UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ილია თოფურია, როგორც ჩანს, პირად ცხოვრებაში ახალ ეტაპზეა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ქართველი მებრძოლი ქართველ მოდელს, მოცეკვავეს ლინა სიჭინავას ლოყაზე კოცნის.

უცხოური მედიის ცნობით, წყვილის ურთიერთობის შესახებ ბოლო რამდენიმე კვირაა საუბრობენ, თუმცა არც ერთ მათგანს რომანი ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
ილია თოფურიას ახალი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ New York Post წერს.
როგორც New York Post სტატიაში აღნიშნავს, თოფურიასთვის გასული 12 თვე საკმაოდ რთული აღმოჩნდა.
გამოცემა წერს, რომ გასული წლის ამ პერიოდში თოფურია UFC-ის მსუბუქი წონის, დაუმარცხებელი, აბსოლუტური ჩემპიონი და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი იყო. მანამდე ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონიც გახლდათ, თუმცა აღნიშნულ ტიტულზე უარი თქვა, რათა მსუბუქი წონის ქამრისთვის ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ ებრძოლა. ბრძოლა 2025 წლის ივნისში გაიმართა და თოფურიამ მეტოქე ნოკაუტით დაამარცხა.

ამის შემდეგ 29 წლის მებრძოლმა საკმაოდ რთული პერიოდი გაიარა. გასული წლის ზამთარში მისი განქორწინება ყოფილ მეუღლესთან, ჯორჯინა უსკატეგი ბადელთან, ფართო განხილვის საგანი გახდა. განქორწინების პროცესი საჯარო და დაპირისპირებებით იყო სავსე,
ამ რთულ პერიოდში თოფურიამ სპორტული კარიერა დროებით შეაჩერა, რათა ოჯახზე კონცენტრირებულიყო. განქორწინების დასრულების შემდეგ ის ოქტაგონს დაუბრუნდა და UFC-ის თეთრი სახლის ღონისძიებაზე მსუბუქი წონის ტიტული ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ დათმო,
თოფურია ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა და რამდენიმე ისეთი ტრავმა მიიღო, რომელსაც შესაძლოა, მისი კარიერისთვის სერიოზული საფრთხე შეექმნა. მას ამის შემდეგ აღარ უბრძოლია.
ახლა კი, როგორც ჩანს, ქართველი მებრძოლი პირად ცხოვრებაში ახალ ურთიერთობას იწყებს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე ილია თოფურია ქართველ მოდელს, ლინა სიჭინავას ლოყაზე ჰკოცნის. New York Post-ის ცნობით, ფოტო თავდაპირველად ერთ-ერთ მათგანს Instagram-ის “Close Friends“-ის ისტორიაში ჰქონდა გამოქვეყნებული, მოგვიანებით კი ის საჯარო სივრცეში გავრცელდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ანგარიშები წერენ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ თოფურიასა და სიჭინავას ურთიერთობა ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ, თუმცა მათი შესაძლო რომანის შესახებ ბოლო რამდენიმე კვირაა საუბრობენ.
განსაკუთრებული ყურადღება ლინა სიჭინავას ასაკმაც მიიპყრო, მოდელი 19 წლისაა. სიჭინავა 29 წლის ილია თოფურიაზე 10 წლით უმცროსია.
- ცნობისთვის, ლინა სიჭინავა “სუხიშვილების” მოცეკვავეა და ის სოციალურ ქსელებში პოპულარობით სარგებლობს. აღსანიშნავია ისიც, რომ ახლახან, როცა ილია საქართველოში იმყოფებოდა, ის “სუხიშვილების” ანსამბლს ესტუმრა. შესაბამისი ვიდეო ინსტაგრამზე ანსამბლის ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა. ვიდეოში ლინა სიჭინავაც ჩანს.















