შემთხვევაში ძლიერ ტკივილს იწვევს.

ამ ჭიანჭველების გავრცელების შესაზღუდად გარკვეული ზომები არსებობს, თუმცა USDA-ს განცხადებით, ასეთი მცდელობები უკიდურესად ძვირად ღირებულია. აზიური ნემსიანი ჭიანჭველები მორების, ქვების ან ფოთლების ქვეშ ბუდობენ, თუმცა ასევე შეიძლება შეშის გროვებშიც აღმოჩნდნენ. ისინი სხვა ჭიანჭველებისგან განსხვავებით გადაადგილებისას ჯაჭვს არ ქმნიან, არამედ მარტო და ქაოსურად დადიან.

„ეს არსება უბრალოდ აქეთ-იქით დახეტიალობს”, – ამბობს მეცნიერი – „ისე გამოიყურება, თითქოს დაკარგულია”.

ShareTweet

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა
ახალი ამბები

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

საინტერესო

შსს ივნისის თვის და იანვარ-ივნისის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს

რესტორანში 3 პირის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

9 years ago
რუსთავის მე-5 სკოლიდან მეექვსეკლასელი გოგონა  რესურსცენტრის ხელმძღვანელმა გაიყვანა

რუსთავის მე-5 სკოლიდან მეექვსეკლასელი გოგონა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა გაიყვანა

7 years ago
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

არჩევნების მეორე ტური 50 მაჟორიტარულ ოლქში იმართება

10 years ago
ვალუტის კურსის სტატისტიკა (2018)

ვალუტის კურსის სტატისტიკა (2018)

8 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by